ჩორჩანი (ადიგენის მუნიციპალიტეტი)
ჩორჩანი — სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ჩორჩანი, დიდი სმადა, პატარა სმადა).[1] მდებარეობს მდინარე ქვაბლიანის ხეობაში, ზღვის დონიდან 1360 მეტრზე. დაბა ადიგენიდან დაშორებულია 1 კილომეტრით, ახალციხიდან (უახლესი რკინიგზის სადგური) დაშორებულია 27 კილომეტრით. სოფელში არის შუა საუკუნეების ეკლესიის ნანგრევები.
სოფელი | |
---|---|
ჩორჩანი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
თემი | ჩორჩანი |
კოორდინატები | 41°40′28″ ჩ. გ. 42°43′47″ ა. გ. / 41.67444° ჩ. გ. 42.72972° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1360 მ |
მოსახლეობა | 264[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
ჩორჩანი იყო სამშობლო ჩორჩანელებისა, სამხრეთ საქართველოს წარჩინებული ფეოდალური საგვარეულოსი.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 264 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 354 | 182 | 172 |
2014[1] | 264 | 142 | 122 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 149.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.