წუქეთი, წახური — მხარე შუა საუკუნეების საქართველოში V-XVII საუკუნეებში.

V საუკუნეში წუქეთი იყო იბერიის სამეფოში შემავალი ფეოდალური ერთეული, რომელსაც სათავეში მთავარი ედგა. VIII საუკუნის შუახანებში წუქეთის მთავრის იურისდიქცია ვრცელდებოდა თუშეთსა და ხუნძახზე. VIII-IX საუკუნეებში წუქეთი ჯერ ჰერეთის სამთავროს, შემდგომში კი ჰერეთის სამეფოს ერთ-ერთი საერისთავო იყო. ცალკე ადმინისტრაციული სტატუსი ჰქონდა მას შემდგომ საუკუნეებშიც.

XVI საუკუნეში სამოურავოდ იქცა. 1604 წელს სპარსეთის შაჰმა აბას I-მა კახეთის მეფე კონსტანტინე I-ს გამოსთხოვა საჩუქრად. ეს ტერიტორია შაჰმა საგამგებლოდ წახურელ ალიბეგს უწყალობა, სულთნობა უბოძა და თავისი მფარველობის ქვეშ გამოაცხადა. ერთი მოსაზრებით ალიბეგი იყო ისლამმიღებული ქართველი თავადი ვახვახიშვილი. ელისუს სასულთნოს სულთანთა ხელისუფლება ფაქტობრივად კახეთის სამეფოში შემავალი წუქეთის მოურავების ხელისუფლების გაგრძელება იყო. ამით კახეთს აღმოსავლეთის კედელი მოერღვა და ელისუს სასულთნო გახდა კახეთისა და ქართლის წინააღმდეგ ლაშქრობების ფორპოსტი.

ისტორიული ძეგლები

რედაქტირება

ისტორიული წუქეთის ტერიტორიაზე შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები: ყუმის ტაძარის (VIII ს.) და ლექეთის ტეტრაკონქი (VIII-IX სს.).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • პაპუაშვილი თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 351.
  • პაპუაშვილი თ., ჰერეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1970;