ჩხუტნერის უღელტეხილი
უღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში
ჩხუტნერის უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის შტოქედ ჩხუტნერზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3000 მ. აგებულია პალეოზოური მეტამორფული ფიქლებით. დამახასიათებელია სუბალპური და ალპური ლანდშაფტი. აკავშირებს მდინარეების ხალდეჭალისა და ადიშჭალის (ენგურის მარჯვენა შენაკადები) ხეობებს.
ჩხუტნერის უღელტეხილი | |
---|---|
კოორდინატები: 42°58′35″ ჩ. გ. 42°58′31″ ა. გ. / 42.976611° ჩ. გ. 42.975444° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3000 მ |
ქედი | ჩხუტნერის ქედი |
აკავშირებს | ხალდეჭალისა და ადიშჭალის ხეობებს |
ამგებელი ქანები | ფიქალი |
ლანდშაფტი | სუბალპური და ალპური |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- უთმელიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 180.