წვიმის ტყეები

(გადამისამართდა გვერდიდან წვიმიანი ტყეები)

„წვიმის ტყეები“ტყე, რომლისთვისაც დამახასიათებელია უხვი რაოდენობით ატმოსფერული ნალექები (წელიწადში 2000-7000 მმ და მეტი) და დიდი სინოტივე. როგორც წესი შედგება მაღალი, ფოთლოვანი ხეებისაგან. ჩვეულებრივ, ვრცელდება ეკვატორის ირგვლივ, ნოტიო ტროპიკულ შემაღლებულ და დადაბლებულ ადგილებში.

ზომიერი წვიმის ტყეები ტასმანიაში
წვიმის ტყეები

ნოტიო ტროპიკული წვიმის ტყეები წარმოდგენილია იმ რეგიონებში, სადაც გაბატონებულია ატმოსფერული ნალექების უხვი რაოდენობა, ცხელი და დაორთქლიანებული კლიმატი. არსებული ხეები აქ მარადმწვანეა. „წვიმის ტყეები“ გვხვდება აგრეთვე ტროპიკების რაიონებში, მშრალი სეზონის პერიოდში (მაგ., ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთით არსებული „მშრალი ტყეები“).

წვიმის ტყეები უმეტესად ვრცელდება სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში, დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში, ინდონეზიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ავსტრალიის ტროპიკულ ნაწილში. აღნიშნულ რეგიონებში დამახასიათებელია შეფარდებითი სინოტივის მაღალი მაჩვენებელი და სეზონური რყევების არარსებობა. ჰაერის ტემპერატურა მაღალია და ჩვეულებრივ დღის განმავლობაში უდრის 30 °C-ს, ღამით — 20 °C. ეკვატორული ტყის საზღვრის სიმაღლის მატებასთან ერთად მცენარეულობა იცვლება მთის ტყეებით. ტროპიკული ფოთლოვანი ტყე გავრცელებულია ძირითადად ბრაზილიის აღმოსავლეთ ნაწილში, აფრიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთ ავსტრალიაში და აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.

„წვიმის ტყეების“ ნაირსახეობას წარმოადგენს აგრეთვე მუსონური ტყეები, რომლისთვისაც ნიშანდობლივია ხანგრძლივი მშრალი სეზონი, თავსხმა წვიმების მონაცვლეობით. იგი შედგება ფოთლოვანი მცენარეულობისგან. ლამიან ტროპიკულ სანაპიროებზე მდინარეთა შესართავებსა და დელტებზე გაბატონებულია მანგროს ტყეები. ზომიერი ტროპიკული ტყეები შედგება წიწვოვანი და ფართოფოთლოვანი მცენარეულობისაგან. იღებს დიდი რაოდენობით ატმოსფერულ ნალექებს.

„წვიმის ტყეების“ რელიეფისთვის დამახასიათებელია ბრტყელი დაბლობებისა და შედარებით უმნიშვნელო შემაღლებების მორიგეობა. ჰუმიდურ ტროპიკულ ტყეებში გვხვდება ვულკანები, რომლებიც ქმნიან ნაყოფიერ ნიადაგს. „წვიმის ტყეების“ ნიადაგი თითქმის ყოველთვის ნოტიო და სველია. ჭარბობს წითელმიწა და ყვითელმიწა ნიადაგები. გრუნტისა და ქანების ქიმიური გამოფიტვა ინტენსიურად მიმდინარეობს. ნიადაგები მდიდარია ალუმინით, რკინის ჟანგებით, ჰიდროქსიდებით, კაოლინიტითა და სხვ. მინერალებით. ნიადაგი არც თუ ისე ნოყიერია.

დამახასიათებელია ფლორის ვერტიკალური სტრატიფიკაცია. ხეების უმეტესობა ორლებლიანია, სქელი ქერქითა და ვიწრო ფესვებით. მის ფარგლებში მოქცეულია მსოფლიო ფლორისა და ფაუნის წარმომადგენელთა ნახევარზე მეტი.[1] მეტად მრავალფეროვანია ფაუნა, უხვადაა ძუძუმწოვრები, ქვეწარმავლები, ფრინველები, უხერხემლოები. ძუძუმწოვრებს წარმოადგენენ პრიმატები, კატისებრნი და სხვ., რეპტილიებს — გველები, კუები, ქამელეონები და სხვ., ორნითოფაუნას — ბეღურასნაირნი, გუგულისებრნი. აღმოჩენილია უხერხემლოების ათობით ოჯახის წარმომადგენელი. ფართოდ არის გავრცელებული აგრეთვე სოკოები.

„წვიმის ტყეების“ მოკვეთილი მასივები გვხვდება: ინდოეთში, ბანგლადეშში, შრი-ლანკაზე, ინდოჩინეთის ჩრდილოეთში, სამხრეთ ჩინეთში, ახალ კალედონიაში, ოკეანეთის კუნძულებზე, მადაგასკარზე, აშშ-ში და სხვ. გარეგნული თვისებებისა და სტრუქტურის თვალსაზრისით „წვიმის ტყეები“ წააგავს ტროპიკულ წვიმის ტყეებს, თუმცა მისგან განსხვავდება ფლორისტიკული შემადგენლობით.

„წვიმის ტყეების“ არაერთი მცენარის სახეობა სხვადასხვა მიზეზის გამო განიცდის განადგურებას. ზოგიერთი ხის სიმაღლე აღწევს 45-55 მ-ს, იშვიათად 75-80 მ-ს.[2][3]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Ричардс П. У., Тропический дождевой лес, пер. с англ., М., 1961;
  • Шмитхюзен И., Общая география растительности, пер. с нем., М., 1966;
  • Вальтер Г., Растительность земного шара, пер. с нем., М., 1968.
  1. წვიმის ტყეების შესაებ – ფაქტები
  2. Bourgeron, Patrick S. [1983]. „Spatial Aspects of Vegetation Structure“, რედ. Frank B. Golley: Tropical Rain Forest Ecosystems. Structure and Function, 14A, Ecosystems of the World, Elsevier Scientific, გვ. 29–47. ISBN 0-444-41986-1. 
  3. Sabah. Eastern Native Tree Society. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-02-28. ციტირების თარიღი: 2007-11-14.