ძაღლყურძენა
ძაღლყურძენა (ლათ. Solanum) — მცენარეთა გვარი ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, იშვიათად ერთწოვანი ბალახები, ნახევრად ბუჩქებია ან ბუჩქებია, ზოგჯერ ხეებიც. სწორი, მცოცავი ან ხვიარა ღერო აქვთ.
ძაღლყურძენა | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ბრაზილიური ძაღლყურძენა | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Solanum L. | ||||||||||||||
სახეობები | ||||||||||||||
იხ. ტექსტი | ||||||||||||||
|
1700-მდე სახეობა გავრცელებულია ტროპიკულ, სუბტროპიკულ და ზომიერ სარტყლებში, მაგრამ ძირითადად სამხრეთ ამერიკაში. ძაღლყურძენის გვარს მიეკუთვნება მნიშვნელოვანი კულტურული მცენარეები – კარტოფილი, ბადრიჯანი, ზოგჯერ პომიდორი. საქართველოში იზრდება 11 სახეობა; იზრდებიან მთის შუა სარტყლამდე ტყეებსა და ბუჩქნარებში, გზის პირებზე, დანაგვიანებულ ადგილებზე, სარეველად ბოსტნებში.
ძაღლყურძენას ზოგი სახეობა დეკორატიული და თაფლოვანია, ზოგს ხალხურ მედიცინაში იყენებენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 265.