ივანე ბუქურაული
ივანე ბუქურაული (დ. 16 აპრილი, 1869, ზემო ალვანი — გ. 23 მარტი, 1943) ― ქართველი ეთნოგრაფი, ფოლკლორისტი, მწერალი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაჟურნალ–გაზეთებში „ივერიაში“, „კვალში“, „მოამბესა“ და „აკაკის კრებულში“ აქვეყნებდა ქართული ზეპირსიტყვიერების მასალებს (თუშურს, იშვიათად ხევსურულს). კრებულ „ძველ საქართველოში“ გამოაქვეყნა 1895–1902 წლებში ქართულ პერიოდიკაში დაბეჭდილი თუშური ლექსები და მათი ვარიანტები, დაურთო კომენტარები და ლექსიკონი. ავტორია ნარკვევებისა: „თუშების თქმულებანი მეფე ერეკლე მეორის შესახებ“ („ივერია" 1895 წელი), „ლაშარის ჯვარი და თამარ დედოფალი“ („მოამბე“ 1898 წელი), „დაღესტნის სამი იმამი“. ხალხურ გადმოცემებზე დაყრდნობით დაწერა მოთხრობები: „ზურაბის კოშკი“ და „მუცალხანი“.
დაკრძალულია ზემო ალვანში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 510.