ცვილისებრი ცრუფარიანა
ცვილისებრი ცრუფარიანა (ლათ. Ericerus pela) — მწუწნავი მწერი ცრუფარიანების ოჯახისა. გავრცელებულია ჩინეთში, იაპონიაში, კორეაში და რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში. მამალი მატლები გამოყოფენ ცვილს, ათასობით სახლდებიან შერწყმულ კოლონიებად კვიდოს ან იფნის 3-წლიან ტოტებზე, კოლონიების სიგრძე — 20 მმ-ს, ხოლო ცვილის სისქე 7 მმ-ს აღწევს, დედლები სახლდებიან უფრო ახალგაზრდა ტოტებზე და ცვილს არ გამოყოფენ. მწერის სხეულის სიგრძე 10 მმ-მდეა, ამობურცული და ყავისფერია. აგვისტოში ცვილის ზედაპირზე პატარა ნახვრეტები ჩნდება, საიდანაც გამოდიან 3 მმ სიგრძის ფრთიანი მამლები. ამის შემდეგ ტოტებს ჭრიან და თერმული წესით აშორებენ ცვილს. ამგვარად მიღებული თეთრი ანუ ჩინური ცვილი ძველთაგანვე ცნობილი უძვირფასესი ნატურალური პოლიმერია. გამოიყენება მედიცინაში, კოსმეტიკაში და წარმოების მრავალ დარგში.[2]
ცვილისებრი ცრუფარიანა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Ericerus pela (Chavannes, 1848)[1] | |||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||
|
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Ericerus pela (Chavannes, 1848) en. www.gbif.org. ციტირების თარიღი: 6 ივნისი, 2021
- ↑ ჰაჯიბეილი ზ., ცვილისებრი ცრუფარიანა // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 208.