ჩაანგი
ჩაანგი (ტიბ. ཆང་, ნეპ. छ्याङ) — ნეპალური და ტიბეტური ტრადიციული ალკოჰოლური სასმელი, ასევე პოპულარული ჰიმალაის აღმოსავლეთ რეგიონებში და ნევარის ხალხებს შორის. ტრადიციულად ჩანგი გამოიყენება ნეპალერების, ტიბეტელების და მცირე ოდენით მეზობელი ხალხების, ინდოეთის ტერიტორიაზე მცხოვრებლების მიერ, განსაკუთრებით სიკიმის შტატში და ბუტანში. სასმელი ინახება ოთახის ტემპერატურაზე ზაფხულის სეზონზე და ადუღებული სახით წელიწადის ცივ დროს. ჩანგის მომზადება და გამოყენება დამახასიათებელია ბევრი ტიბეტური რიტუალისთვის.
ჩანგი ან ჩაანგი ტიბ. ཆང་ ნეპ. छ्याङ | |
---|---|
ლუდი | |
ტიპი: | ლუდი |
ქვეყანა: | ნეპალი ტიბეტი |
ჩანგი წარმოადგენს ლუდის ერთ-ერთ ნაირსახეობას, რომლის მომზადებისთვისაც გამოიყენება ქერი, ფეტვი ან ბრინჯი. გადადუღების შემდგომ გაციებულ მარცვლებს ან ფქვილს ამატებენ ბაქტერიების, საფუარებისა და ობის სოკოების ნარევში, შემდგომ მასას ალაგებენ ბამბუკის კალათში და ახვევენ ფოთლებში, მთელ კონსტრუქციას ერთი-ორი დღით ტოვებენ თბილ ადგილას. შემდგომ ნარევი გადადის კერამიკულ ქოთანში, რომელიც ილუქება, ჟანგბადის მიწოდების დაბლოკვით. შედუღება გრძელდება ერთი ან ორი კვირა, რის შემდეგაც სასმელი კიდევ ნახევარი წელიწადით მიეცემა მომზადებას.[1][2]
დადუღებულ მარცვლებს ათავსებენ ბამბუკის კონტეინერებში, და შემდგომ ზემოდან ადუღებულ წყალს ასხავენ. სასმელი ისმევა სპეციალური ბამბუკის სასრუტის საშუალებით, ერთი მხირდან ღრუ ხოლო მეორედან პერფორირებული. ჩვეულებრივსამებრ მარცვლეული ნარევი დუღდება ორჯერ, თუმცა წყლის ჩამატება უფრო ხშირადაცაა შესაძლებელი.[3]
ლიმბუს ერი ამ სასმელს ტონგბას ან ჯანდს უწოდებს, თანაც უკანასკნელი დიდი ჭიქებით მიირთმევა, სასმელის ავტორი არის მურჩა სწორედ, რომელმაც გამოიყენა თავისი სასმელის ვარიანტში დადუღებისთის საფუარი და ობიანი სოკოს ბალახები.
გემოთი ჩანგი ლუდის ერთ-ერთ სახეობას ელს ჰგავს. ალკოჰოლური შემადგენლობა საკმაოდ დაბალია, მაგრამ სასმელს დათბობის ეფექტი გააჩნია, რაც მეტად დაფასებულია ცივი კლიმატის დროს. ასევე მას გააჩნია ბევრი სამკურნალო თვისებაც მაგალითად გამოიყენება ციებცხელების სამკურნალოდ, ალერგიული რანიტის, ალკოჰოლიზმის და ა.შ
ჰიმალაის ზოგიერთ რაიონში მაგალითად ლადაქიში, ნარევს უმატებენ აკონითს, მეტად შხამიანი მცენარე, გავრცელებული ამ რეგიონის ტრადიციულ მედიცინაში. აკონითი შეიცავს სხვადასხვა სახის ალკალოიდს, აკონითისა და ფსევდოაკონითის ჩათვლით. აკონითის მცირე დოზაც კი ტოქსიკურ ეფექტს იწვევს. ტრადიციულ მედიცინაში გამოყენბამდე მას რამდენიმეჯერ ამუშავებენ რითაც ცდილობენ მისი ამ თვისების შემცირებას და სამკურნალო საშუალების შენარჩუნებას, მიუხედავად ამისა ასეთი მკურნალობის შედეგად ბევრი დაშავებულია ცნობილი.
პოპულარულ ლიტერატურაში შესაძლებელია შევხვდეთ იმის მტკიცებას, ვითომ ტიბეტური რწმენის მიხედვით იეტს ისე უყვარს ჩანგი, რომ მათი გულისთვის ისინი თავს ესხმიან მთის იზოლირებულ სოფლებს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Recipe დაარქივებული 2021-02-13 საიტზე Wayback Machine.
- Recette de marwa დაარქივებული 2016-07-28 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Das, Sarat Chandra. (1902). Lhasa and Central Tibet, p. 23 and note. Reprint: (1988). Mehra Offset Press, Delhi.
- ↑ Jaschke, H. Ä. A Tibetan-English Dictionary, p. 154. (1881). Reprint: (1987). Motilal Banarsidass, Delhi. ISBN 81-208-0321-3.
- ↑ Mayhew, Bradley and Kohn, Michael. (2005) Tibet. 6th Edition, p. 75. ISBN 1-74059-523-8.