ჭანდრის წმინდა გიორგის ეკლესიის კომპლექსი
წმიდა გიორგის ეკლესიის კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდრის სამხრეთ-დასავლით 2,5 კმ-ზე წამებულის ხევის მარცხენა ნაპირზე, ტყეში. კომპლექსში შედის წმინდა გიორგის ეკლსია, წამებულის ეკლესია, გალავნის და ნაგებობების ნაშთები.
წმინდა გიორგის ეკლესია
რედაქტირებაწმინდა გიორგის ეკლესია დარბაზეულია (10 x 5,7 მ) განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ადგილობრივი მოსახლეობას XX საუკუნუის ბოლოს შეუკეთებია. ეკლესია ნაგებია რიყის ქვითა და კირის ხსნარით. გარეთა ხეების წყობაში გამოყენებულია შირიმიცი გვიანდ, შეკეთების დროს აგური უხმარიათ. შესასვლელ სამხრეთიდანაა. აღმმოსავლეთ ნახევარწრიული აფსიდია, რომელშიც სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ჩრდილოეთით ერთი, ხოლო სამხრეთით ორი ოთხკუთხა ნიშაა, სარკმლის ქვემოთ, კედელზე მიდგმულია ქვის ტრაპეზი. აფსიდი გადახურულია კონქით.კონქის თაღი ნახევარწრიულია. იგი შირიმითაა ნაწყობი და თაროსებრ იმპოსტებს ეყრდნობა. მსგავს იმპოსტებზეა დაყრდნობილი კამარის საბჯენი თაღიც. მის ქვეშ აღმართულია კამარის შესამაგრებელი მასიური ოთხწახნაგა სვეტი. აფსიდიის იატაკი დარბაზის იატაკზე ორი საფეხურით მაღალია და შუაში ამბიონი ჰქონია მოწყობილი. ამბიონის წყობაში ჩატანებულ ქვაზე, დაბალი რელიეფით გამოსახულია ჯვრის სამსაფეხურიანი კვარცხლბეკი, რომელიც წიწვისებრი ნახატითაა გაფორმებული. დარბაზის ჩრდილოეთით კედლის აღმოსავლეთ ბოლოში შემორჩენილია ჩამოსაჯდომი საფეხური სამხრეთ კედელში ვიწრო თაღოვანი სარკმელი და ერთი პატარა ოთხკუთხა ნიშაა. ერთი თაღოვანი სარკმელი დასავლეთ კედელშიცაა გარედან სამხრეთ კედელს საფეხური გასდევს დასავლეთ ფრონტზე აგურის წყობით ჯვარია გამოსახული. (გვიანდელია). ლავაგანდი საფეხურიანია გამოყვანილია ჩვეულებრივად ნაწყობი აგურის სამი რიგით.
წამებულის ეკლესია
რედაქტირებაწამებულის ეკლესია, დგას წმინდ აგიორგის ეკლესიის აღმოსავლეთით 5-6 მ-ზე ეკლესია დარბაზულია (6,8 x 3,4 მ) ნაგებია რიყის ქვის ლოდებით და შირიმის ქვის კვადრებით დანგრეულია: შემორჩენილია აღმოსავლეთით (სიმ.3 მ), ჩრდილოეთი და დასავლეთ კედლების (სიმ 0,5 მ) ნაწილები. ეკლესიის შიგნით ბზის ხეებია ამოსული. შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონია (შემორჩენილია წირთხლის მცირე ნაწილი). ეკლესია აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით (შემორჩენილია ჩრდეთ გვერდი ერთი პატარა სწორკუთხა ნაშთით და კონქის ქუსლის მცირე ნაწილით) ძეგლის ახლოს აკლდამები და ქვის სამარხებია.
ლიტერატურა
რედაქტირება- გიორგობიანი კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 223.