მთავარი ჭკვიანი

ქართული ტელეგადაცემა მთავარი არხის ეთერში

მთავარი ჭკვიანი — ქართული ტელეგადაცემა მთავარი არხის ეთერში. ეთერში პირველად 2021 წელს გავიდა. გადაცემის წამყვანია ნიკა გვარამია. [1] გადაცემა არის ვიქტორინის ტიპის და თითოეულ შეკითხვას ერთვის 5 სავარაუდო პასუხი. იმ შემთხვევაში თუ მოთამაშე ყველა შეკითხვას სწორ პასუხს გასცემს ის 50 000 ლარს მოიგებს. 50 000 ლარს მოიგებს. პირველი მოთამაშე რომელმაც გადაცემაში 50 000 ლარის მოგება მოახერხა არის მწერალი ბექა ადამაშვილი. [2] [3]

მთავარი ჭკვიანი
წამყვანი ნიკა გვარამია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ენა ქართული
ეთერი
ორიგინალური არხი მთავარი არხი
პირველად ეთერში 1 იანვარი, 2021
რესურსები ინტერნეტში
საიტი

თამაშის ფორმატი

რედაქტირება

გადაცემა არის ვიქტორინის ტიპის და თითოეულ შეკითხვას ერთვის 5 სავარაუდო პასუხი. იმ შემთხვევაში თუ მოთამაშე ყველა შეკითხვას სწორ პასუხს გასცემს ის თამაშის პირველი ეტაპი (შეკითხვა #1-7) არის საქართველოს უნივერსიტეტის ზონა. ამ ეტაპზე მოგებულ თანხას მოთამაშე მიიღებს საქართველოს უნივერსიტეტისგან. სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში მოთამაშე იგებს შესაბამის თანხას და აგრძელებს თამაშს. არასწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში მოთამაშე სრულად კარგავს უკვე მოგებულ თანხას. ამ ეტაპზე მოთამაშეს აქვს უფლება, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს თამაში და მოითხოვოს უკვე მოგებული თანხა. მე-7 კითხვაზე სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში მოთამაშე იგებს 5000 ლარს. ეს არის გარანტირებული თანხა, რომელსაც მოთამაშე არ კარგავს მომდევნო კითხვებზე არასწორი პასუხის გაცემის შემთხვევაშიც კი. თამაშის მეორე ეტაპი შედგება 4 შეკითხვისგან (შეკითხვა #8-11). ამ ეტაპზე მოთამაშეს აღარ აქვს უფლება რომ შეწყვიტოს თამაში. მ თამაში გრძელდება მე-11 კითხვამდე და წყდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშე არასწორ პასუხს გასცემს რომელიმე მანამდე დასმულ შეკითხვას. #8-დან #11-ის ჩათვლით რომელიმე შეკითხვაზე არასწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში მოთამაშეს გადაეცემა პირველ ეტაპზე მოგებული გარანტირებული თანხა – 5000 ლარი. მე-11 შეკითხვაზე სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში მოთამაშე იგებს 10 000 ლარს და ეძლევა უფლება, შეწყვიტოს თამაში. ამის შემდეგ მას შეუძლია მიიღოს მოგებული 10 000 ლარი ან ითამაშოს ბოლო შეკითხვა 50 000 ლარისთვის. თამაშის მესამე ეტაპს წარმოადგენს ბოლო, მე-12 შეკითხვა. ამ შეკითხვაზე სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში მოთამაშე იგებს 50 000 ლარს. არასწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში საქართველოს უნივერსიტეტი მოთამაშეს გადასცემს პირველ ეტაპზე მოგებულ გარანტირებულ თანხას - 5000 ლარს. მესამე ეტაპზე მოთამაშეს აღარ აქვს დახმარების გამოყენების უფლება. მე-12 შეკითხვის დროს წამყვანი და სტუმარი გადიან სტუდიიდან და მოთამაშე მარტო რჩება. მოთამაშეს ეძლევა 100 წამი რათა მოიფიქროს პასუხი, ამის შემდეგ სტუდიაში წამყვანი და სტუმარი ბრუნდებიან. ამის შემდეგ წამყვანი აცხადებს სწორ პასუხს.

თავდაპირველი ფორმატი

რედაქტირება
1 100 ლარი
2 300 ლარი
3 500 ლარი
4 1000 ლარი
5 1500 ლარი
6 3000 ლარი
7 4000 ლარი
8 5000 ლარი
9 6000 ლარი
10 8000 ლარი
11 10 000 ლარი
12 50 000 ლარი

ამჟამინდელი ფორმატი

რედაქტირება
1 500 ლარი
2 1000 ლარი
3 1500 ლარი
4 2000 ლარი
5 2500 ლარი
6 3000 ლარი
7 5000 ლარი (გარანტირებული თანხა)
8 7000 ლარი
9 8000 ლარი
10 9000 ლარი
11 10 000 ლარი
12 20 000 ლარი
13 100 000 ლარი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება