დავით გორგილაძე (დ. 12 ნოემბერი, 1990) — ქართველი მწერალი, ჟურნალისტი, ტელეწამყვანი.

დავით გორგილაძე
დაბადების თარიღი 12 ნოემბერი, 1990 (1990-11-12) (33 წლის)
საქართველოს სსრ, სსრკ
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა მწერალი, ჟურანლისტი, ტელეწამყვანი
აქტიური 2011–დღემდე
მეუღლე(ები) ნინია მაჭარაშვილი[1]
შვილ(ებ)ი რემედიოსი (ქალიშვილი)[2]

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1990 წლის 12 ნოემბერს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულება. არის ამავე უნივერსიტეტის "მედიისა და ახალი ტექნოლოგიების“ მაგისტრი.

დავით გორგილაძე არის ქართული საგანმანათლებლო ინტერნეტგაზეთ mastsavlebeli.ge-ის ექსპერტ-ბლოგერი.

2018 წელს ინტელექტმა გამოსცა მისი მოთხრობების წიგნი ღმერთი სამსახურშია, რომელიც მალევე იქცა ბესტსელერად.

2021 წლის 22 მაისს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გავიდა მისი საავტორო გადაცემის, „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ პირველი ეპიზოდი. გადაცემის ბოლო ეპიზოდი ეთერში 2023 წლის 29 დეკემბერს გავიდა.[3] გადაცემის დახურვას მაყურებლების მხრიდან პროტესტი მოყვა და პეტიციით მის დაბრუნებას ითხოვდნენ.[4] 2024 წლის 7 მარტს კი დაანონსდა, რომ მისი გადაცემა იუთუბზე დაბრუნდებოდა.[5]


რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება