შიდაგერმანული საზღვარი

შიდაგერმანული საზღვარი (გერმ. Innerdeutsche Grenze წარმოითქმის [ˈɪnɐdɔʏtʃə ˈgʁɛntsə] ან Deutsch-deutsche Grenze წარმოითქმის [ˈdɔʏtʃˌdɔʏtʃə ˈgʁɛntsə];გამოითქმის ასევე Zonengrenze წარმოითქმის [ˈtsɔnənˌgʁɛntsə]) იყო საზღვარი გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკასა (გდრ, აღმოსავლეთ გერმანია) და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას (გფრ, დასავლეთ გერმანია) შორის 1949 წლიდან 1990 წლის ჩათვლით. აღნიშნულში არ იგულისხმება, მსგავსი და ფიზიკურად განცალკევებული ბერლინის კედელი, საზღვრის სიგრძე იყო 1,393 კილომეტრი (866 მილი), იწყებოდა ბალტიის ზღვიდან და გრძელდებოდა ჩეხოსლოვაკიამდე.

თეთრი ნიშანი გერმანული წარწერით „Halt! Hier Grenze“ („ შეჩერდით! აქ საზღვარია“). ქვემოთ, პატარა ასოებით დაწერილი „Bundesgrenzschutz“ (ფედერალური სასაზღვრო დაცვა). უკანა ხედზე მავთულის ღობე ღია კარიბჭით, მოშორებით ხეები და საგუშაგო კოშკი.

საზღვარი ოფიციალურად დაარსდა 1945 წლის 1 ივლისს, როგორც გამყოფი ხაზი დასავლეთ და საბჭოთა კავშირის მიერ ოკუპირებულ ზონებს შორის, ყოფილი ნაცისტური გერმანიისგან. აღმოსავლეთ მხარე, რომელსაც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამაგრებული საზღვარი ჰქონდა, შედგებოდა მაღალი ლითონის ღობეებისა და კედლების უწყვეტი ხაზისაგან, მავთულხლართების, სიგნალიზაციის, ანტი-საავტომობილო თხრილების, სათვალთვალო კოშკურების, ნაღმებისა და დანაღმული ველებისაგან. პატრულირებას ეწეოდა 50 ათასი, შეიარაღებული, აღმოსავლეთ გერმანელი ოფიცერი, რომელთა მოპირდაპირე მხარესაც იდგა ათი ათასობით დასავლეთ გერმანელი, ბრიტანელი და ამერიკელი სამხედრო ნაწილები. [1] საზღვრის ორივე მხარეს განლაგებული იყო ნატოსა ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (NATO) და ვარშავის პაქტის წევრი ქვეყნების მილიონზე მეტი ჯარისკაცი.

საზღვარი იყო ფიზიკური მანიფესტაცია უინსტონ ჩერჩილის მეტაფორის - რკინის ფარდა , რომელიც ყოფდა საბჭოთა და დასავლურ ბლოკს ცივი ომის პერიოდში, რაც იყო ხაზგასმა ორი ეკონომიკური სისტემის დაპირისპირებისა - კაპიტალიზმისა და კომუნიზმის. მშენებლობა დაიწყო აღმოსავლეთ გერმანიის მიერ 1952 წლიდან და გრძელდებოდა გვიანდელ 1980-იან წლებამდე,[2] მშენებლობის მიზანი იყო აღმოსავლეთ გერმანიიდან დასავლეთ გერმანიაში მასობრივი ემიგრაციის შეჩერება. ცნობილია, რომ საზღვრის არსებობის 45 წლის მანძილზე, ამ ემიგრაციას ემსხვერპლა 1000- მდე ადამიანი, რომლებიც ცდილობდნენ საზღვრის გადაკვეთას.[3] ემიგრაცია იწვევდა მრავალ პრობლემას ორივე მხარეს, როგორც ეკონომიკურ ისე სოციალურ სფეროებში; აღმოსავლეთ გერმანიაში მცხოვრები ხალხი განიცდიდა აუტანელ შეზღუდვებს.[4]

ცნობილი ბერლინის კედელი იყო დაახლოებით 155 კილომეტრი სიგრძის (96 მილი) ფიზიკურად განცალკევებული და ბევრად უფრო პატარა სასაზღვრო ბარიერი, რომელიც გარს ერტყა დასავლეთ ბერლინს და მდებარეობდა შიდა გერმანული საზღვრის აღმოსავლეთით. ბერლინი, რომელიც საბჭოთა ზონაში მდებარეობდა, დაყოფილი იყო ოთხი სახელმწიფოს მიერ და ქმნიდა ისეთ ზონას, რომელსაც არ გააჩნდა საზღვარი სახელმწიფოს ძირითად ტერიტორიასთან, ამასთან ის გარშემორტყმული იყო აღმოსავლეთ გერმანიით, რომელიც ესაზღვრებოდა (მაგრამ ფორმალურად მის შემადგენლობაში არ იყო) დასავლეთ გერმანიას.

1989 წლის 9 ნოემბერს, აღმოსავლეთ გერმანიის მთავრობამ გამოაცხადა ბერლინის კედლისა და შიდა გერმანული სასაზღვრო ზოლის გახსნა. მომდევნო დღეებში, მილიონობით აღმოსავლეთ გერმანელი გადავიდა დასავლეთ გერმანიაში. ასობით ათასი ადამიანი გადავიდა დასავლეთ მხარეს შემდეგ თვეებში, რადგან უფრო და უფრო მეტი სასაზღვრო ზოლი გაიხსნა, აღდგა დიდი დროით დაკარგული კავშირი ორ საზოგადოებას შორის, სწორედ საზღვრების ლიბერალიზაციიდან გამომდინარე. შიდაგერმანული საზღვარი საბოლოოდ გაუქმა 1990 წლის 1 ივლისს,[5] მისი დაარსებიდან ზუსტად 45 წლის შემდგომ და მხოლოდ სამი თვით ადრე სანამ გერმანიის გაერთიანება ოფიციალურად დაასრულებდა გერმანიის დაყოფას.

ცოტა რამაა დარჩენილი აღნიშნული საზღვრისგან. მისი გზა გამოცხადდა ევროპული მწვანე სარტყლის ნაწილად, რომელიც აკავშირებს ეროვნულ პარკებსა და ნაკრძალებს ძველი რკინის ფარდის გასწვრივ, არქტიკული წრიდან შავ ზღვამდე. ძველ საზღვართან არსებული რამდენიმე მუზეუმი და მემორიალი, გახსენებაა იმისა, თუ როგორ მოხდა გერმანიის დაყოფა და გაერთიანება. ზოგიერთ ადგილას, შემონახული და დაცულია საზღვრის ნაწილები. [6]

განვითარება

რედაქტირება

დასაწყისი

რედაქტირება
 
მოკავშირეთა საოკუპაციო ზონები გერმანიაში, აღნიშნავს შიდა გერმანულ საზღვარს (მუქი შავი ხაზი), საბჭოთა საოკუპაციო ზონას (წითელი), ასევე იმ ზონას, საიდანაც ამერიკის და ბრიტანეთის სამხედრო ნაწილებმა უკან დაიხიეს, 1945 წლის ივლისში (იისფერი). ნაცრისფრად არის გერმანიის პროვინციული საზღვრები 1933 წლიდან ნაციონალ-სოციალისტური პარტიის მმართველობამდე, განსხვავდება თანამედროვე ფედერალური შტატებისგან, რომელიც დაფუძნდა მოგვიანებით.

შიდა გერმანული საზღვრის იდეა მოდის II მსოფლიო ომის მოკავშირეებისგან, იმ მიზნით რათა დაყოფილიყო დამარცხებული გერმანია საოკუპაციო ზონებად.[7] საზღვრების გავლება მოხდა იმ ტერიტორიულ საზღვრებში, რომლებიც არსებობდა მე-19 საუკუნეში გერმანული სახელმწიფოებისა და პროვინციების სახით, რომლებიც შემდგომ გაქრა გერმანიის გაერთიანების გამო, 1871 წელს. [8] მოხდა სამ ზონაზე შეთანხმება, საიდანაც თითოეული მოიცავდა გერმანიის მესამედს: ბრიტანული ზონა ჩრდილო-დასავლეთით, ამერიკული ზონა სამხრეთით და საბჭოთა ზონა აღმოსავლეთით. საფრანგეთს მოგვიანებით მის მეზობლად გადაეცა ზონა სამხრეთ-დასავლეთ გერმანიაში, რომელიც მოიცავდა ყოფილ ბრიტანულ და ამერიკულ საოკუპაციო ზონებს.[9]

გერმანიის დაყოფის გეგმა ამოქმედდა 1 ივლისს, 1945 წელს. იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკულ და ბრიტანულ ნაწილებს ომის ბოლო კვირებში მოულოდნელი წინსვლა ჰქონდათ ცენტრალურ გერმანიაში, მათ საოკუპაციო ნაწილში აღმოჩნდა ისეთი ზონები, რომლებიც გეგმის მიხედვით საბჭოთა ზონები უნდა ყოფილიყო. დასავლური ნაწილების გადაჯგუფებამ, მრავალ გერმანელს აიძულა ისინიც დასავლეთით გადასულიყვნენ, რათა არ მოხვედრილიყვნენ საბჭოთა ზონაში. [10]

ომისდროინდელი მოკავშირეები გერმანიის საკითხზე მუშაობდნენ ერთად, მოკავშირეთა კონტროლის საბჭოს (ACC) დაქვემდებარებაში.[11] თანამშრომლობა დასავლელ მოკავშირეებსა და საბჭოთა კავშირს შორის ჩაიშალა მრავალი შეუთანხმებლობის გამო, რაც დაკავშირებული იყო გერმანიის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მომავალთან. 1949 წლის მაისში, სამი დასავლური საოკუპაციო ზონა გაერთიანდა და ჩამოყალიბდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა (FRG) დემოკრატიულად არჩეული მთავრობით. ოქტომბერში, საბჭოთა ზონაში შეიქმნა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა (GDR), კომუნისტური მმართველობის ქვეშ.[12]

დასაწყისიდანვე, დასავლეთ გერმანიამ და მოკავშირეებმა არ აღიარეს აღმოსავლეთ გერმანიის ლეგიტიმურობა.[13] აღმოსავლეთ გერმანიის შექმნა მიჩნეულ იქნა როგორც საბჭოთა/კომუნისტური მომხდარი ფაქტი, რომელსაც არ ჰყავდა სამართლიანად და თავისუფლად არჩეული მთავრობა. გფრ-მ საკუთარი მოქალაქეობის უფლება გასცა, როგორც დასავლეთ გერმანიაში მცხოვრებ გერმანელებზე, ასევე აღმოსავლეთ გერმანიაში მცხოვრებ პირებზეც. აღმოსავლეთ გერმანელი, რომელიც მოახერხებდა დასავლეთ გერმანიაში გადასვლას, ავტომატურად მიიჩნეოდა დასავლეთ გერმანიის სრულუფლებიან მოქალაქედ, ხდებოდა ცხოვრებისა და მუშაობის, ასევე (მოგვიანებით) EEC გადაადგილების უფლების მინიჭება; დასავლეთ გერმანიის კანონების მოქმედება ფორმალურად ვრცელდებოდა აღმოსავლეთ გერმანიაზეც. ამ ყველაფრის ჩათვლით აღმოსავლეთ გერმანიაში მცხოვრებ ხალხს ძლიერი სურვილი ჰქონდა გადასახლებულიყვნენ დასავლეთ გერმანიაში, სადაც მათ შეეძლოთ ესარგებლათ თავისუფალი პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური გარემოთი.[14] აღმოსავლეთ გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ მათი სახელმწიფო იყო ლეგიტიმური სახელმწიფო, [15] ხოლო დასავლეთ გერმანია გამოაცხადა, როგორც მტრის ტერიტორია (feindliches Ausland) – კაპიტალისტური, ნახევრად-ფაშისტური სახელმწიფო, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს უწევდა ექსპლუატაციას, სურდა მესამე რაიხის დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება და ეწინააღმდეგებოდა გდრ-ის მშვიდობიან სოციალიზმს.[16]

1945–1952: „მწვანე საზღვარი“

რედაქტირება

ოკუპაციის პირველ დღეებში, მოკავშირეები აკონტროლებდნენ გზებს ზონებს შორის, რათა ეკონტროლებინათ ლტოლვილების გადაადგილება და ხელი შეეშალათ ყოფილი ნაცისტი მაღალჩინოსნების და დაზვერვის ოფიცრების გაქცევისათვის.[17] აღნიშნული მოქმედებები შემსუბუქდა დასავლეთ გერმანიაში, მაგრამ უფრო გამკაცრდა დასავლეთ და საბჭოთა ზონებს შორის 1946 წელს,რათა შეკავებულიყო ეკონომიკური და პოლიტიკური დევნილების გადმოსვლა საბჭოთა ზონიდან. [18] 1945 წლის ოქტომბერსა და 1946 წლის ივნისის პერიოდში, 1.6 მილიონმა გერმანელმა დატოვა საბჭოთა ზონა, დასავლეთში გადასასვლელად.[19]

აღმოსავლეთ-დასავლეთის ინტერზონალური საზღვარი გადაიქცა დაპირისპირების კერად, დასავლელ მოკავშირეებსა და საბჭოთა კავშირს შორის ურთიერთობის გაფუჭების გამო.[20] 1947 წლის სექტემბრიდან, გამკაცრდა აღმოსავლეთ ზონის სასაზღვრო კონტროლი. გაიზარდა საბჭოთა არმიის რიცხვი საზღვრის პირას, რომელთაც ემატებოდათ აღმოსავლეთ გერმანიის სასაზღვრო დაცვა Volkspolizei („სახალხო პოლიცია“). მრავალი უკანონო კვეთა იქნა შეჩერებული ბარიკადებითა და თხრილების დახმარებით.[21] 1952 წელს დასავლეთ გერმანიამაც დაიწყო სასაზღვრო კონტროლის ინსტიტუციების ჩამოყალიბება, პერსონალის რიცხვი შეადგენდა 20,000 ადამიანს  – Bundesgrenzschutz, ან BGS; აღსანიშნავია, რომ მოკავშირეთა ძალები (ბრიტანელები - ჩრდილოეთში, ამერიკელები - სამხრეთში) ინარჩუნებდნენ საზღვრის კონტროლზე პასუხისმგებლობას.[22]

მიუხედავად ამ ზომებისა, საზღვრის კვეთა მაინც მარტივი იყო. არსებობდა მრავალი ფაქტი იმისა, როდესაც ადგილობრივი მაცხოვრებლები ცხოვრობდნენ ერთ მხარეს, ხოლო სასოფლო-სამეურნეო მიწები გააჩნდათ მეორე მხარეს, ან პირიქით. ლტოლვილებს შეეძლოთ საზღვრის კვეთა გადაპარვით ან სასაზღვრო დაცვის აგენტების მოსყიდვით. საქონლის კონტრაბანდა ორივე მიმართულებით იყო გავრცელებული. [23] მიგრანტთა მოძრაობა დიდი იყო, მიუხედავად აღმოსავლეთ გერმანიის მიერ მიღებული ზომებისა: 675,000 ადამიანმა დატოვა აღმოსავლეთ გერმანია 1949-52 წლებში.[24]

1952–1967: „სპეციალური რეჟიმი“

რედაქტირება

საზღვარზე შედარებითი გახსნილობა მოულოდნელად დასრულდა 1952 წლის 26 მაისს, როდესაც აღმოსავლეთ გერმანიამ დააწესა „სადემარკაციო ზოლის სპეციალური რეჟიმი“, რომელიც გამართლდა, როგორც ღონისძიება „ჯაშუშების, კანონის დამრღვევების, ტერორისტებისა და კონტრაბანდისტების“ შემოდინების თავიდან ასაცილებლად.[25] დანარჩენ მსოფლიოში ეს ქმედება აღიქვეს, როგორც აღმოსავლეთ გერმანიაში მცხოვრები ხალხის გადინების შესაჩერებლად მიღებული ზომები, რაც საფრთხეს უქმნიდა მათ ეკონომიკას. [26]

გერმანიის შიდა საზღვრის მთლიან სიგრძეზე 10 მეტრი (32.8 ფუტი) სიგანის ეკლიანი ზოლი გაივლო. 500 მეტრი (1,640 ფუტი) სიგანის კონტაქტური „დამცავი ზოლი“ (Schutzstreifen) აყვანილ იქნა მკაცრ კონტროლზე. დამატებით 5 კმ (3.1 მილი) სიგანის „შეზღუდული ზონა“ (Sperrzone) შეიქმნა, სადაც მხოლოდ სპეციალური ნებართვის მქონე პირებს შეეძლოთ ცხოვრება ან მუშაობა. ხეები და მსგავსი სხვა საგნები, რომლებიც საზღვრის კონტროლისას ჯარისკაცების ხედვას უშლიდა ხელს, მოჭრეს ან აიღეს. სახლები, რომლებიც საზღვართან მდებარეობდა, დაინგრა, ხიდები დაიკეტა, ეკლიანი მავთულხლართები გაივლო მრავალ ადგილას. ფერმერებს, რომელთა მიწებიც საზღვართან იყო, მუშაობის უფლება მხოლოდ დღის საათებში ჰქონდათ, ჯარისკაცების კონტროლის ქვეშ. ნებისმიერ ჯარისკაცს ჰქონდა იარაღის გამოყენების უფლება თუ მათ ვინმე არ დაემორჩილებოდა. [25]

საზღვრის პირას მცხოვრები ხალხის ცხოვრება მნიშვნელოვნად დაზარალდა ორივე მხარეს. ფერმები, ნახშირის საბადოები, სახლებიც კი გაიყო ორად, საზღვრის ჩაკეტვის გამო. [27][28] 8,300-ზე მეტი აღმოსავლეთ გერმანელი, რომლებიც საზღვრის პირას ცხოვრობდნენ, ძალით გადაასახლეს პროგრამით, რომლის სახელწოდებაც იყო „ოპერაცია ვერმინი“ (Aktion Ungeziefer).[29] დანარჩენი 3,000 მიხვდა, რომ მათაც იგივე ბედი ემუქრებოდათ და მოასწრეს დასავლეთ გერმანიაში გადასვლა.[24] მსგავსი საბაჟო კონტროლი კიდევ უფრო გაფართოვდა 1962 წლის ივლისში, როდესაც აღმოსავლეთ გერმანიამ მთელი მისი ბალტიის სანაპირო გამოაცხადა სასაზღვრო ზონად და იგივე შეზღუდვები გაავრცელა.[30]

საზღვარი დასავლეთ და აღმოსავლეთ ბერლინს შორის, ასევე მოექცა მკაცრი კონტროლის რეჟიმში, მაგრამ არ მომხდარა მისი სრულად დაკეტვა; აღმოსავლეთ გერმანელებს კვლავ ჰქონდათ საზღვრის კვეთის შესაძლებლობა ბერლინიდან, სწორედ ამ მიზეზით ბერლინი იქცა იმ ადგილად, სადაც აღმოსავლეთ გერმანელები ცდილობდნენ დასავლეთ გერმანიაში გადასვლას.[31] 1949 წლიდან ბერლინის კედლის მშენებლობამდე - 1961 წლამდე, დაახლოებით 3.5 მილიონმა აღმოსავლეთ გერმანელმა – მეექვსედმა მთლიანი მოსახლეობის – დატოვა აღმოსავლეთ გერმანია დასავლეთში გადასასვლელად, უმრავლესობა ბერლინის გავლით გადავიდა.[31] სარკინიგზო ქსელები აღმოსავლეთ ბერლინსა და სხვა აღმოსავლეთ გერმანულ ნაწილებს შორის გადიოდა დასავლეთ ბერლინის გავლით, ამიტომ ამ გზას იყენებდა ხალხი გადასასვლელად. ამ სარკინიგზო ქსელის ცვლილება არ იყო მარტივი, მაგრამ ახალმა 125 კილომეტრიანმა (78 მილი) სიგრძის რკინიგზამ, რომელიც დასავლეთ ბერლინის გარშემო აშენდა, აღმოფხვრა ეს პრობლემა. 1961 წელს ბერლინის გარე ხაზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, დასავლეთ ბერლინთან აღმოსავლეთ გერმანიის საზღვრის სრულად ჩაკეტვა სავარაუდო გახდა და საბოლოოდ რეალობად იქცა იმავე წლის აგვისტოში.

