ცეკვია მეღორღია[1] (ლათ. Oenanthe isabellina) — ფრინველი მემატლიასებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე დაახლოებით 15–16,5 სმ აღწევს. ფრთების სიგრძე 9,4–9,7 სმ. წონა 27–31 გრ. სხეულის ქვედა ნაწილი მოთეთრო-მოყვითალო აქვს. ყელი და მკერდი რამდენადმე მოყავისფროა. კურტუმი თეთრი ფერისაა. კუდი მოთეთროა, რომელსაც გასდევს ფართო შავი ზოლი. იკვებება მწერებითა და მათი მატლებით. გავრცელებულია წინა აზიის უდაბნო და სტეპურ ლანდშაფტებში. აგვისტოსა და ზოგჯერ სექტემბრის დასაწყისში გამოსაზამთრებლად მიფრინავს აღმოსავლეთ აფრიკაში, არაბეთსა და ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში.

ცეკვია მეღორღია

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ბეღურასნაირნი
ოჯახი:  მემატლიასებრნი
გვარი:  მეღორღია
სახეობა:  ცეკვია მეღორღია
ლათინური სახელი
Oenanthe isabellina (Temminck, 1829)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22710333

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 636.