წითელი ჰიგროციბე (ლათ. Hygrocybe coccinea) — ჰიგროციბეს გვარის სოკო ჰიგროფორუსისებრთა ოჯახისა.

წითელი ჰიგროციბე

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Hygrocybe coccinea (Schaeff) P. Kumm. 1871

დაბალი ხარისხის საჭმელი სოკოა. გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყლებში — ევროპა, აზია და ჩრდილოეთ ამერიკა. იზრდება როგორც წიწვოვან, ასევე ფოთლოვან ტყეებში, ზაფხულ-შემოდგომით.

სოკო პირველად აღწერა გერმანელმა ბუნებისმეტყველმა იაკობ კრისტიან შეფერმა 1774 წელს როგორც Agaricus coccineus.

ქუდის დიამეტრი 2-5 სმ-მდე აღწევს, თავდაპირველად კონუსისებური ან ნახევარსფეროსებრია, შემდგომში ამოზნექილი და ბრტყელი, გლუვი, ნოტიო ან ოდნავ სრიალა.

რბილობი — მყიფე, წითელი ან წითელ-ნარინჯისფერი, ჰაერზე ფერს არ იცვლის.

ჰიმენოფორი ფირფიტოვანი, ფორფიტები ფეხთან შეზრდილი და კბილით დაღმავალი,[1] მსხვილი, ახალგაზრდობაში ღია ყვიათელი ან ყვითელ-ნარინჯისფერი, შემდგომში წითელი.

ფეხის სიგრძე 2-7 სმ, სისქე — 0,3-0,8 სმ, ქუდისფერი ან შედარებით ნარინჯისფერი, ცილინდრული, ხშირად მოხრილი. საყელოს გარეშე.

სპორების ფხვნილი თეთრი ფერის. სპორები 7-11×4-5,5 მკმ, ელიფსისებრი, გლუვი.

გავრცელება და ეკოლოგია

რედაქტირება

გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყლებში — ევროპა, აზია და ჩრდილოეთ ამერიკა.

იზრდება როგორც წესი, ჯგუფებად, ნიადაგზე, მდელოებზე, ფოთლოვან და წიწვოვან ტყეებში.

იგი შესულია გადაშენების პირას მყოფი სახეობების სიაში პოლონეთში, ბელგიაში, შვეიცარიაში, გერმანიასა და ნიდერლანდებში.[2]

სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე.

სამეცნიერო სინონიმები

რედაქტირება
  • Agaricus aurantiocrocatus var. minor Schumach. 1803
  • Agaricus coccineus Schaeff. 1774
  • Agaricus coccineus Scop. 1772basionym
  • Agaricus flavominiatus Berk. 1852
  • Agaricus miniatus Batsch 1783, nom. illeg.
  • Agaricus phoeniceus Fr. 1838
  • Agaricus phoeniceus V. Brig. 1837, nom. illeg.
  • Agaricus punicans Britzelm. 1893
  • Agaricus punicellus Fr. 1874
  • Agaricus scopolii Lasch 1829, nom. illeg.
  • Hygrophorus coccineus (Scop.) Fr. 1836
  • Mycena punicans (Britzelm.) Sacc. 1887
  • Mycena punicella (Fr.) Sacc. 1887, nom. illeg.
  • Pseudohygrocybe coccinea (Scop.) Kovalenko 1988
  • Tricholoma phoeniceum (Fr.) {Singer 1943, nom. illeg.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Jordan M.. The Encyclopedia of Fungi of Britain and Europe, გვ. 132. ISBN 0711223785. 
  • McKnight, Kent H., McKnight, Vera B., Peterson, Roger T. (1992). A Field Guide to Mushrooms: North America. Houghton Mifflin Harcourt, გვ. 198. ISBN 0395910900. 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 89, ISBN 99940-856-1-1.
  2. Wojewoda Władysław. Checklist of Polish Larger Basidiomycetes. Krytyczna lista wielkoowocnikowych grzybów podstawkowych Polski. Kraków: W. Szafer Institute of Botany, Polish Academy of Sciences. ISBN 83-89648-09-1.