1967–1989: „თანამედროვე საზღვარი“

რედაქტირება
 
Bundesgrenzschutz Alouette II ვერტმფრენი პატრულირებს გერმანიის შიდა საზღვრის დასავლეთ გერმანიის მხარეს, 1985
 
მესამე თაობის შიდა გერმანიის სასაზღვრო სისტემის კომენტარებდართული სქემა, 1984

აღმოსავლეთ გერმანიამ 1960 წლების ბოლოს გადაწყვიტა დამცავი ნაგებობების კიდევ უფრო გაძლიერება, რათა შექმნილიყო „თანამედროვე საზღვარი“, რომელიც გადასაკვეთად ბევრად უფრო რთული იქნებოდა. მავთულის ღობეები შეიცვალა უფრო ძნელად ასასვლელი გაფართოებული ლითონის ბარიერებით; დამონტაჟდა ნაღმები, გაითხარა ორმოები მანქანების შესაჩერებლად; დამონტაჟდა ელექტრო სიგნალები და მავთულები, საზღვრის გადაკვეთის აღმოსაჩენად; ხის კოშკურები ჩანაცვლდა ბეტონის კოშკებით და აშენდა სათვალთვალო ბუნკერები. [32]

ახალი სასაზღვრო კონტროლის მექანიზმების მშენებლობა დაიწყო 1967 წელს.[33] მოიცავდა 1300 კმ (808 მილი) სიგრძის მავთულების მშენებლობას, უფრო ღრმად საზღვარში.[32] საზღვრის განახლების პროგრამები გაგრძელდა 1980-იან წლებში.[34] ამ მშენებლობებმა მნიშვნელოვნად შეამცირა გაქცევები - ყოველ წელიწადში 1000 ადამიანიდან 120 ადამიანამდე. [35]

დასავლეთ გერმანიის კანცლერის ვილი ბრანდტის პროგრამის Ostpolitik-ის („აღმოსავლეთის პოლიტიკა“) წარდგინებამ, 1960-იანი წლების ბოლოს შეამცირა დაპირისპირება ორ გერმანულ სახელმწიფოს შორის. ამის შემდგომ გაფორმდა მრავალი ხელშეკრულება და შეთანხმება, 1970-იანი წლების დასაწყისში, ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის იყო, ორი სახელმწიფოს მიერ ერთმანეთის სუვერენიტეტის აღიარება და მხარდაჭერა გაეროში გასაწევრიანებლად, თუმცა აღმოსავლეთ გერმანიიდან გადასული პირების უფლებების გაუქმება არ მომხდარა და დასავლეთ გერმანია მათ კვლავ საკუთარ მოქალაქეებად მიიჩნევდა. [36][37] გაერთიანება რჩებოდა თეორიულ მიზნად დასავლეთ გერმანიისათვის, მაგრამ პრაქტიკაში ვითარება ამ ორ ქვეყანას შორის ასე არ ვითარდებოდა.[36][37] ახალი გადასასვლელი ადგილები გაჩნდა საზღვრის პირას და აღმოსავლეთ გერმანიის რეგულაციები ოდნავ შემსუბუქდა, თუმცა ის ნაგებობები რაც აშენდა, კვლავ ინარჩუნებდა საკუთარ დატვირთვას.[38]

1988 წელს, აღმოსავლეთ გერმანიის მთავრობამ გაითვალისწინა შემოთავაზებები, რათა მომხდარიყო ნაგებობების ჩანაცვლება ახალი ტექნოლოგიებით, სახელწოდებით Grenze 2000. ეს ტექნოლოგია გამოიყენა საბჭოთა არმიამ ავღანეთ-საბჭოთა ომის დროს. აღნიშნული გეგმა არასდროს არ განხორციელებულა. [39][40]

ეკონომიკური და სოციალური შედეგები

რედაქტირება
 
ეს ყველაფერი შემორჩენილია აღმოსავლეთ გერმანიის სასაზღვრო სოფელ Bardowiek-დან, რომელიც გაანადგურეს 1970-იან წლებში. კოშკზე წარწერა: „Bardowiek: ნახსენებია ისტორიულ ჩანაწერებში 1292 წლიდან; უკანონოდ განადგურდა 1977-1989 წლებში „DDR“ რეჟიმის დროს."

საზღვრების დაკეტვას ჰქონდა საკმაოდ უარყოფითი გავლენა გერმანიის ორივე ნაწილზე. ორ ქვეყანას შორის ტრანსპორტირება, ფაქტობრივად, აღარ ხორციელდებოდა; 10 მთავარი სარკინიგზო ხაზი, 24 მეორეული ხაზები, 23 ავტობანი ან ნაციონალური გზა, 140 რეგიონული გზა და ათასობით პატარა გზა, ბილიკები და საზღვაოსნო გზები გაუქმდა ან სხვაგვარად მათზე მოძრაობა შეფერხდა. ყველაზე მკაცრი ზომები მიიღეს 1966 წელს, რა დროსაც მხოლოდ ექვსი სარკინიგზო გზა, სამი ავტობანი, ერთი რეგიონული გზა და ორი საზღვაოსნო გზა იყო მოქმედი. როდესაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები შერბილდა 1970-იან წლებში, გდრ დათანხმდა გაეხსნა უფრო მეტი დამაკავშირებელი გზა, რის სანაცვლოდაც მიიღებდა ეკონომიკურ დახმარებას. სატელეფონო და წერილობითი კომუნიკაცია მიმდინარეობდა ცივი ომის პერიოდში, თუმცა წერილები და სხვა სახის გზავნილები მოწმდებოდა აღმოსავლეთ გერმანიის პოლიციის მიერ.[7]

ეკონომიკური გავლენა საზღვრებისა იყო მძიმე. მრავალი ქალაქი და სოფელი სარგებლობდა ღია საზღვრებით, რადგანაც წვდომა ჰქონდათ ბაზრებზე, ხოლო საზღვრების დაკეტვამ მათზე მძიმედ იმოქმედა, რაც აისახა დემოგრაფიულ შემცირებაში. ორივე გერმანული სახელმწიფო ამ პრობლემის მოგვარებას სხვადასხვანაირად ცდილობდა. აღმოსავლეთ გერმანია დიდი მოცულობის ფინანსურ დახმარებებს გასცემდა მოსახლეობაზე, პროგრამის ფარგლებში, რომლის დასახელებაც იყო დახმარება „სასაზღვრო რეგიონების“ და რომელიც შეიქმნა 1971 წელს, რათა სასაზღვრო მოსახლეობის გაქრობა შეეჩერებინა. ინფრასტრუქტურამ და ბიზნესებმა ნახეს სარგებელი ამ დახმარებისგან.[41]

