შხამიანი ქამა
შხამიანი ქამა (ლათ. Agaricus xanthodermus) — შხამიანი სოკო ქამასოკოს გვარისა.
შხამიანი ქამა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Agaricus xanthodermus (Genev., 1876) | |||||||||||||||
|
იზრდება ზაფხულ-შემოდგომით, ნიადაგზე, ფოთლოვან ტყეებში, მინდვრებში, ბაღ-პარკებში. გავრცელების არეალი მოიცავს დედამიწის ყველა კონტინენტს, გარდა ანტარქტიდისა.
პირველად აღწერა ფრანგმა მიკოლოგმა და ბოტანიკოსმა ლეონ გასტონ ჟენევიემ 1876 წელს როგორც Agaricus xanthodermus.[1][2]
სამეცნიერო სინონიმები:
- Pratella xanthoderma (Genev.) Gillet, 1884
- Psalliota xanthoderma (Genev.) Richon & Roze, 1885
- Fungus xanthodermus (Genev.) Kuntze, 1898
და სხვა.
აღწერა
რედაქტირებაქუდის დიამეტრი 5-15 სანტიმეტრს აღწევს, თავდაპირველად ნახევარსფეროსებრია, შემდეგ ამობურცული, გლუვი ზედაპირით, ჯერ თეთრი ან მოვარდისფრო, შემდეგ — ყავისფერი. ხელის დაჭერისას ყვითელ ფერს იღებს.
რბილობი — მოთეთრო-მონაცრისფრო-მურა, ფეხის ძირთან მოყვითალო, ძირისკენ გამსხვილებულ ფეხის ნაწილში მონარინჯისფრო. ახასიათებს ფენოლის უსიამოვნო სუნი (ე.წ. „აფთიაქის სუნი“).
ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები თხელი აქვს, თავდაპირველად თეთრი ან მოვარდისფრო, შემდეგ ყავისფერდება.
ფეხის სიგრძე — 5–15 სმ-მდე სისქე — 1-2 სმ-მდე, თეთრი ფერის ფუყე, ძირისკენ გამსხვილებულია. გააჩნია საყელო.
სპორები — ელიფსური, გლუვი, მურა-მეწამული, 5-5,8 მკმ.
გავრცელება
რედაქტირებაფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში, დასავლეთ აზიაში აღმოსავლეთ ანატოლიისა[3] და ირანის ჩათვლით,[4] ასევე ჩრდილოეთ[5] და სამხრეთ აფრიკაში.[6] ინტროდუცირებულია ავსტრალიაში. იზრდება ზაფხულ-შემოდგომით, ნიადაგზე, ფოთლოვან ტყეებში, მინდვრებში, ბაღ-პარკებში.
შხამიანობა
რედაქტირებაშხამიანი სოკოა. მოწამვლის სიმპტომებია ძლიერი ღიბინება და დიარეა, მძიმე შემთხვევაში თავბრუსხვევა და მხედველობის დაქვეითება. ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში მოწამვლის სიმპტომები არ ვლინდება.[7][8] მომზადებისას ფენოლის სუნი კიდევ უფრო მძაფრდება.[9]
მსგავსი სახეობები
რედაქტირება- საკვებად ვარგისი მინდვრის ქამა (ლათ. Agaricus arvensis), რომელსაც შხამიანი ორეულისგან განსხვავდებით არ ახასიათებს უსიამოვნო სუნი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 165, ISBN 99940-856-1-1.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „შხამიანი ქამა“ ვიკისაწყობში.
- შხამიანი ქამა MycoBank-ზე (ინგლისური)
- შხამიანი ქამა Index Fungorum-ზე (ინგლისური)
- შხამიანი ქამა დაარქივებული 2020-10-21 საიტზე Wayback Machine. — საქართველოს სოკოებისა და ლიქენების ეთნობიოლოგია
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Nowadays there is also a French Mycological Society დაარქივებული 28 September 2012[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები , but in 1876 fungi were considered under botany.
- ↑ See the entry in Index Fungorum.
- ↑ Demirel K, Uzun Y, Kaya A (2004). „Some Poisonous Fungi of East Anatolia“ (PDF). Turk J Bot. 28: 215–19. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2005-05-05. ციტირების თარიღი: 2008-02-08.
- ↑ Asef Shayan, M.R. (2010). قارچهای سمی ایران (Qarch-ha-ye Sammi-ye Iran) (Persian). Iran shenasi, გვ. 214. ISBN 978-964-2725-29-8.
- ↑ Courtecuisse, R. (1994). Guide des champignons de France et d'Europe. Delachaux et Niestlé, გვ. 258. ISBN 2-603-00953-2. Also available in English.
- ↑ Van der Westhuizen, GCA and Eicker, A (1994) Mushrooms of Southern Africa, Field Guide. Struik Publishers, Cape Town.
- ↑ Roger Phillips. Agaricus xanthodermus. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-16. ციტირების თარიღი: 2012-07-19.
- ↑ Genevier L. G. (1876). „Étude sur les champignons consommés à Nantes sous le nom de champignon rose ou de couche (Agaricus campestris L.)“. Bulletin de la Société Botanique de France (French). 23: 28–35. doi:10.1080/00378941.1876.10825614. The paper is available on-line here. On page 32 it is stated that some people can eat A. xanthodermus with impunity.
- ↑ Peter Jordan (2000). The Mushroom Guide and Identifier: The Ultimate Guide to Identifying, Picking and Using Mushrooms. London: Hermes House, გვ. 100. ISBN 1-84038-574-X.