ჩაბარუხი
მდინარე საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში
ჩაბარუხი — მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, მთიულეთის არაგვის მარჯვენა შენაკადი, სათავე აქვს ალევის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე 2355 მ სიმაღლეზე. სიგრძე 6,6 კმ, აუზის ფართობი 13,2 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმცირობა — ზამთარში, ზაფხულობით და განსაკუთრებით შემოდგომაზე იცის წყალმოვარდნები. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 0,38 მ³/წმ.
ჩაბარუხი | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | დუშეთის მუნიციპალიტეტი (მცხეთა-მთიანეთის მხარე) |
სათავე |
ალევის ქედი 42°22′07″ ჩ. გ. 44°37′20″ ა. გ. / 42.36861° ჩ. გ. 44.62222° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 2355 მ |
შესართავი |
მთიულეთის არაგვი 42°21′55″ ჩ. გ. 44°40′55″ ა. გ. / 42.36528° ჩ. გ. 44.68194° ა. გ. |
სიგრძე | 6,6 კმ |
აუზის ფართობი | 13,2 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 0,38 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი |
ლიტერატურა
რედაქტირება- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 67.