„წიგნების თარო“ — სატელევიზიო ფორმატის ორიგინალური ქართული თამაში, რომლის თემატიკას ლიტერატურასთან ერთად სხვადასხვა შემეცნებითი სფერო წარმოადგენს. შოუ გრძელდება ერთი სატელევიზიო სეზონის განმავლობაში, ოლიმპიური სისტემით.

წიგნების თარო
ჟანრი ლიტერატურული
ავტორი ნინო კელაურიძე
სცენარი ანა ჯაფარიძე, თორნიკე კობალაძე, ლუკა ლომსაძე, ნიკა ვარდიაშვილი, ალექსანდრე გუნია, ანა მოლოდინი, დათა კუპატაძე
რეჟისორი მაკა როსტიაშვილი
წამყვანი

ალექსანდრე ლორთქიფანიძე

მარიამ ნიჟარაძე (საახალწლო თამაში)
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ენა ქართული
სეზონი 14 (მიმდინარე) სასკოლო, 11 სტუდენტური
წარმოება
პროდიუსერ(ებ)ი მარიამ ნიჟარაძე, ანანო ბურდულაძე
მონტაჟი ნიკა ქავთარაძე, გურამ ჯიჯეიშვილი
ხანგრძლივობა 40-45 წუთი
ეთერი
ორიგინალური არხი საქართველოს პირველი არხი
პირველად ეთერში 16 იანვარი, 2016
საიტი

პირველი ფორმატი 2015 წელს შეიქმნა და 2016 წლის 16 იანვარს საქართველოს პირველი არხის ეთერში ჩაეშვა. ამჟამად (2024 წელს) ეთერი უკვე 14 სასკოლოსა და 11 სტუდენტურ სეზონს მოიცავს.

შოუს გამარჯვებული გუნდი დიდ ბრიტანეთში, კემბრიჯის საზაფხულო სკოლაში მიემგზავრება. მეოთხე სეზონიდან კი გამარჯვებულ გუნდთან ერთად კემბრიჯში ხალხის რჩეული მონაწილეც მიდის, რომელსაც მაყურებელი ავლენს.

ფორმატი რედაქტირება

მონაწილეები ერთმანეთს ლიტერატურასთან და სხვა სფეროებთან დაკავშირებული კითხვების გამოცნობაში ეჯიბრებიან. სასკოლო სეზონში 32 რჩეული სკოლის გუნდი მონაწილეობს. თითოეულ გუნდში სამი, მე-10, მე-11, ან მე-12 კლასის მოსწავლეა. სასკოლო სეზონების პარალელურად მიმდინარეობს სტუდენტური სეზონებიც, რომელში მონაწილეობის  მიღება ნებისმიერი უნივერსიტეტის ბალაკავრიატის საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ. სტუდენტურ სეზონში 16 გუნდი მონაწილეობს.

პირველი ეტაპი რედაქტირება

პირველ ეტაპზე გუნდები 9 ლიტერატურულ რაუნდს თამაშობენ. კითხვის დასმისთანავე გაცემული თითოეული სწორი პასუხი 3 ქულით ფასდება, დამატებითი დროის (30 წამის) განმავლობაში გამოცნობის შემთხვევაში - 2 ქულით, ხოლო თუ ამის შემდეგ პასუხის გასაცემად წამყვანის მინიშნება გახდა საჭირო, სწორი პასუხი 1 ქულით შეფასდება.

მეორე ეტაპი რედაქტირება

მეორე ეტაპი წარმოადგენს ქართულ რაუნდებს: ისტორიას, გეოგრაფიას და კულტურას. მოთამაშეები გუნდურად თამაშობენ და ცდილობენ საქართველოს შესახებ დასმული კითხვების გამოცნობას შესაბამისი სფეროებიდან. თითოეული სწორი პასუხი 2 ქულით ფასდება.

მესამე ეტაპი რედაქტირება

მესამე ეტაპი შედგება სამი ზოგადი რაუნდისგან, სადაც მოთამაშეები ინდივიდუალურად ეჯიბრებიან ერთმანეთს ხელოვნებაში, მეცნიერებასა და სპორტში. კითხვის დასმისთანავე გაცემული სწორი პასუხი ფასდება 2 ქულით, დამატებითი დრო და წამყვანის მინიშნება ამ ეტაპზე არ მოქმედებს.

მეოთხე ეტაპი რედაქტირება

მეოთხე ეტაპით თამაშს ასრულებს ბლიც-ტური. ბლიცში მხოლოდ ერთი მოსწავლე მონაწილეობს, რომელსაც გუნდი თავად ირჩევს. მისი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტ კითხვას უპასუხოს ერთი წუთის განმავლობაში. თითოეული სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით.

გამარჯვებულია ის გუნდი, რომელიც ჯამურად მეტ ქულას დააგროვებს.

„წიგნების თაროს“ სხვა პროექტები რედაქტირება

2017 წელს „წიგნების თარომ“ წამოიწყო ლიტერატურული პროექტი, რომლის მეშვეობითაც გამოვლინდა 21-ე საუკუნის მოსწავლეების საყვარელი ქართული წიგნი.[1]

„წიგნების თაროს“ ორგანიზებით, პროექტის გუნდის წევრები ხშირად ატარებენ ლექციებს სხვადასხვა თემაზე, როგორც თბილისში, ისე საქართველოს რეგიონებში.

2019 წლის 11 მაისს „წიგნების თარომ“ დააარსა წიგნების კითხვის ფესტივალი — პერმანენტული ღონისძიება, რომელიც უკვე ორჯერ გაიმართა, თბილისსა და ბათუმში.

2020 წლიდან "წიგნების თარომ" წამოიწყო ახალგაზრდული კონფერენციების ციკლი "საოცარი ახალი სამყარო" - საინტერესო და ინოვაციური ფორუმი მომავლის მოლოდინებისა და პერსპექტივების შესახებ, რომლის ფარგლებშიც გამოცდილი პროფესიონალებისა და ახალგაზრდების მოხსენებების მოსმენაა შესაძლებელი.

ამავე წლიდან მსოფლიო პანდემიის პირობებში "წიგნების თაროს ონლაინ სკოლა" დაარსდა, რომელმაც კარანტინის პერიოდში დაწყებითი კლასების ათასობით მოსწავლეს მრავალფეროვანი გაკვეთილები შესთავაზა.

2023 წლის 10 ივნისიდან "წიგნების თარომ" დაიწყო სამოყვარულო ჩემპიონატი, რომელმაც იმავე წლის 7 ოქტომბერს რეგულარული ჩემპიონატის სახე მიიღო. თამაშები თვეში ერთხელ იმართება და მასში მონაწილეობა სამი მონაწილისგან შემდგარ გუნდებს შეუძლიათ. გუნდი შეიძლება მოიცავდეს ნებისმიერ მსურველს, განურჩევლად ასაკისა, სასწავლებლისა, სამუშაო ადგილისა, სქესისა, რასისა, ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური ორიენტაციისა და ა.შ.

სამოყვარულო "წიგნების თაროს" თამაშისას გუნდები ერთ სივრცეში განლაგდებიან, კითხვებზე პასუხებს კი მათთვის დარიგებულ ფურცლებზე წერენ. ფურცლებს ასისტენტები აგროვებენ. თუ გუნდი პასუხის ფურცელს კითხვის დასმიდან 10 წამში ჩააბარებს - 3 ქულას მიიღებს, დამატებითი მინიშნებიდან 10 წამში - 1 ქულას. სულ თამაშდება 3 სრული პაკეტი, ანუ 39 კითხვა (შეკითხვების პაკეტი არ მოიცავს სატელევიზიო ფორმატის თამაშში შემავალ ორ რაუნდს - ვიდეოშეკითხვას და ეკრანიზაციას) და 2 თხუთმეტკითხვიანი ბლიცი. პაკეტებს შორის ცხადდება ბლიც-ტური, თითოეული გუნდიდან მაგიდასთან დარჩება თითო მოთამაშე, რომელსაც ექნება ბლიცის შესავსები ანკეტა. წამყვანი გაუჩერებლად კითხულობს 15 კითხვას, რის შემდეგაც 10 წამის განმავლობაში მოთამაშეები აბარებენ ანკეტებს. მათი მიზანია ბლიც-კითხვების პასუხები ანკეტაში შეიყვანონ. სწორი პასუხი - 1 ქულა, არასწორი პასუხი მინუსად არ ითვლება. როგორც ტურის, ისე ჩემპიონატის პრიზიორები ჩემპიონატის სპონსორებისგან სხვადასხვა პრიზით ჯილდოვდებიან.[2][3][4]

სეზონები რედაქტირება

[5]სასკოლო სეზონები რედაქტირება

სეზონი წელი გამარჯვებული სკოლა ანგარიში ფინალისტი სკოლა ხალხის რჩეული ფინალისტი მოთამაშეები
I 2016 თბილისის ილია ვეკუას 42-ე საჯარო სკოლა 22-15 ბათუმის სკოლა "ევრო-2000" N/A ვეკუა:

