კუკუ-იამანი

(გადამისამართდა გვერდიდან ცისფერი ცხვარი)

კუკუ-იამანი, ნახური (ლათ. Pseudois nayaur) — წყვილჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. ახასიათებს თხისა და ცხვრის ნიშნები. მისი სხეულის სიგრძე 140 სმ აღწევს, სიმაღლე მინდაოში 90 სმ-მდე, წონა 73 კგ-მდე. მამლებს მოხრილი, გვერდით გადახრილი რქები აქვს, რომელთა სიგრძეა 80 სმ. დედლებს პატარა რქები აქვს. მურა-რუხი შეფერილობისაა, დაჰკრავს მოცისფრო ელფერი. მუცელი და ფეხები ნაწილობრივ თეთრია. გავრცელებულია ცენტრალური აზიის მაღალმთიანეთებში, ადის ზღვის დონიდან 3500-5000 მ სიმაღლეზე. გვხვდება ჩინეთში, მონღოლეთში, ნეპალსა და ქაშმირში. უპირატესობას ანიჭებს მთათა ციცაბო კლდოვან მონაკვეთებს. ცხოვრობს ჯოგებად. იკვებება ბალახით. შეწყვილება ხდება სექტემბერში. ნაშიერს შობს გაზაფხულზე. ნადირობის ობიექტია. იყენებენ მის ტყავს, ხორცს.

კუკუ-იამანი

კუკუ-იამანი
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Pseudois nayaur
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 61513537

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება