ელიას ციხე — ციხესიმაგრე ქობულეთის მუნიციპალიტეტში. ძეგლი დგას სოფელში, ჭახათის მთაზე, მასიური კლდით დაბოლოებულ ქიმზე, ზღვის დონიდან 1150 მ.

არქიტექურა რედაქტირება

ციხე ოვალური გარშემოწერილობისაა. გალავნის ფრაგმენტები ზოგან 3-4 მეტრს აღწევს, ზოგან კლდე ქმნის კედელს. ტერიტორიაზე შეინიშნება სხვადასხვა ნაგებობათა ნაშთები. თავად ციხე აგებულია მოზრდილი რიყისა და ფლეთილი ქვიშისაგან. კედლის სისქე 1 მეტრია. ციხე ნაკლებადაა გამოკვლეული, იგი მიჩნეულია ფეოდალური ხანის ნაგებობად, რომელსაც სადაზვერვო –სათვალთვალო პუნქტად იყენებდნენ. გადმოცემით, ოსმალთა ბატონომის ხანაში, იგი ტყვეთა გაყიდვის ერთ-ერთ პუნქტს წარმოადგენდა. გადმოცემის მიხედვით ციხე ააშენა ვინმე ელია დიასამიძემ გატაცებულ ტყვეთა დასამალად. ჩრდილოეთის მხრდიან ჰქონდა კოშკი, რომელიც აღარ არსებობს. ციხის საერთო ფართობი დაახლოებით 80 მ2-ია. ციხეს ორი მხრიდან აქვს მისადგომი, ნაცხავატევიდან და გოგმაჩაურიდან.

ხალხური ფოლკლორი= რედაქტირება

ციხის შესახებ არსებობს ხალხური ლექსი, რომელიც ჩაწერილია 1959 წელს:

 
„ელიას მთაო, მაღალო, წმინდა ელიას სახლ-კარო,

რას იბუზები ღრუბლებში, მაშინებ, ვერ გადახვალო,
ჩაჩუტად სიო მიგზავნე, ყურში ჩამძახი: — ტყვე ხარო,
წმინდა გიორგი მწყალობს და გული მიჩივის ჩახვალო,
ვეღარ დამიჭერ, თუ გინდა, თავს რისხვა გადამაყარო,
ელჭექით, ჭექა-ქუხილით, რომ შესძრა მთელი სამყარო,
თოვლში, ბუჩქები ჩახერგო, თავს სეტყვა გადამაყარო,

ხოშკაკალ, თოვლის ზვავებით — სავალი გზები დაფარო.“

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 11815