ჩორსუ (სპარს. ჩაჰარსუ — ოთხკუთხა) — შუა საუკუნეების ქალაქში, სავაჭრო რიგების გზაჯვარედინზე, გადახურული ოთხკუთხა თაღოვან-გუმბათოვანი მოედანი. თბილისში ორი ჩორსუ იყო. ერთი — დიდი ჩორსუ — რასტაბაზარს აკრავდა ხარაზხანის, სირაჯახანის, ჭონხანისა და ბაზაზხანის გადაკვეთის ადგილზე (დაახლოებით ახლანდელი კ. ლესელიძის ქუჩიდან სიონის ქუჩაზე გამავალი ჭრილი), მეორე — მცირე ჩორსუ — მდებარეობდა პატრა სირაჯხანის, მექვაბეების რიგისა და ბამბის რიგის გადაკვეთის ადგილზე. რადგან ჩორსუ სავაჭრო გზაჯბის რიგის გადაკვეთის ადგილზე. რადგან ჩორსუ სავაჭრო გზაჯვარედინი იყო, აქ სხვადასხვა საქონლით მოვაჭრენი ისხდნენ და მას მყიდველიც მეტად ეტანებოდა, ამის გამო დუქნის გამართვაც ძვირი ჯდებოდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002.