აღმოსავლეთ გერმანიის მოსახლეობას უფრო რთული პერიოდის გავლა მოუწია, რადგან ქვეყანა უფრო ღარიბი იყო, ხოლო მთავრობა მძიმე შეზღუდვებს უწესებდა საკუთარ მოსახლეობას. სასაზღვრო ზოლის მოსახლეობა, ფაქტობრივად, გაქრა, რასაც ხელი შეუწყო მთავრობის მიერ ამ პირთა იძულებით გადასახლებამ. სასაზღვრო ქალაქებს დაუწესდათ ძალიან მძიმე შეზღუდვები: მაცხოვრებლებს აეკრძალათ ახალი სახლების აშენება, ასევე არსებული სახლების შეკეთება, რამაც არსებული ინფრასტრუქტურა განადგურების პირას მიიყვანა. [42] სახელმწიფომ მათ დასახმარებლად ცოტა რამ გააკეთა, მხოლოდ და მხოლოდ შემოსავლის 15 პროცენტის დახმარებას გასცემდა იმ პირებზე, რომლებიც ცხოვრობდნენ Sperrzone-სა და Schutzstreifen-ში; თუმცა ამ დახმარებებმა პრობლემები ვერ გადაწყვიტა და მოსახლეობის შემცირება გაგრძელდა, უმეტესად კი ახალგაზრდა მოსახლეობის, რომლებიც უკეთესი ცხოვრებისათვის სხვა ადგილებში მიდიოდნენ.[41]

გდრ-მ მძიმე ეკონომიკური დარტყმა მიიღო საკუთარი სასაზღვრო რეფორმების გატარებით. სასაზღვრო ზონა მთლიანი ტერიტორიის 6900 კმ2-ს, ექვს პროცენტზე მეტს შეადგენდა,[43] სადაც, ფაქტობრივად, გამქრალი იყო ეკონომიკური აქტივობა. რეალური შედეგი და ფასი სასაზღვრო სისტემისა დღემდე არ არის ცნობილი, რადგან წარმოადგენდა სახელმწიფო საიდუმლოებას. მხოლოდ კოშკურების აშენება ჯდებოდა 65,000 გერმანული მარკა ერთ კილომეტრზე, ხოლო მისი გაფართოება მეტალის ღობეებით 151,800 მარკა. „თანამედროვე საზღვრის“ განხორციელება 1970-იან წლებში კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვა ეკონომიკას. გდრ-ის სასაზღვრო სამხედრო ნაწილების წლიური ხარჯი 1970 წლიდან გაიზარდა წელიწადში 600 მილიონი მარკიდან 1 მილიარდ მარკამდე 1983 წელს. ადრეულ 1989 წელს, აღმოსავლეთ გერმანიის ეკონომისტებმა დაითვალეს, რომ თითო დაკავება ჯდებოდა 2.1 მილიონი მარკა, სამჯერ უფრო მეტი, ვიდრე საშუალო ტიპის მუშახელის ფასი, რომელიც სახელმწიფოსათვის მუშაობდა.[44]

ბერლინის კედელი იყო სპეციფიკური ნაწილი შიდა საზღვრისა, რომელიც იქცა რკინის ფარდის ფიზიკურ განსხეულებად, რომელიც მდებარეობდა აღმოსავლეთ გერმანიასა და დასავლეთ გერმანიას შორის. სიგრძე უშუალოდ ქალაქ ბერლინში იყო დაახლოებით 28 მილი (45 კმ) და დასავლეთ ბერლინის გარშემო დამატებით 75 მილი (120 კმ), სიმაღლე კი იყო 5 მეტრი (15 ფუტი).[45] ბერლინის კედელმა აშკარა ფიზიკური ღირებულება შეიძინა, გარდა რეალური მიზნისა და იქცა ცივი ომის სიმბოლოდ, რამაც საბოლოოდ ის პოპულარულ ტურისტულ ადგილად აქცია არა მარტო მისი არსებობის პერიოდში, არამედ გაუქმების შემდგომაც. მნახველების ზუსტი რიცხვი არ გაგვაჩნია, რადგან აღწერა არ ხდებოდა იმ პერიოდში. ძირითადად მნახველთა დათვლა ხდებოდა ორივე ქვეყნის ჯარისკაცების მიერ. მათგან მოპოვებული ინფორმაციით, ბერლინის კედელს მრავალი მნახველი ჰყავდა, როგორც გერმანიაში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. მხოლოდ 1969 წელს იგი 1.65 მილიონმა ტურისტმა მოინახულა, რომელთაგან 23,000 იყო უცხოელი.[46]

შეხედულებები საზღვარზე

რედაქტირება
 
The West German view: "Germany does not end here! The Fatherland is over there too!"

ორივე გერმანული მთავრობა სხვადასხვა პოზიციას გვთავაზობდა საზღვართან მიმართებაში. გდრ მას უყურებდა როგორც სუვერენული სახელმწიფოს საერთაშორისო საზღვარს, რომელიც ემსახურებოდა დასავლეთ ქვეყნების აგრესიის შეკავებას.[47] 1981 წლის აღმოსავლეთ გერმანიის პროპაგანდისტულ ფილმში - In Grenzer-ში („საზღვრის დაცვა“), NATO და დასავლეთ გერმანული ძალები დახასიათებული არიან, როგორც დაუნდობელი მილიტარისტები, რომლებიც ცდილობენ აღმოსავლეთ გერმანიის დაპყრობას. საზღვრის მცველების ინტერვიუებისას აღწერილია მათი მიზნის ლეგიტიმურობა და ასევე დასავლელი აგენტების, აგენტ-პროვოკატორებისა და ჯაშუშების საფრთხე. მათი კოლეგები, რომლებიც საზღვრის დაცვისას დაიღუპნენ, მოხსენიებული არიან როგორც გმირები და სკოლის მოსწავლეები მათ მემორიალს პატივს მიაგებდნენ. [48]

რაც შეეხება დასავლეთ გერმანიის პოზიციას, ისინი საზღვარს უყურებდნენ, როგორც „საბჭოთა ოკუპაციის სადემარკაციო ზონას“, და ხაზს უსვამდნენ გერმანიის დანაყოფების სისასტიკესა და უსამართლობას.[49] საზღვრის დასავლეთ მხარის გასწვრივ გამოსახული იყო ნიშნები წარწერებით: „Hier ist Deutschland nicht zu Ende – Auch drüben ist Vaterland!“ („გერმანია აქ არ მთავრდება: სამშობლო იქაც არის!).“[50]

აღმოსავლეთ გერმანია საკუთარ მოქალაქეებს საზღვრიდან შორს ამყოფებდა, ხოლო დასავლეთ გერმანია ხელს უწყობდა ტურიზმის განვითარებას ამ რეგიონში. ამის ერთ-ერთი მაგალითია გაყოფილი სოფელი Mödlareuth ბავარიაში. Associated Press-მა 1976 წლის რეპორტში აჩვენა,რომ „დასავლელი ტურისტები ავტობუსებით მიდიოდნენ სასაზღვრო ზოლებში, რათა გადაეღოთ ფოტოები ბოლო კომუნისტური ქალაქისა, რომელიც შემოსაზღვრული იყო კედლებით.“[35]

ქალაქ ზიმერაუში, ბავარიაში, 38 მეტრიანი (125 ფუტი) სათვალთვალო კოშკი (Bayernturm) აშენდა 1966 წელს, რათა ტურისტებს ჰქონოდათ შესაძლებლობა თვალი ედევნებინათ აღმოსავლეთ გერმანიის ტერიტორიებისთვის.[51] აღმოსავლეთ გერმანიის სოფლის მაცხოვრებლები, სახელწოდებით კელა, იყვნენ ტურისტების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე 1970-იან 1980-იან წლებში. ადგილი საიდანაც ხდებოდა მათზე დაკვირვება, „კელას ფანჯარა“, აშენდა შემაღლებულ გორაზე, საიდანაც ტურისტები მათ სხვადასხვა სათვალთვალო მოწყობილობებით აკვირდებოდნენ.[52] ბევრის გასაკვირად, ნუდისტური სანაპირო გაიხსნა დასავლეთ გერმანიის მხარეს 1975 წელს, რომელიც მდებარეობდა საზღვრის პირას ბალტიის ზღვასთან ტრავემიუნდეში. ვიზიტორები ხშირად ცდილობდნენ გადაეღოთ შიშველი ფოტო აღმოსავლეთ გერმანიის საგუშაგო კოშკის ქვემოთ; დასავლეთ გერმანელები ამბობდნენ „ბევრად უფრო ხშირია სათვალთვალო კოშკში აქტიურობა, ნუდისტური პლაჟის გახსნის შემდგომ“.[53][54]

შიდაგერმანული საზღვრის ნაგებობები

რედაქტირება
 
საზღვრის შემორჩენილი დაცული ნაწილი Thuringia-სა და Hesse-ს შორის: მის უკან არის სასაზღვრო ღობე დანაღმული საკონტროლო ზოლით და საპატრულო გზა. ფაქტობრივი საზღვარი მდებარეობდა ტყიანი ფერდობის ზემოთ. ფერდობზე ღია ტერიტორიის უკანა მხარეს, მონიშნული ნაწილი აღნიშნავს იმ ადგილს, სადაც 34 წლის მუშა Heinz-Josef Große დახვრიტეს 1982 წლის 29 მარტს, როდესაც ცდილობდა Republikflucht-ს („გაქცევა რესპუბლიკიდან“).

თარგი:Details

აღმოსავლეთ გერმანიის მხარეს არსებული საზღვრის ფორტიფიკაციები იყო საკმაოდ კომპლექსური სისტემა, რომელიც დაყოფილი იყო 1,300 კილომეტრზე მეტი სიგრძის (810 მილი) ნაგებობებად და უსაფრთხოების ზონებად. ნაგებობები აშენდა 1952 წელს და საბოლო სახე მიიღო 1980-იან წლებში. სასაზღვრო მცველები ამ საზღვრის ნაწილს, რომელიც გდრ-ის შემადგენლობაში იყო, მოიხსენიებდნენ როგორც freundwärts („მეგობრულ პალატას“), ხოლო იმ ნაწილს რომელიც გფრ-ის შემადგენლობაში შედიოდა feindwärts („მტრის პალატას“).[55]

აკრძალული ზონა

რედაქტირება

ადამიანი, რომელიც ცდილობდა შიდა გერმანული საზღვრის უკანონო კვეთას 1980-იან წლებში, აღმოსავლეთიდან დასავლეთში, პირველ რიგში წააწყდებოდა „აკრძალულ ზონას“ (Sperrzone). ეს იყო 5 კილომეტრის (3.1 მილი) სიგანის სივრცე, რომელიც პარალელურ ზოლში გადიოდა საზღვართან და რომელთანაც წვდომა იყო თითქმის შეუძლებელი. მის მაცხოვრებლებს აქ შესვლის და გამოსვლის უფლება მხოლოდ სპეციალურად გაცემული ნებართვით შეეძლოთ, მათ არ შეეძლოთ ამ ზონის სხვა სოფლებში გადასვლა და მათთვის ღამე მოქმედებდა კომენდანტის საათი.[43][56][57] ზონა ღობით არ იყო შემოსაზღვრული, თუმცა გზებზე იყო მრავალი საკონტროლო პუნქტი.[58]

Sperrzone-ის შორეულ ნაწილში იყო სასიგნალო ღობე (Signalzaun), გრძელი მყარი მეტალის კონსტრუქცია, რომლის სიგრძეც იყო 1.185 (736 მილი) კილომეტრი და სიმაღლე 2 (6.6 ფუტი) მეტრი. ღობე შეიცავდა დაბალი ვოლტაჟურობის ელექტრიფიცირებულ ეკლიან მავთულს. როდესაც მავთულს ეხებოდა ან ცდილობდა გადაჭრას პიროვნება, აქტიურდებოდა დაცვის სიგნალი, რათა საზღვრის დაცვას გაეგო გაქცევის ფაქტის შესახებ.[59]

დამცავი ზოლი

რედაქტირება

სასიგნალო ღობის მეორე მხარეს მდებარეობდა 500-დან 1000 მეტრამდე (1600-დან 3000 ფუტამდე) სიდიდის მკაცრად დაცული „დამცავი ზოლი“ (Schutzstreifen), რომელიც უშუალოდ საზღვარს ესაზღვრებოდა.[58] მას აკონტროლებდნენ საზღვრის მთელ სიგრძეზე აშენებულ ბეტონის, ფოლადისა და ხის საგუშაგო კოშკებში მყოფი მესაზღვრეები. 1989 წლისთვის აშენდა დაახლოებით 700 ასეთი საგუშაგო კოშკი;[59] თითოეული აღჭურვილი იყო მძლავრი 1000 ვატიანი მბრუნავი პროჟექტორით (Suchscheinwerfer) და სროლის პორტებით, რათა მცველებს შესაძლებლობა ჰქონოდათ ცეცხლი გაეხსნათ საზღვრის დატოვების გარეშე.[60] მათი შესასვლელები ყოველთვის განლაგებული იყო აღმოსავლეთ გერმანიის მიმართულებით, ამიტომ დასავლეთ გერმანიაში მყოფი მეთვალყურეები ვერ ხედავდნენ მცველების შესვლასა და გამოსვლას. დაახლოებით 1000 ორკაციანი სადამკვირვებლო ბუნკერი ასევე იდგა საზღვრის სიგრძეზე.[60]

მცველი ძაღლები გამოიყენებოდნენ გაქცეულებისთვის დამატებითი შემაკავებელი მოქმედების უზრუნველსაყოფად. ძაღლების ვოლიერები (Kettenlaufanlagen), რომლებსაც ჰქონდათ 100 მეტრამდე (330 ფუტი) სიგრძის მავთული და რომელზეც დიდი ძაღლი იყო მიბმული, დამონტაჟებული იყო საზღვრის ყველაზე მაღალი რისკის ნაწილებზე. ძაღლებს დროდადრო უშვებდნენ მიმდებარე გალიებში ან ღობის დაზიანებულ მონაკვეთებში.[61]

 
სასაზღვრო სიმაგრეების დაცული მონაკვეთი Hötensleben-ში. მარცხნივ არის საპატრულო გზა; პირველადი კონტროლის ზოლი გადის მის პარალელურად შუა ნაწილში; მის მიღმა აღმართულია ჩეხური ტანკსაწინააღმდეგო ზღარბის ბარიკადები და სასაზღვრო კედელი.

