წოვათუშები

(გადამისამართდა გვერდიდან წოვა-თუშები)

წოვათუშები, შემოკლებით წოვები, ანუ ბაცბები — ქართული ეროვნული ცნობიერების მქონე სუბეთნოსი (დაახლოებით 3 ათასი კაცი). ისტორიულად სახლობდნენ თუშეთის ტერიტორიაზე. მოგვიანო პერიოდში თუშების მსგავსად მოხდა მათი ბარში, ალვანში ჩამოსახლება. წოვათუშები ბილინგვები არიან და საუბრობენ როგორც ქართულად, ასევე ნახური ქვეჯგუფის წოვათუშურ (ბაცბურ) ენაზე.

ბაცბები

ორთოგრაფია

რედაქტირება

ამ ეთნონიმის სწორი დაწერილობა არის „წოვათუში“, „წოვათუშები“ (დეფისის გარეშე), თუმცა სამეცნიერო ლიტერატურაში, მათ შორის ქსე-ში, ხშირად ვხვდებით მის არასწორ დაწერილობასაც — „წოვა-თუში“, „წოვა-თუშები“.

წოვათუშები ბილინგვუალები არიან. საუბრობენ ქართულად და წოვათუშურად (ბაცბურად), რომელიც ინგუშურის მონათესავე ენაა და ნახურ ენათა ჯგუფში შედის.

განსახლება

რედაქტირება

წოვები (ისევე როგორც, ნაწილობრივ, პირიქითა თუშები) მომთაბარე ცხოვრების წესს მისდევდნენ, რამდენადაც ოდითგანვე მათ სამეურნეო საქმიანობას წარმოადგენდა მეცხვარეობა. ამ ფაქტორმა განაპირობა, რომ წოვათუშების სოფლები გაშენებულია როგორც მთაში, ისე — ბარში:

ლიტერატურა

რედაქტირება
  • თოფჩიშვილი რ., წოვა-თუშები. საქართველოს ეთნოგრაფია /ეთნოლოგია / ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლ. ინ-ტი. თბ., 2010, გვ.154-162
  • ნიჟარაძე ბ. ისტორიულ–ეთნოგრაფიული სტატიები. ტომი 1. თბ., 1962
  • ბუქურაული ივ. თუშური ლექსები.მოამბე. №3. ტფილისი, 1895
  • Шавхелишвили А. Тушины. Тбилиси, 2001
  • Цискаришвили Ив. Записки о Тушети. Кавказ. 1848. №7, 1848

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • ბელა შავხელიშვილი, წოვა-თუშები ქართულ სოციოკულტურულ სამყაროში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის რეცენზირებადი ელექტრონული ბილინგვური სამეცნიერო ჟურნალი "სპეკალი", №4