ჩვეულებრივი გველბრუცა

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჩვეულებრივი გველბრუცა (ლათ. Xerotyphlops vermicularis) — საქართველოს ფაუნის გველბრუცების (Scolecophidia) ქვერიგის ერთადერთი წარმომადგენელი. სიგრძით 30-35 სანტიმეტრი, მომრგვალებული თავითა და მოკლე კუდით. სხეულის შეფერილობა ვარდისფერიდან მუქ წითელ ფერში მერყეობს და დამოკიდებულია პიგმენტის ფერზე. სხეულის ქვედა ნაწილი, ზედასთან შედარებით ღია ფერისაა.

ჩვეულებრივი გველბრუცა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
კლასი:  რეპტილიები
ქვერიგი:  გველები
ინფრარიგი:  გველბრუცები (Scolecophidia)
ოჯახი:  გველბრუცასებრნი
გვარი:  Xerotyphlops
ლათინური სახელი
Xerotyphlops vermicularis (Merrem, 1820)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 157274

ჩვეულებრივი გველბრუცა ფართოდაა გავრცელებული ალბანეთში, საბერძნეთში, თურქეთში, მცირე აზიაში, ქვემო ეგვიპტეში, ახლო აღმოსავლეთში, ავღანეთში, პაკისტანში, ამიერკავკასიაში, დაღესტანსა და შუა აზიაში. ბინადრობს მთის ძირებში, ბუჩქნარებით დაფარულ ნიადაგში, მეჩხერ ტყეებში ზღვის დონიდან 1700 მეტრ სიმაღლეზე. გვხვდება ქვების ქვეშ, სადაც ნიადაგში გაყვანილი აქვს წვრილი გვირაბები. ნიადაგის ზემოთ ამოდის მხოლოდ ძლიერი წვიმების შემდგომ. ბოსტნებსა და ვენახებში შეიძლება ვიპოვოთ ნესვებისა და საზამთროების ქვეშ. ზამთარს მიწაში, ღრმად ატარებს. აქტიურდებიან მარტის ბოლოსა და მაისის დასაწყისში. ჩვეულებრივი გველბრუცას საჭმლის რაციონს წარმოადგენს ჭიანჭველები და მათი კვერცხები. მიწის ზემოთ მაქსიმუმ 10-15 წუთი ძლებს, უფრო ხანგრძლივი გაჩერებისას კვდება. შეწყვილება ხდება გაზაფხულზე, აგვისტოს დასაწყისში კი მდედრი დებს 2-8 კვერცხვს, სიგრძეში 20-26 მმ, სიგანეში კი 6-7 მმ. დამალული ცხოვრების წესის გამო გველბრუცას ცოტა მტერი ჰყავს. იშვიათად შეექცევიან მას მელიები და სხვა პატარა ფრთოსანი მტაცებლები. ხელში დაჭერისას ჩვეულებრივი გველბრუცა გამოსცემს სპეციფიურ სუნს, რაც მისი დამცავი მექანიზმია. შხამიანი არ არის. თუ შევუქმნით შესაბამის სასიცოცხლო პირობებს შეიძლება ვიყოლიოთ შინაურ პირობებში.