მესაზღვრეები იყენებდნენ ამინდმედეგ საპატრულო გზას (Kolonnenweg) საზღვრის პატრულირებისათვის და საზღვრის გადმოკვეთის მცდელობისთანავე, სწრაფად ახერხებდნენ შემთხვევის ადგილზე მისვლას. საპატრულო გზა შედგებოდა პერფორირებული ბეტონის ბლოკების ორი პარალელური ხაზისგან, რომელიც მიჰყვებოდა საზღვარს დაახლოებით 900 კილომეტრის მანძილზე (560 მილი).[62]

„Kolonnenweg“-ის გვერდით იყო ერთ-ერთი საკონტროლო ზოლი (Kontrollstreifen), რომელიც მიჰყვებოდა ღობეებს პარალელურად, საზღვრის თითქმის მთელს სიგრძეზე. ასევე იყო ორი საკონტროლო ზოლი, რომლებიც ღობეების შიდა მხარეს მდებარეობდა. მეორადი „K2“ ზოლი, 2 მეტრი (6.6 ფუტი) სიგანით, გადიოდა სასიგნალო ღობის გასწვრივ, ხოლო პირველადი „K6“ ზოლი, 6 მეტრი (20 ფუტი) სიგანით, გადიოდა გალავნის ან კედლის შიგნით.[63] იმ ადგილებში, სადაც საზღვარი დაუცველი იყო, საკონტროლო ზოლი ღამით განათებული იყო მაღალი ინტენსივობის პროჟექტორებით (Beleuchtungsanlage), რომლებიც ასევე გამოიყენებოდა იმ ადგილებში, სადაც მდინარეები კვეთდნენ საზღვარს.[61]

ნებისმიერი, ვინც შეეცდებოდა საკონტროლო ზოლების გადაკვეთას, ტოვებდა ნაკვალევს, რისი გამოვლენაც მესაზღვრეებს სწრაფად შეეძლოთ. ეს საშუალებას აძლევდა მათ დაედგინათ სხვაგვარად შეუმჩნეველი გაქცევის მცდელობები, ჩაენიშნათ რამდენმა ადამიანმა გადაკვეთა საზღვარი, სად და დღის რომელ საათებში ხდებოდა გაქცევის მცდელობები. ამ ინფორმაციის მიხედვით, მესაზღვრეებს შეეძლოთ დაედგინათ სად და როდის იყო საჭირო პატრულირების გაზრდა, სად იყო საჭირო გაუმჯობესებული მეთვალყურეობა და რომელ ტერიტორიებს ესაჭიროებოდათ დამატებითი გამაგრება.[63]

ანტი-სატრანსპორტო ბარიერები დამონტაჟდა პირველადი საკონტროლო ზოლის მეორე მხარეს. ზოგიერთ ადგილას, ჩეხური ტანკსაწინააღმდეგო ზღარბი, რომელიც გერმანულად ცნობილია როგორც Panzersperre ან Stahligel, გამოიყენებოდა მანქანების მხრიდან საზღვრის გადაკვეთის პრევენციისათვის. სხვაგან, V-ის ფორმის ანტი-სატრანსპორტო თხრილები, რომლებიც ცნობილია როგორც Kraftfahrzeug-Sperrgraben (KFZ-Sperrgraben) დამონტაჟდა საზღვრის გასწვრივ 829 კილომეტრზე (515 მილი) და არ იყო დამონტაჟებული მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც ბუნებრივი დაბრკოლებები, როგორიცაა მდინარეები, ხევები ან ხშირი ტყეები ასეთ ბარიერებს არასაჭიროს ქმნიდა.[64]

გარე ღობე, კედლები და დანაღმული ველები

რედაქტირება

გარე ღობეები აშენდა რამდენიმე ეტაპად, დაიწყო 1952 წლის მაისიდან საზღვრის თავდაპირველი გამაგრებით. თავდაპირველად მხოლოდ ერთი მავთულის ღობე (Stacheldrahtzaun) იყო აგებული, რომელიც იდგა 1,2-დან 2,5 მეტრამდე (3,9 და 8.2 ფუტი) სიმაღლეზე, რეალურ სასაზღვრო ხაზთან ძალიან ახლოს.[65] იგი ჩანაცვლდა 1950-იანი წლების ბოლოს უფრო მყარად აშენებული მავთულხლართების პარალელური რიგებით.[66]

 
SM-70 გააქტიურებული პირდაპირ მიმართული ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი, რომელიც დამონტაჟებულია ღობეზე. კონუსი შეიცავდა ფეთქებად მუხტს, რომელიც გააქტიურებისას ისროდა ნამსხვრევებს.

„მესამე თაობის“ გაცილებით მყარად აშენებული ღობე, დამონტაჟდა 1960-80-იანი წლების გაუმჯობესების მიმდინარე პროგრამის ფარგლებში. ღობის ხაზმა გადაიწია უკან, რომ შექმნილიყო გარე ზოლი ღობესა და რეალურ საზღვარს შორის. მავთულხლართები შეიცვალა 3.2-4.0 მეტრის სიმაღლის ბარიერით. იგი აშენდა ლითონის ბადისებრი (Metallgitterzaun) პანელებით. ბადის ხვრელები (ღიობები), როგორც წესი, ძალიან ბასრი და პატარა იყო თითების ჩასაჭიდად. პანელების მოშლა ან გაჭრა რთული იყო, რადგან ისინი ერთმანეთს ნაწილობრივ ფარავდნენ. არც გვირაბის ადვილად გაყვანა იყო შესაძლებელი, რადგან ღობეების ქვედა ნაწილი ნაწილობრივ მიწაში იყო ჩაფლული. რიგ ადგილებში, უფრო მარტივად აშენებული ღობეები (Lichtsperren), რომლებიც შედგებოდა ბადისგან და მავთულხლართებისგან, შემოსაზღვრავდა საზღვარს.[61]

ღობეები არ იყო უწყვეტი და რამდენიმე ადგილას შეიძლება გადაკვეთილიყო. დამონტაჟდა ჭიშკრები, რათა მცველებს ჰქონოდათ პატრულირების შესაძლებლობა და ინჟინრებს ჰქონოდათ წვდომა ბარიერის გარეგნულ მხარეზე, მის დასაცავად.[61]

