ჩქუნეთის ეკლესის ნანგრევი
ჩქუნეთის ეკლესის ნანგრევი — არქიტექტურული ძეგლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუნეთში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
ნასოფლარ ჭურთაში შემორჩენილი ეკლესია ადგილობრივი წარმოშობის სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები. კედლების სიმაღლე 1–1,5 მეტრს აღწევს, ზოგან უფრო ნაკლებია. დარბაზული, სწორკუთხასაკურთხევლიანი ეკლესია გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთ კედლის ცენტრში გაჭრილია არქიტრავული სარკმელი. ჩრდილოეთ კედელში ერთი სწორკუთხა ნიშაა. სამხრეთი შესასვლელის ღიობის ფორმა დაზიანების გამო არ იკითხება. ინტერიერი სავსეა ჩამონაშალი ქვით. მიწის დონე აწეულია. ეკლესიის ფასადებზე შემორჩენილია ნალესობის კვალი. ტერიტორიაზე ყრია შირიმის ქვა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი : ახალგორის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ.: ილიას ფონდი, 2008. — გვ. 222. 274 გვ, ISBN 978-99928-0-931-0.