ჩკუნეთი
ჩკუნეთი — სოფელი საქართველოში, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ახალგორის მუნიციპალიტეტში, ლარგვისის თემში.[1] მდებარეობს მდინარე ჭურთის ხეობაში, ზღვის დონიდან 1700 მ., ახალგორიდან 36 კმ, ლარგვისიდან 18 კმ. საბჭოთა პერიოდში შედიოდა დორეთკარის სასოფლო საბჭოში, განვითარებული იყო მეცხოველეობა.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ისტორიული ძეგლები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 172.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.