ბექა ადამაშვილი

ქართველი მწერალი, ჟურნალისტი, იუმორისტი და ბლოგერი.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ადამაშვილი.

ბექა ადამაშვილი (დ. 1990, თბილისი) — თანამედროვე ქართველი მწერალი, ჟურნალისტი, იუმორისტი და ბლოგერი. ცნობილი გახდა პირველივე სატირული რომანით – „ბესტსელერი“ (2014).

ბექა ადამაშვილი
დაბადების თარიღი 1990
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა მწერალი, ჟურნალისტი, იუმორისტი და ბლოგერი
მოქალაქეობა  საქართველო
ჟანრი სატირა და ფენტეზი
Magnum opus ბესტსელერი
საიტი doin.ge

ბიოგრაფია

რედაქტირება

ბექა ადამაშვილი დაიბადა თბილისში 1990 წელს. 2007 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა დაიწყო კავკასიის უნივერსიტეტის მედია სკოლის ჟურნალისტიკისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტზე. მისი ადრეული მოთხრობები იბეჭდებოდა სხვადასხვა პერიოდულ გამოცემასა და გაზეთში. ერთ–ერთი მოთხრობა, სახელწოდებით "წვიმის წვეთი" შევიდა ქიმიის სასკოლო სახელმძღვანელოში.

2009–დან 2013 წლამდე ბექა მუდმივად აქვეყნებდა სატირულ–იუმორისტულ სტატიებს საკუთარ ბლოგზე (www.doin.ge), ცხოვრებისეულ და სოციალურ თემებთან დაკავშირებით. მისი ბლოგები განსაკუთრებით პოპულარული იყო ახალგაზრდებში. როგორც ბლოგერმა, მან გაიმარჯვა მრავალ კონკურსში.

2013 წელს ბექა ადამაშვილმა მონაწილეობა მიიღო „შემოდგომის ლეგენდის“ ლიტერატურულ კონკურსში, სადაც დაწერილმა მოთხრობამ „XXVIII: წერტილი“, პირველი ჯილდოც მოუტანა.[1] მისი სხვადასხვა მოთხრობა გამოქვეყნდა ლიტერატურულ ჟურნალებში, მათ შორის „ცისკარში“ და „ანეულში“.

2014 წელს ბექამ დაწერა პირველი რომანი – „ბესტსელერი“, რომელიც მისი თქმით არის „სატირულ-პაროდიულ-დეტექტიურ-თავსატეხ-ფენტეზ-ფანტაზ-დაკიდევრაცგამოგვრჩა“ ჟანრის რომანი ლიტერატურაზე, ლიტერატურულ კლიშეებზე, ცნობილ მწერლებზე, არანაკლებ ცნობილ პერსონაჟებზე, და ყველაფერ იმაზე, რაც წიგნებში სასიამოვნო ემოციებს გიშლით, ან უბრალოდ - ნერვებს.

„ბესტსელერი“, რომელიც სატირაა ლიტერატურულ კლიშეებზე, მალევე გახდა პოპულარული ქართულ საზოგადოებაში და მოხვდა ისეთი ლიტერატურული პრემიების მოკლე სიაში, როგორებიცაა: „საბა“ და „წინანდლის პრემია“. ბექა ადამაშვილი დღესდღეობით სცენარისტად მუშაობს ცნობილ პოლიტიკურ–სატირულ შოუში სახელად „ვასიკო ოდიშვილის ყოველდღიური ამბები“.

2021 წელს ადამაშვილმა გადაცემა „მთავარ ჭკვიანში“ 50 000 ლარი მოიგო.[2]

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

ჯილდოები

რედაქტირება
  • 2013 — ლიტერატურული პრემია „შემოდგომის ლეგენდა“ მთავარი პრიზი სადებიუტო მოთხრობისთვის „XXVIII: წერტილი“[3].
  • 2019 — ევროკავშირის ლიტერატურული პრემია რომანისთვის „ამ რომანში ყველა კვდება“[4]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. https://www.tsu.ge/ge/mainnews/kHftNhVqgDKIEWrtW/?p=5[მკვდარი ბმული]
  2. „მთავარი ჭკვიანი — ბექა ადამაშვილმა 50 ათასი ლარი მოიგო“. mtavari.tv (ინგლისური). ციტირების თარიღი: 15 მაისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  3. XXVIII: წერტილი PDF ფაილი
  4. Winners of the 2019 EU Prize for Literature announced. PenNews. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 მაისი 2019. ციტირების თარიღი: 19 მარტი 2022.