ცრუფარიანები
ცრუფარიანები (ლათ. Coccidae ან Lecaniidae), მწერების ოჯახი კოქციდიების ქვერიგისა. აერთიანებს 37 გვარის წარმომადგენლებს. უმეტესი სახეობის სხეულის სიგრძე 2-8 მმ. დედალი უფრთოა, მამალი — მომცრო და ფრთიანი, კვერცხის პერიოდში დედლის სხეული მკვრივდება და ცრუ ფარის მსგავსად გადაეფარება ჯგუფად დადებულ კვერცხებს (Eulecanium, Saissetia, Parthenolecanium-ის) გვარების წარმომადგენლები, ზოგი — კვერცხს დებს სხეულის ბოლოში გამოყოფილ საკვერცხე ჩანთაში (Pulvinaria, Eupulvinaria, Neopulvinaria-ს გვარების წარმომადგენლები). ზოგჯერ საკვერცხე ჩანთა (Eripeltis, Stocia, Sticia-ს გვარები) მთლიანად ფარავს დედლის სხეულს.
ცრუფარიანები | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Ceroplastes japonicus | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Coccidae, Lecaniidae | |||||||||||||
|
ცრუფარიანები გავრცელებულია ყველგან საქართველოში ცნობილია 46 სახეობა. ციტრუსოვანთა მავნებლები არიან იაპონური ცრუფარიანები და ციტრუსოვანთა ცრუფარიანები, აკაციის, ვაშლის და ქლიავის ცრუფარიანები. ამ ჯგუფში შედიან სასარგებლო მწერებიც, მაგ., ცვილისებრი ცრუფარიანა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჰაჯიბეილი ზ., ქსე, ტ. 11, გვ. 244, თბ., 1987