ძინალი
მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში
ძინალი — ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ენგურის აუზში. წარმოადგენს ტვიბერის მყინვარის მარცხენა შენაკადს. სიგრძე 4,3 კმ, ფართობი 4,7 კმ². საზრდოობს მწვერვალ კულაკთაუს კალთებიდან ჩამონადენი მყინვარებით. ძინალის ფირნში (ზღვის დონიდან 3150 მ) თოვლის ზედაპირზე არის წითელი წყალმცენარეები. მისასვლელი გზაა სოფელ ჟაბეშიდან.
ძინალი
| |
---|---|
კოორდინატები: 43°07′51″ ჩ. გ. 42°54′24″ ა. გ. / 43.13083° ჩ. გ. 42.90667° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
ფართობი | 4,7 კმ² |
სიგრძე | 4,3 კმ |
ტიპი | ხეობური |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ხაზარაძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 275.