მემატლიასებრნი (ლათ. Muscicapidae) — ფრინველების ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 9-30 სმ აღწევს. ოჯახში 330-მდე სახეობაა. გავრცელებულია აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ყველა კონტინენტზე, განსაკუთრებით მრავალრიცხოვანია ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. საქართველოში გვხვდება რუხი მემატლია, ჭრელი მემატლია, თეთრყელა მემატლია, მცირე მემატლია (ყველა მობუდარია). მემატლიასებრნი იკვებებიან მწერებით და ობობებით, ზოგჯერ კენკრით. მავნე მწერების განადგურებით სარგებლობა მოაქვთ.

მემატლიასებრნი

გულწითელა (Erithacus rubecula)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ბეღურასნაირნი
ოჯახი:  მემატლიასებრნი
ლათინური სახელი
Muscicapidae (Vigors, 1825)

ლიტერატურა

რედაქტირება