ანასტასია კვინიკაძე; ქეთევან არაბული; თამარ მესხია; ევრო-2000: გიორგი კვანტალიანი; მარიამ ოსიტაშვილი; ტატო ჭიაბერაშვილი;

II 2016-2017 ქუთაისის ანდრია რაზმაძის 41-ე საჯარო სკოლა 31-30 თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა N/A რაზმაძე:

ბექა მარგველაშვილი; ლუკა უშვერიძე; ბექა იობიძე; ექსპერიმენტული: სანდრო მეტრეველი; თორნიკე კობალაძე; ანი სეთურიძე;

III 2017 თბილისის კომაროვის 199-ე საჯარო სკოლა 42-33 თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა N/A კომაროვი:

მარიამ კვირკვაია; ანი ჯანელიძე; გიგი გიორგაძე; ექსპერიმენტული: თიკო ბაბლიძე; თორნიკე კობალაძე; ანი სეთურიძე;

IV 2018 თბილისის კომაროვის 199-ე საჯარო სკოლა 47-33 თბილისის ილია ვეკუას 42-ე საჯარო სკოლა ლაშა მაჭარაშვილი კომაროვი:

ლევან შაყულაშვილი; გიორგი ქიტუაშვილი; ანა დავითაშვილი; ვეკუა: ნიკუშა სოხაძე; ზურა ჯაში; მარი წამალაშვილი;

V 2018-2019 თბილისის 32-ე საჯარო სკოლა 41-39 თბილისის კომაროვის 199-ე საჯარო სკოლა გიორგი საყვარელიძე 32-ე:

ლუკა გომარელი; დათა კუპატაძე; თათა გრძელიშვილი; კომაროვი: გიორგი პაპულაშვილი; მარიამ ტყეშელაძე; თამარ კორკოტაშვილი; 

VI 2019 რუსთავის მე-11 საჯარო სკოლა 37-36 ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა ანა ჯაფარიძე რუსთავის მე-11:

ნინი ჩარკვიანი; ნატალი ჩარკვიანი; მარიამ ზურაბიშვილი; ქართულ-ამერიკული: დაჩი აბულაძე; თამარ ბასიაშვილი; ლევან აბაშიძე;

VII 2019 თბილისის ილია ვეკუას 42-ე საჯარო სკოლა 36-26 თბილისის 141-ე საჯარო სკოლა გუგუა გოგოსაშვილი ვეკუა:

გიორგი მეფარიშვილი; ალექსანდრე გუნია; თამარ კარიჭაშვილი; 141-ე: ნინი მაღრაძე; მარიამ კუპრაძე; ქეთევან შარაშენიძე;

VIII 2020 თბილისის კომაროვის 199-ე საჯარო სკოლა 47-33 შუმანის ევროპული სასწავლებელი სოსო ჩინჩალაძე კომაროვი:

გიორგი უგულავა; ოთო ირემაძე; დავით მოდებაძე; შუმანი: ნეკა ნათელაშვილი; ნატალი მთავრიშვილი; ტასო მხეიძე;

IX 2020-2021 თბილისის 52-ე საჯარო სკოლა 38-33 თბილისის ილია ვეკუას 42-ე საჯარო სკოლა მურო ექიზაშვილი 52-ე:

კესო სიდამონიძე; აკაკი ელიაშვილი; მარიამ სვანიძე; ვეკუა: თინანო ლაგვილავა; ანა მოლოდინი; თორნიკე კუკულაშვილი;

X 2021 სამტრედიის მე-2 საჯარო სკოლა 43-40 ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა ანა მოლოდინი სამტრედიის მე-2:

თამთა კეკელიძე; საბა ართქმელაძე; თემო გერაძე; ქართულ-ამერიკული: მარიამ ქათამაშვილი; გიორგი ხაინდრავა; ლუკა ზვიადაური;

XI 2021-2022 თბილისის 39-ე საჯარო სკოლა 39-34 ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა ერეკლე ჯოხაძე 39-ე:

ანა ღურწკაია; ელენე ფანჩულიძე; ქეთი ფანჩულიძე; ქართულ-ამერიკული: გიორგი ხაინდრავა; ლუკა ზვიადაური; მარიტა დათიაშვილი;

XII 2022 თბილისის 117-ე საჯარო სკოლა 36-34 თბილისის ილია ვეკუას 42-ე საჯარო სკოლა თევდორე ყარაგვეზაშვილი 117-ე:

ნინო ხატისაშვილი; ანდრია ბეჭვაია; ანა ქარჩავა; ვეკუა: ლევან ხვედელიძე; ალექს სიდამონიძე; ალექსანდრე დავითაშვილი;

XIII 2023 ქუთაისის რაზმაძის სახელობის 41-ე სკოლა 47-40 ზუგდიდის მეორე სკოლა დაჩი შინჯიკაშვილი რაზმაძე:

გიორგი ჯუღელი; ლუკა ლიკლიკაძე; მათე გიორბელაძე; ზუგდიდის მეორე: თიკო ნარმანია; საბა ჩარგაზია; სალომე ნარმანია;

[6]სტუდენტური სეზონები რედაქტირება

სეზონი წელი გამარჯვებული გუნდი ანგარიში ფინალისტი გუნდი ფინალისტი მოთამაშეები
I 2016 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 21-17 GIPA ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი:

ზურაბ აბაშიძე; თემუკა ზოიძე; ელენა ქერდიყოშვილი; GIPA: ილია შათირიშვილი; ნატუკა ლომაძე; რუსა ნიკოლაიშვილი;

II 2019 „აველუმი“ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) 38-34 „ფრანკენშტეინი“ (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი) "აველუმი":

დავით ჭკადუა; დემე ქარდავა; იაკობ მახარაძე; "ფრანკენშტეინი": დავით კვარაცხელია; ცოტნე გვასალია; ბესო დავითაშვილი;

III 2019 „ოზიმანდიასი“ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) 47-31 „გოლკონდა“ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) "ოზიმანდიასი":

მამუკა კიღურაძე; ლევან თეთრაული; ლუკა ლომსაძე; "გოლკონდა": გიორგი ანდრონიკაშვილი; შანშე ქენქაძე; თორნიკე ჩოგოვაძე;

IV 2020 „შავი მამბა“ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) 37-34 „ექსელი“ (თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი) "შავი მამბა":

გიორგი მერკვილიშვილი; ლაშა საცერაძე; თორნიკე ჩოგოვაძე; "ექსელი" ნიკა გურასპიშვილი; ცისია ხაჩიძე; გიორგი ვარაზაშვილი;

V 2021 „ექსელი“ (თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი) 44-42 „ანკალაგონი“ (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი) "ექსელი"

ნიკა გურასპიშვილი; ცისია ხაჩიძე; გიორგი ვარაზაშვილი; "ანკალაგონი" ეთუნა კაცაძე; ონისე ხუციშვილი; ლადი სამადაშვილი;

VI 2021 „ანკალაგონი“ (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი) 44-37 „ანიმუსი“ (თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი) "ანკალაგონი"

ეთუნა კაცაძე; ონისე ხუციშვილი; ლადი სამადაშვილი; "ანიმუსი": ბექა გიოშვილი; თედო მენაბდე; ალექსანდრე ძიმისტარიშვილი;

VII 2022 „ართანა“ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) 39-36 „მნემოსინე“ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) "ართანა":

გოგა გუგავა; თაკო წულაია; მარიამ ბარბაქაძე; "მნემოსინე": სანდრო მიქელაშვილი; ხატია წურწუმია; თანანო გურგენიძე;

VIII 2022 „აკრონი“ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) 40-19 „მონსტრების კორპორაცია“ (საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი) "აკრონი":

დავით ცააძე; დავით ქანთარია; ნიკა დევდარიანი; "მონსტრების კორპორაცია": გიორგი ქენქაძე; ცოტნე მამალაძე; გოგა მამულაშვილი;

IX 2023 "რადიატორ სპრინგსი" (საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი) 42-38 "კარიატიდა" (კავკასიის უნივერსიტეტი) "რადიატორ სპრინგსი":

გოგა მამულაშვილი; ცოტნე მამალაძე; გიორგი ქენქაძე; "კარიატიდა": ლუკა მირგატია; მარიამ ჯანუაშვილი; მარიამ ქურციკიძე"

X 2023 "ჯუმპა" (ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი) 43-38 "328 ფრანკი" (კავკასიის უნივერსიტეტი) "ჯუმპა":

ნიკა რუსიშვილი; გეგა ხაჩიძე; დაჩი ჩადუნელი; "328 ფრანკი": მარი პაპაშვილი; მიშო ლაგვილავა; ნინი კიკვაძე;

XI 2023-

2024

"ჰაგაკურე" (თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი) 44-43 "ეიაფიალაიოკული" (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) "ჰაგაკურე":

