ცხენისებრი ანტილოპა
ცხენისებრი ანტილოპა (ლათ. Hippotragus equinus) — წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ძროხისებრთა ოჯახისა. გვარცელებულია დასავლეთ, ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკაში. პროგრამა Chevaline-ს სახელი ამ ანტილოპის ფრანგული სახელიდან მომდინარეობს (Antilope Chevaline).[1]
ცხენისებრი ანტილოპა | |||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||
Hippotragus equinus | |||||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||||
სია
| |||||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 10167 | |||||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||||
|
ცხენისებრი ანტილოპა ერთ-ერთი ყველაზე დიდია ანტილოპებში. მისი სიგრძე თავიდან კუდამდე 190-240 სმ-ია (75-94 ინჩი), ხოლო კუდის სიგრძე 37-48 სმ (15-19 ინჩი). მამრის სხეულის მასაა 240-300 კგ (534–661 გირვანქა), მდედრისა 223–280 კგ (492–617 გირვანქა). სიმაღლე მინდაოში დაახლ. 130–140 სმ (51–55 ინჩი).[2][3][4] ფერით მუქი წითელი-ყავისფერია, მუცელი შედარარებით ღია ფერისაა, წარბები და ლოყები თეთრია, ხოლო სახე შავი (მდედრებში შედარებით ღიაა). აქვთ მოკლე, ყალყზე დამდგარი ფაფარი, თეთრი წვერი და წითელი ნესტოები. მისი რქები შემორგოლილია და შეიძლება მიაღწიოს ერთ მეტრს, მდედრებში ოდნავ ნაკლებს; მცირედ არის გადაღუნული უკან.
ცხენისებრი ანტილოპა ძალიან უახლოვდება შავ ანტილოპას სხეულის მოყვანილობით და სხვან ასპექტებით. მათ შორის განნსხვავება ფერია: შავი ანტილოპა მუქი შავი ფერისაა.
გავრცელებულია ტყეებში, სავანის საძოვრებზე, ძირითადად ტროპიკულ და სუბტროპიკულ სავანებში, ბუჩქნარებსა და საძოვრებზე. ტყეებში მათი გავრცელების სპექტრი მეჩხერ ტყეებზე მოდის, სადაც იკვებებიან საშუალო სიმაღლის ბალახებით. ცხენისებრი ანტილოპები ქმნიან თხუთმეტ წევრიან ჯოგებს, სადაც დომინანტი მამრია. ჩვეულებრივ მამრები იბრძვიან ერთმანეთში დომინანტობის მოსაპოვებლად, მუხლდაჩოქილები.
ლიტერატურა
რედაქტირება- Jonathan Kingdon: The Kingdon Field Guide to African Mammals. A&C Black Publishers, London 2008, ISBN 978-0-7136-6513-0 (Erstausgabe: 1997).
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Roan Antelope. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-29. ციტირების თარიღი: 2014-04-14.
- ↑ ANIMAL BYTES – Roan Antelope დაარქივებული 2013-11-02 საიტზე Wayback Machine. . Seaworld.org. Retrieved on 2013-10-10.
- ↑ Burnie D and Wilson DE (Eds.), Animal: The Definitive Visual Guide to the World's Wildlife. DK Adult (2005), ISBN 0789477645
- ↑ Roan antelope videos, photos and facts – Hippotragus equinus დაარქივებული 2012-06-14 საიტზე Wayback Machine. . ARKive (2011-06-28). Retrieved on 2013-10-10.