ჭონხანა — მექუდეთა რიგები ძველ თბილისში.

ჭონხანა სპარსული წარმოშობის ორი სიტყვისგან შედგება: „ჭონი“ — მექუდე და „ხანა“ — ადგილი. მექუდეთა რიგები ძველ თბილისში ძირითადად ორ ადგილზე იყრიდნენ თავს. ერთ-ერთი ჭონხანა დღევანდელი სიონის ქუჩის დასაწყისის ორივე მხარეზე იყო განლაგებული და ჩორსუს დახერულ ბაზარს ებჯინებოდა. ჩორსუ ყოფილი სიონისა და ერეკლეს ქუჩების შესაყარზე მდებარეობდა. პატარა ჭონხანა (რამდენიმე დუქანი) თათრის (დღევანდელი გორგასალის) მოედნის სამხრეთ-დასავლეთ მხარეზე მდებარეობდა, მენაბდეთა დუქნების გაგრძელებაზე, ციხის დიდი ეკლესიის (სურფ-გევორქის) წინ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • თ. კვირკველია, ძველთბილისური დასახელებანი, თბ., 1985