ნინი დვალი; თამარ გელაშვილი; საბა გელაშვილი; "ეიაფიალაიოკული": ალექს სიდამონიძე; გიორგი სანიკიძე; სანდრო ქართველიშვილი;

სპეციალური გადაცემები რედაქტირება

გადაცემის თარიღი თამაში პირველი გუნდი ანგარიში მეორე გუნდი
30 აპრილი, 2016 "ბონუს თამაში! ბლოგერების ორი გუნდი ერთმანეთის წინააღმდეგ" ლევან ჭყონია

ლუკა ფადიურაშვილი ანრი შენგელია

23-26 დავით ჭკადუა

გიორგი მაჭარაშვილი მარიამ სისაური

31 დეკემბერი, 2016 „მსახიობები vs. მწერლები“ ამირან ქაჩიბაია

ნინუცა მაყაშვილი

გიორგი გიორგანაშვილი

9-9 პაატა შამუგია

სალომე ბენიძე

Toresa Mossy

11 თებერვალი, 2017 "ბლოგერების თამაში!" გივი აბაშვილი

ლანა ლაკირბაია ლუკა ბერაია

25-15 გაბრიელ ხურციძე

დავით ჭკადუა თამარ ხუჯაძე

8 ივლისი, 2017 "ტრადიციად ქცეული ბონუს თამაში!" ლუკა ჭყოიძე

გიორგი მერკვილიშვილი იკო გეჯაძე

27-20 ნინო კეკენაძე

სანდრო მეტრეველი ლუკა გომარელი

7 ივლისი, 2018 "ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულების ბონუს თამაში" ნატალია მათურელი

ნონა ბუჟღულაშვილი ანი დიდიშვილი

33-21 ლაზარე ერქომაიშვილი

თეკლა გოცაძე ილია ჭანტურია

29 დეკემბერი, 2018 "მეხუთე სეზონის ბონუს თამაში!" ლუკა ჭყოიძე


ალექსანდრე გუნია

თამუნა ჯინჭველეიშვილი

35-26 ლიკა ლომთაძე

გიორგი საჩეჩელაშვილი ანა ტეფნაძე

26 მაისი, 2019 „საქართველოს დამოუკიდებლობის დღე“ იაკო ჭილაია

თათია დოლიძე

ბექა ადამაშვილი

14-16 დათო გორგილაძე

ელენე კალანდაძე

გიორგი ჯანელიძე

12 ოქტომბერი, 2019 „ჩემპიონების თამაში“ თათა გრძელიშვილი

დათა კუპატაძე

ლუკა გომარელი

40-39 ნინი ჩარკვიანი

ნატა ჩარკვიანი

ანა ჯაფარიძე

2 იანვარი, 2020 „საახალწლო თამაში“ გიორგი გვიმრაძე

ნინო ვარდოსანიძე

ლუკა ჭოჭუა

10-23 დათო ევგენიძე

ნინუცა კახნიაური

ვასილ მაღლაფერიძე

30 დეკემბერი, 2020 „ელფები“ VS „ჰობიტები“ ანდრია კობალაძე

ნინია სხირტლაძე

ლუკა კალანდარიშვილი

15-29 გაბრიელ კალანდაძე

ბარბარე წაქაძე

ალექსანდრე ქანთარია

31 დეკემბერი,

2021

რა? სად? როდის? VS წიგნების თარო ნიკოლოზ აგლაძე


გიორგი ბაქრაძე

ანი მარდალეიშვილი

30-33 ალექსანდრე ლორთქიფანიძე

ანანო ბურდულაძე

ლევან თეთრაული

1 იანვარი,

2023

"საფეხბურთო ⚽🏆 #წიგნებისთარო!

„ვასკო და გამა“ VS „რონალდო“"

ლუკა ჭოჭუა

ნიკუშა ლობილაძე ტატო ბაციკაძე

33-24 გიორგი თვალაბეიშვილი

სანდრო რაჩკოვსკი გიორგი კალატოზი

31 დეკემბერი, 2023 "საახალწლო გადაცემა (სცენარისტების თამაში)" ნიკა ვარდიაშვილი

ანა ჯაფარიძე ალექსანდრე გუნია

53-58 თორნიკე კობალაძე

ანა მოლოდინი დათა კუპატაძე

მიღწევები რედაქტირება

 
ალექსანდრე ლორთქიფანიძე „წიგნის ქომაგი 2020-ის“ დაჯილდოებაზე

„წიგნების თაროს“ საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ ჯილდო, „წლის წიგნის ქომაგი“, 2020 წელს გადასცა.[7]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება