ცხრუკვეთი
სოფელი საქართველოში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში.
ცხრუკვეთი — სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (სვერის თემი), მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარე საძალიხევის (ყვირილის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 600 მეტრი, ჭიათურიდან 18 კილომეტრი.
სოფელი | |
---|---|
ცხრუკვეთი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
თემი | სვერი |
კოორდინატები | 42°14′17″ ჩ. გ. 43°16′22″ ა. გ. / 42.23806° ჩ. გ. 43.27278° ა. გ. |
პირველი ხსენება | XVIII საუკუნე |
ცენტრის სიმაღლე | 600 მ |
მოსახლეობა | 205[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
სოფელ ცხრუკვეთში გავრცელებული გვარებია: ბიწაძე, წერეთელი, ფხალაძე, ჭარელიძე.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 205 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1911[2] | 484 | ||
2002[3] | 409 | 196 | 213 |
2014[1] | 205 | 97 | 108 |
ცნობილი ადამიანები
რედაქტირებაცხრუკვეთიდან იყვნენ გიორგი წერეთელი, ვასილ წერეთელი, მიხეილ წერეთელი, ალექსანდრე წერეთელი, თინათინ წერეთელი, ანდრია ბიწაძე, ნიკოლოზ წერეთელი და სხვანი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 259.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ Кавказскій календарь на 1912 годъ, Тифлись, 1911, стр. 222.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II