ყუმის ტაძარი
ყუმის წმინდა ღვთისმშობლის ეკლესია (აზერ. Qum məbədi) — VI საუკუნის ბაზილიკური ტაძარი ჰერეთში. მდებარეობს დღევანდელი აზერბაიჯანის კახის რაიონში.
ყუმის ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°27′30″ ჩ. გ. 46°54′40″ ა. გ. / 41.45833° ჩ. გ. 46.91111° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
სასულიერო სტატუსი | უმოქმედო |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
დეტალები
| |
ტაძრის გეგმა |
ძეგლის აღწერა
რედაქტირებაყუმის ტაძარი სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენს (36,5х19,3 მ), რომელიც გეგმის კომპოზიციითა და სივრცობრივ-ხუროთმოძღვრულ ბაზილიკურ ფორმით ენათესავება ბოლნისისა და ვაზისუბნის ტაძრებს. შეიძლება ითქვას, რომ ყუმის ტაძრის გეგმა ზემოთხსენებული ტაძრების გეგმის კომპოზიციების განმეორებას წარმოადგენს.
ძეგლის შესახებ პირველი ცნობები სამეცნიერო ლიტერატურაში გამოქვეყნებულია ა. ხახანაშვილის მიერ 1895 წელს. აღნიშნული ძეგლის მეცნიერულ შესწავლას ხელი მოჰკიდა არქიტექტორმა პ. ბარანოვსკიმ, რომელმაც პირველად აწარმოა ყუმის ტაძრის არასრული, დაუმთავრებელი არქეოლოგიური გათხრები 1940 წელს.
ყუმის ტაძარზე ყოფილა ასომთავრული ქართული წარწერები, მაგრამ ამჟამად წარწერებიანი ქვები ყველა დაკარგულია და სადღეისოდ ამ ძეგლის შესახებ ადგილზე არავითარი ეპიგრაფიკული სახის ნიშნები ჯერჯერობით არ მოგვეპოვება.
1946 წ. არქიტექტორ პ. ბარანოვსკის მოწვევით, ქართველმა მეცნიერმა აკადემიკოსმა გ. ჩუბინაშვილმა ადგილზე დაათვალიერა, ეს ძეგლი. მისი აზრით ყუმის ბაზილიკის ფორმა, გეგმის კომპოზიცია, ტრომპების გამოყენება და მრგვალი მოხაზულობის აგურის ბურჯების ამოყვანა, თავისთავად არ ეწინააღმდეგება, რომ ყუმის ტაძარი მივაკუთვნოთ VI-VII საუკუნეებს.
ფოტო გალერეა
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- გ. მარჯანიშვილი, ჰერეთი, თბ., 2005
- ზ. ედილი, საინგილო, თბ., 1947
- გ. მარჯანიშვილი, ორი ნაკლებად ცნობილი ძეგლი ისტორიული ჰერეთიდან, ძეგლის მეგობარი,1984, კრ. 67
- „ი. ადამია, ძველი ჰერეთის ხუროთმოძღვრული ძეგლები“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 19 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1969 წელი. — გვ. 47-50