ჩარლზ დარვინი

(გადამისამართდა გვერდიდან ჩარლზ რობერტ დარვინი)

ჩარლზ რობერტ დარვინი (ინგლ. Charles Robert Darwin; დ. 12 თებერვალი, 1809, შრუზბერი, — გ. 19 აპრილი, 1882, დაუნი, ლონდონის მახლობლად) — ინგლისელი ბუნებისმეტყველი და მოგზაური, რომელმაც შექმნა მოძღვრება ბუნებრივი გადარჩევის გზით ორგანიზმთა წარმოშობისა და განვითარების შესახებ.

ჩარლზ დარვინი
ინგლ. Charles Robert Darwin
დაბ. თარიღი 12 თებერვალი, 1809(1809-02-12)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] [20] [21]
დაბ. ადგილი მთა[22]
გარდ. თარიღი 19 აპრილი, 1882(1882-04-19)[1] [2] [3] [4] [5] [6] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [18] [20] [23] [24] [21] (73 წლის)
გარდ. ადგილი დაუნ-ჰაუსი[25]
დასაფლავებულია უესტმინსტერის სააბატო[26]
მოქალაქეობა  დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა გეოლოგი[27] , მკვლევარი, მოგზაური მწერალი, ეთოლოგი, ბუნებისმეტყველი[20] , ფილოსოფოსი[20] , მწერალი[28] და ბოტანიკოსი
მუშაობის ადგილი სამეფო გეოგრაფიული საზოგადოება
ალმა-მატერი ქრისტეს კოლეჯი, ედინბურგის სამედიცინო სკოლის უნივერსიტეტი, შრუსბერის სკოლა[27] , კემბრიჯის უნივერსიტეტი[29] და ედინბურგის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ხელოვნების ბაკალავრი, ხელოვნების მაგისტრი და კანონიკური და სამოქალაქო სამართლის დოქტორი
მეუღლე ემა დარვინი[30]
მამა რობერტ დარვინი[27] [30]
დედა სიუზანა დარვინი[27] [30]
შვილ(ებ)ი ენ დარვინი[30] , ფრენსის დარვინი[30] , უილიამ ერასმუს დარვინი[30] , ჰენრიეტა დარვინი[30] , ჯორჯ ჰოვარდ დარვინი[30] , ლეონარდ დარვინი[30] , ჰორეს დარვინი[30] , ჩარლზ უორინგ დარვინი[30] , ელიზაბეთ დარვინი[30] და მერი ელეონორ დარვინი[30]
ნათესავ(ებ)ი ურსულა მომენსი, ჯოზაია უეჯვუდ II, ემა დარვინი, რობინ დარვინი და სარა დარვინი
ჯილდოები სამეფო მედალი, კოპლის მედალი[31] , ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის[32] , ლინეს საზოგადოების წევრი, სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების წევრი, სამეფო საზოგადოების წევრი, ბელის მედალი, გეოლოგიური საზოგადოების წევრი[27] , ბრესას პრემია[33] , ლეიდენის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[34] , უოლასტონის მედალი[35] , ახალი ზელანდიის სამეფო საზოგადოების საპატიო წევრი[36] და დარვინის მედალი
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

კემბრიჯის უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დარვინმა გემ „ბიგლით“ იმოგზაურა დედამიწის ირგვლივ (1831-1836). მოგზაურობის დროს ჩატარებული ბოტანიკური, ზოოლოგიური, პალეონტოლოგიური, ანთროპოლოგიური, ეთნოგრაფიული, გეოლოგიური დაკვირვებების შედეგები მან გამოაქვეყნა წიგნში „ძიებათა დღიური“ (1839, 1845). საკუთარი დაკვირვებებისა და დიდძალი ლიტერატურული მასალის შესწავლის საფუძველზე დარვინმა ჩამოაყალიბა ევოლუციური თეორია, რომელიც სრული სახით არის გადმოცემული 1859 წელს გამოქვეყნებულ წიგნში „სახეობათა წარმოშობა ბუნებრივი გადარჩევის გზით, ანუ უკეთ შეგუებული ჯიშების გადარჩენა სიცოცხლისათვის ბრძოლაში“ (თეორიის პირველი მონახაზი — 1842, პირველი მოკლე პუბლიკაცია — 1858).

