პოლიმერები
(გადამისამართდა გვერდიდან პოლიმერი)
პოლიმერები (ბერძ. πολύ- — ბევრი; μέρος — ნაწილი) — არაორგანული და ორგანული, ამორფული და კრისტალური ნივთიერებები, რომლებიც შედგებიან „მონომერული ჯაჭვის რგოლებისგან“, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქიმიური ან კოორდინაციული ბმებით და ქმნიან გრძელ მაკრომოლეკულას. პოლიმერი არის მაღალმოლეკულური ნაერთი: მონომერული რგოლების რაოდენობა პოლიმერში (პოლიმერიზაციის დონე) უნდა იყოს საკმარისად დიდი (წინააღმდეგ შემთხვევაში ნაერთი წარმოადგენს ოლიგომერს). მოლეკულა რომ პოლიმერებს მივაკუთვნოთ, ხშირ შემთხვევაში რგოლების რაოდენობა შეიძლება საკმარისად ჩავთვალოთ, თუკი მორიგი მონომერული რგოლის დამატებისას ნივთიერების მოლეკულური თვისებები არ იცვლება.[1] როგორც წესი, პოლიმერების მოლეკულური მასა რამდენიმე ათასიდან რამდენიმე მილიონამდე აღწევს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Журнал Высокомолекулярные соединения
- Журнал Пластические массы დაარქივებული 2014-08-26 საიტზე Wayback Machine.
- Научный совет по высокомолекулярным соединениям РАН დაარქივებული 2014-09-14 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ IUPAC Glossary of basic terms in polymer science