ჭახათი (ქობულეთის მუნიციპალიტეტი)

სოფელი საქართველოში, ქობულეთის მუნიციპალიტეტი
(გადამისამართდა გვერდიდან ცხემვანა)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჭახათი.

ჭახათისოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ჭახათი, დიდვაკე, ვარჯანაული, კეჭიეთი, კობალაური, ოხტომი, ტყემაკარავი, ხინოწმინდა). 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 390 კაცი.[1] მდებარეობს მდინარე კინტრიშის ხეობაში, ზღვის დონიდან 250 მ, ქობულეთიდან 17 კმ. სოფელში მოდის მინერალური წყალი. სოფელში ცხემვანას უბანში გამოვლენილია გოგირდწყალბადიანი ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული და ნატრიუმიან-კალციუმიანი მინერალური წყალი, დებეტი 43 000 ლ/დ.[2] XVII საუკუნის შუიდან XVIII საუკუნის 70-იან წლებამდე წარმოადგენდა თავდგირიძეების საკუთრებას.[3]

სოფელი
ჭახათი

ცხემოვანის ხიდი კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი ქობულეთის მუნიციპალიტეტი
თემი ჭახათი
კოორდინატები 41°48′07″ ჩ. გ. 41°56′06″ ა. გ. / 41.80194° ჩ. გ. 41.93500° ა. გ. / 41.80194; 41.93500
ცენტრის სიმაღლე 250
მოსახლეობა 390[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ჭახათი (ქობულეთის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ჭახათი (ქობულეთის მუნიციპალიტეტი)
ჭახათი (ქობულეთის მუნიციპალიტეტი) — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
ჭახათი (ქობულეთის მუნიციპალიტეტი)
ჭახათი (ქობულეთის მუნიციპალიტეტი) — ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ჭახათი (ქობულეთის მუნიციპალიტეტი)

დემოგრაფია

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა
2002 576[4][5]
2014 390[1]  

ღირსშესანიშნაობა

რედაქტირება

სოფელში, ჭახათის მთაზე დგას ელიას ციხე.

კინტრიშაჰესი

რედაქტირება

2014 წელს სოფელში დაიწყო ჰიდროელექტროსადგურის, კინტრიშაჰესის მშენებლობა. პროექტს შპს „Hydro Development Company“ ახორციელებს და მისი სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 10 მლნ ევროს აჭარბებს. ჰესი სამი ძირითადი კვანძისაგან შედგება: სათავე წყალმიმღები ნაგებობა, 1814 მეტრი სიგრძის სადერივაციო გვირაბი და საკუთრივ ჰესის შენობა. „კინტრიშაჰესის“ დადგმული სიმძლავრე 6 მგვტ, ხოლო წლიური გამომუშავება 38 მილიონი კვტ/სთ იქნება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. ბურჭულაძე ზ. ურბოეკოლოგია გვ. 83 — 2016 წ.
  3. სოსელია, ო. (1981). ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან, წიგნი II. თბილისი: მეცნიერება, გვ. 178. 
  4. pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-06-05.
  5. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.