არნოლდ ჩიქობავა

ქართველი ენათმეცნიერი, ფილოლოგი და საზოგადო მოღვაწე
(გადამისამართდა გვერდიდან ჩიქობავა, არნოლდ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩიქობავა.

არნოლდ სტეფანეს ძე ჩიქობავა (დ. 26 მარტი [ძვ. სტ. 14 მარტი], 1898, საჩიქობავო — გ. 5 ნოემბერი, 1985, თბილისი) — ქართველი ენათმეცნიერი, ფილოლოგი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებელი, აკადემიკოსი, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მთავარი რედაქტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

არნოლდ ჩიქობავა
დაბ. თარიღი 14 (26) მარტი, 1898
დაბ. ადგილი საჩიქობავო, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 5 ნოემბერი, 1985(1985-11-05) (87 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
დასაფლავებულია ოქროყანა
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკას დროშა ადფრ
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქმიანობა ენათმეცნიერი, ფილოლოგი და საზოგადო მოღვაწე
მუშაობის ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, ლენინის ორდენი, ლენინის ორდენი და მიხეილ ლომონოსოვის პრემია
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1898 წელს სოფ. საჩიქობავოში (სენაკის მუნიციპალიტეტი). 1922 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1926-1933 წლებში იყო თსუ-ის დოცენტი, შემდეგ კი, სიცოცხლის ბოლომდე, ამავე უნივერსიტეტის პროფესორი. 1933-1960 წლებში განაგებდა თსუ-ს კავკასიოლოგიის კათედრას. 1929 წელს მიიღო ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.

1936-1985 წლებში თბილისის ენათმეცნიერების ინსტიტუტის იბერიულ-კავკასიური ენების განყოფილების გამგეა, 1950-1952 წლებში კი ამავე ინსტიტუტის დირექტორი. 1941 წელს იგი არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელ აკადემიკოსად. 1950-1963 წლებში აკადემიის პრეზიდიუმის წევრია.

პროფესორი ჩიქობავა იყო ბერლინის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (1960 წელი), დიდი ბრიტანეთის სამეფო ფილოლოგიური საზოგადოების საპატიო წევრი (1968 წელი), საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1971 წელი), მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლომონოსოვის პრემიის ლაურეატი (1951 წელი).

არნლოდ ჩიქობავას მეცნიერული კვლევის ძირითადი თემები იყო: იბერიულ-კავკასიური ენები, ენათმეცნიერების თეორიული პრობლემები, რუსთველოლოგია, ქართული და კავკასიური ენების გრამატიკა, ქართული ენისა და ლიტერატურის ისტორია, ბასკურ-კავკასიური ჰიპოთეზა, ლექსიკოგრაფია, და ა.შ.

არის 300-მდე სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომის, მათ შორის 14 მონოგრაფიის ავტორი, საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეული“ (ამჟამად „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება“) დამფუძნებელი და უცვლელი მთავარი რედაქტორი.

საქართველოს სსრ-ის III-VI მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. [1]

გარდაიცვალა 1985 წელს თბილისში. დაკრძალულია სოფ. ოქროყანაში, საკუთარ აგარაკზე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება