ჩქუნეთის წმინდა გიორგის ნიში
ჩქუნეთის წმინდა გიორგის ნიში — არქიტექტურული ძეგლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუნეთში. აგებულია XIX საუკუნეში.
ძველი ეკლესიის ადგილას ადგილობრივ მოსახლეობას აუგია ნიში. ეკლესიის გეგმა არ იკითხება. ჩანს საძირკვლის ფრაგმენტები. ადგილობრივი წარმოშობის სამშენებლო ქვა ფლეთილია. იქვე ხეზე კიდია ეკლესიის ზარი მხედრული წარწერით: „ზარი შევწირეთ ცქვნეთის (ცქუნეთის) წმინდა გიორგის დიმო და ბიძი მელაძეებმა ჩ.შ.“. ეს ზარი თანაფარდობაში მოდის იქვე მდებარე ბოლნური ჯვრის წარწერასთან: „ჯვარი შევწირე წმინდა გიორგის დიმო მელაძე ჩ.ყ.მ. გ.“. ჯვრის ცენტრში გამოსახულია წმ. გიორგი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი : ახალგორის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ.: ილიას ფონდი, 2008. — გვ. 220. 274 გვ, ISBN 978-99928-0-931-0.