დარვინმა ახსნა ისტორიული განვითარების პროცესში მცენარეთა და ცხოველთა სახეობების წარმოშობისა და გარდაქმნის მიზეზები და კანონზომიერებანი. მისი მოძღვრების თანახმად, ორგანიზმთა ახალი ფორმების წარმოქმნა ხდება გაურკვეველი მემკვიდრული ცვლილებების ბუნებრივი გადარჩევის გზით, რაც ბუნებაში განაპირობებს მიზანშეწონილებას (დარვინისგან დამოუკიდებლად, მსგავსი შეხედულებანი ჩამოაყალიბა ა. უოლესმა, მაგრამ თვითონვე სცნო დარვინის პრიორიტეტი). თავისი იდეები დარვინმა განავითარა უფრო გვიან გამოქვეყნებულ თხზულებებში. წიგნში „შინაური ცხოველებისა და კულტურული მცენარეების შეცვლა“ (1868) მოცემულია როგორც ადამიანისათვის სასარგებლო მცენარეებისა და ცხოველების ხელოვნური გადარჩევით გამოყვანის კანონზომიერებები, ისე ევოლუციიის დამადასტურებელი დიდძალი მასალა ადამიანის მრავალსაუკუნოვანი პრაქტიკული საქმიანობიდან. ადამიანის წარმოშობის მატერიალისტური იდეა გატარებულია დარვინის წიგნში „ადამიანის წარმოშობა და სქესობრივი გადარჩევა“ (1871). აგრეთვე ნაშრომში „ემოციების გამოხატვა ადამიანსა და ცხოველებში“ ( 1872).

დარვინს ეკუთვნის სხვა გამოკვლევებიც ზოოლოგიის, ბოტანიკის, გეოლოგიის და ნიადაგთმცოდნეობის საკითხებზე. დარვინის იდეები მის სიცოცხლეშივე დამკვიდრდა მეცნიერებაში და საფუძვლად დაედო მთელ თანამედროვე ბიოლოგიას.

საქართველოში დარვინის შესახებ პირველი პუბლიკაცია 1868 წელს გაზეთ „დროებაში“ მწერალ გიორგი წერეთელის ავტორობით გამოქვეყნდა. შემდგომ წლებში ქართულ პრესაში („მნათობი", „ივერია", „კვალი", „ნაკადული", „ახალი ცხოვრება", „განათლება" და სხვ.) ხშირად იბეჭდებოდა პოპულარული სტატიები დარვინსა და მის თეორიაზე. 1896 წელს ფრანგულიდან ქართულად უთარგმნიათ ე. ფერიერის წიგნი „დარვინიზმი", რომელიც მეორედ 1912 წელს გამოიცა. პირველი ქართველი ავტორი, რომელმაც დარვინზე ცალკე წიგნი გამოსცა, არის დარია ახვლედიანი („ჩ. დარვინი, მისი ცხოვრება და სამეცნიერო მოღვაწეობა“, 1914).

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118523813 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Lundy D. R. The Peerage
  5. 5.0 5.1 Find a Grave — 1996.
  6. 6.0 6.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  7. Discogs — 2000.
  8. KNAW Past Members
  9. 9.0 9.1 BD Gest'
  10. 10.0 10.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  11. 11.0 11.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  12. 12.0 12.1 GeneaStar
  13. 13.0 13.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  14. 14.0 14.1 Internet Philosophy Ontology project
  15. 15.0 15.1 AlKindi
  16. 16.0 16.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  17. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  18. 18.0 18.1 Archivio Storico Ricordi — 1808.
  19. www.accademiadellescienze.it
  20. 20.0 20.1 20.2 20.3 The Fine Art Archive — 2003.
  21. 21.0 21.1 Biographical Database of Southern African Science — 2002.
  22. http://link.springer.com/content/pdf/10.1007/978-1-4020-5818-9_7.pdf
  23. Charles Robert Darwin / B. Delmas — 2009.
  24. Base biographiqueBIU Santé.
  25. Bedroom where Charles Darwin died to be opened to the public — 2016. — ISSN 1756-3224; 1354-4322
  26. https://www.francetvinfo.fr/monde/royaume-uni/stephen-hawking-sera-enterre-au-cote-de-newton-et-darwin-a-l-abbaye-de-westminster_2666542.html
  27. 27.0 27.1 27.2 27.3 27.4 Oxford Dictionary of National Biography / C. MatthewOxford: OUP, 2004.
  28. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  29. Cambridge Alumni DatabaseUniversity of Cambridge.
  30. 30.00 30.01 30.02 30.03 30.04 30.05 30.06 30.07 30.08 30.09 30.10 30.11 30.12 Kindred Britain
  31. Award winners : Copley MedalRoyal Society.
  32. https://www.orden-pourlemerite.de/mitglieder/charles-robert-darwin?m=4&u=2
  33. Premio BressaAccademia delle Scienze di Torino.
  34. https://www.universiteitleiden.nl/en/about-us/facts-and-figures/laureates
  35. https://www.geolsoc.org.uk/About/Awards-Grants-and-Bursaries/Society-Awards/Wollaston-Medal
  36. https://www.royalsociety.org.nz/who-we-are/our-people/our-fellows/all-honorary-fellows/