მოლეკულური მასა, მოლეკულური წონა — მოლეკულის (ატომის) m0 მასის ფარდობა 1/12m12C მასის ატომურ ერთეულთან: M=m0/1/12m12C, ამგვარად, მოლეკულური მასის ნამრავლი მასის ატომურ ერთეულზე გვაძლევს მოლეკულურ მასას. მოლეკულური მასა მოლურ მასასთან დაკავშირებულია თანაფარდობით: M=103µ·მოლ/კგ, ვინაიდან µ=m0Na, სადაც Na ავოგადროს რიცხვია.

წყლის მოლეკულისათვის (H2O):

  • მოლეკულური მასა ტოლია წყალბადის პროტონებისა და ნეიტრონების მასისა (2·1 პრ=2 ამე) და ჟანგბადის პროტონებისა და ნეიტრონების მასის (8 პრ+8 ნეი=16 ამე) ჯამისა, ანუ 18 ამე.
  • მოლეკულის მასის შეწონილი საშუალო ტოლია წყალბადისა და ჟანგბადის ატომთა მასის საშუალო შეწონილების საერთო ჯამის, ანუ 2·1,008+15,999=18,015

ცნება „მოლეკულური მასა“ მტკიცედ დამკვიდრდა მეცნიერებაში მას შემდეგ, რაც ს. კანიცაროს შრომების შედეგად, რომელმაც ა. ავოგადროს შეხედულებები განავითარა, მკვეთრად იქნა ფორმულირებული განსხვავება ატომსა და მოლეკულას შორის. მოლეკულური მასა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მუდმივაა, რომელიც ახასიათებს ინდივიდუალურ ნივთიერებას. მოლეკულური მასის განსაზღვრის ექსპერიმენტული მეთოდები დამუშავებულია ძირითადად აირებისა და ხსნარებისათვის. აირების მოლეკულური მასის განსაზღვრას საფუძვლად უდევს ავოგადროს კანონი. ხსნარების შემთხვევაში მოლეკულურ მასას კრიოსკოპიული და ებულიოსკოპიული მეთოდებით ნსაზღვრავენ. ცალკეული მოლეკულების მოლეკულური მასა შეიძლება მას-სპექტრომეტრული მეთოდითაც განსაზღვრონ. მოლეკულური მასა მაღალმოლეკულური ნაერთების (პოლიმერების) ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია, რომელიც მათ ფიზიკურ (ტექნოლოგიურ) თვისებებს განსაზღვრავს.

ლიტერატურა

რედაქტირება