მეღორღია (ლათ. Oenanthe) — ფრინველთა გვარი ბეღურასნაირთა რიგისა. გავრცელებული არიან ევროპაში, აფრიკაში, ჩრდილოეთ ამერიკაში. ბუდობენ კლდეთა ნაპრალებში, ქვებს შორის, ხევებში და სხვა. დედალი მაისში დებს 4–8 კვერცხს, კრუხობს ორ კვირამდე. საქართველოში (ზღვის დონიდან 3000–3500 მ-მდე) გვხვდება 3 სახეობა: ჩვეულებრივი მეღორღია (Oenanthe oenanthe), შავამლაყი მეღორღია (Oenanthe hispanica) და ცეკვია მეღორღია (Oenanthe isabellina). ისინი ჩვენში აპრილში მოფრინავენ და სექტემბრამდე რჩებიან. სასარგებლო მწერიჭამია ფრინველებია.

მეღორღია

ცეკვია მეღორღია (Oenanthe isabellina)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ბეღურასნაირნი
ოჯახი:  მემატლიასებრნი
გვარი:  მეღორღია
ლათინური სახელი
Oenanthe (Vieillot, 1816)

ლიტერატურა

რედაქტირება