გარკვეულ ადგილებში, საზღვრის მიმდებარე სოფლები შემოღობილი იყო 3-4 მეტრის (9.8–13.1 ფუტი) სიმაღლის ხის ღობეებით (Holzlattenzaun) ან ბეტონის კედლებით (Betonsperrmauern). საზღვრის მიმდებარე შენობებში ფანჯრები იყო აგურის. შენობები, რომლებიც განიხილებოდა საზღვართან ძალიან ახლოს მდებარედ, დაანგრიეს. ბარიერული კედლები იდგა საზღვრის მხოლოდ მცირე ნაწილის გასწვრივ - 1989 წლისთვის შეადგინა მთლიანი სიგრძის 29,1 კილომეტრი (18,1 მილი).[63]

1966 წლის დასაწყისში საზღვრის სიგრძის დაახლოებით ნახევარზე დამონტაჟდა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები; 1980-იანი წლებისთვის, საბჭოთა წარმოების სხვადასხვა ტიპის დაახლოებით 1,3 მილიონი ნაღმი იყო დამონტაჟებული.[67] გარდა ამისა, 1970 წლიდან გარე ღობე დანაღმული იყო დაახლოებით 60,000 SM-70 (Splittermine-70) მიმართულების ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმით. მათი გააქტიურება ხდებოდა სროლის მექანიზმთან დაკავშირებული სადენებით. მოწყობილობა პოტენციურად სასიკვდილო იყო 120 მეტრის დიაპაზონში (390 ფუტი). ნაღმები საბოლოოდ განადგურდა 1984 წლის ბოლოს, აღმოსავლეთ გერმანიის მთავრობის საერთაშორისო დაგმობის გამო.[68]

სასაზღვრო ხაზი

რედაქტირება

1960-იანი წლების ბოლომდე, საფორტიფიკაციო ნაგებობები აშენებული იყო თითქმის ფაქტობრივ სასაზღვრო ხაზამდე. როდესაც „მესამე თაობის“ სიმაგრეები აშენდა, ღობეებმა გადაიწია უკან 20 მეტრიდან (66 ფუტი) 2 კილომეტრამდე (1,2 მილი). ამან მცველებს ცეცხლის გახსნის მკაფიო ველი მისცა, რომ მიზანში ამოეღოთ გაქცეულები დასავლეთისაკენ გასროლის გარეშე და შეენარჩუნებინათ ბუფერული ზონა უსაფრთხოდ, სადაც ინჟინრებს შეეძლებოდათ ემუშავათ აღმოსავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე გალავნის გარე იერსახეზე. გარე ზოლზე წვდომა ძალიან მკაცრად კონტროლდებოდა, იმის უზრუნველსაყოფად, რომ თავად მცველებს გაქცევის ცდუნება არ ჰქონოდათ. მიუხედავად იმისა, რომ დასავლური წყაროების მიერ ხშირად აღწერილია, როგორც „არავის მიწა“, იგი დე იურე იყო მთლიანად აღმოსავლეთ გერმანიის ტერიტორია და გაქცეულები შეიძლება დაპატიმრებულიყვნენ ან დახვრეტილიყვნენ.[69] დასავლელებს ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებოდათ და შესაბამისად არ შეეძლოთ გაქცეულთა დახმარება.

რეალური სასაზღვრო ხაზი დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიას შორის მდებარეობდა გარე ზოლის შორეულ მხარეს. იგი მონიშნული იყო გრანიტის ქვებისაგან (Grenzsteine) ამოკვეთილი ასოებით - „DDR“. დაახლოებით 2600 განსხვავებული აღმოსავლეთ-გერმანული ბეტონის სასაზღვრო სვეტი (Grenzsäule ან Grenzpfähle) დამონტაჟდა სასაზღვრო ხაზის უკან, დაახლოებით 500 მეტრის ინტერვალით. აღმოსავლეთ გერმანიის ლითონის გერბი (Staatsemblem) დამაგრებული იყო სვეტებზე დასავლეთ გერმანიის მიმართულებით.[32]

დასავლეთ გერმანიის მხარეს, უმეტეს რაიონებში არ იყო რაიმე სახის გამაგრება და არც საპატრულო გზები. გამაფრთხილებელი ნიშნები (Grenzschilder) ისეთი წარწერებით, როგორიცაა „Achtung! Zonengrenze“ („საშიშროება! ზონალური საზღვარი!“) ან „Halt! Hier Zonengrenze“ („შეჩერდი! აქ ზონალური საზღვარია“) ატყობინებდა ვიზიტორებს საზღვრის შესახებ. უცხოელ სამხედრო მოსამსახურეებს შეზღუდული ჰქონდათ საზღვართან მიახლოება, რათა თავიდან აცილებულიყო შეტაკებები ან სხვა არასასურველი ინციდენტები. ინგლისურ და გერმანულ ენებზე არსებულ ნიშნებზე იყო ინფორმაცია საზღვრამდე მანძილის შესახებ, რათა საზღვრის გაუფრთხილებელი გადაკვეთა თავიდან ყოფილიყო აცილებული. ასეთი შეზღუდვა არ ვრცელდებოდა დასავლელ მშვიდობიან სამოქალაქო მოსახლეობაზე, რომლებსაც თავისუფლად შეეძლოთ გადაეკვეთათ სასაზღვრო ხაზი.[32]

აღმოსავლეთ გერმანიის საზღვაო საზღვარი

რედაქტირება
Deutsche Grenzpolizei (GDR border police) patrol boat off the East German island of Rügen, December 1955
Armed GDR border police patrolling a beach on the island of Rügen, 1956

გერმანიის შიდა სასაზღვრო სისტემა ვრცელდებოდა ბალტიის სანაპიროზეც, რომელსაც ეწოდა ასევე „ლურჯი საზღვარი“ ან გდრ-ის საზღვაო საზღვარი. სანაპირო ზოლი ნაწილობრივ გამაგრებული იყო დასავლეთ გერმანიის პორტის ტრავემიუნდეს მოპირდაპირედ მდინარე ტრავეს აღმოსავლეთის შესართავთან. საგუშაგო კოშკები, კედლები და ღობეები იდგა ჭაობიანი სანაპირო ზოლის გასწვრივ, რათა თავიდან აცილებულიყო გაქცევის მცდელობები. წყალი კონტროლდებოდა მაღალსიჩქარიანი აღმოსავლეთ-გერმანული ნავებით. გერმანიის შიდა საზღვრის უწყვეტი ხაზი მთავრდებოდა პრივოლის ნახევარკუნძულზე. პრივოლის ნახევარკუნძულიდან ბოლტენჰაგენამდე, მეკლენბურგის აღმოსავლეთ სანაპიროდან დაახლოებით 15 კილომეტრის (49,000 ფუტი) მანძილზე, გდრ-ის სანაპირო ზოლი იყო შეზღუდული წვდომის „დამცავი ზოლის“ ან Schutzgebiet-ის ნაწილი. უსაფრთხოების კონტროლი დაწესდა დანარჩენ სანაპიროზე, ბოლტენჰაგენიდან პოლონეთის საზღვრამდე, მათ შორის იქ მდებარე კუნძულებზე და ნახევარკუნძულებზე.[30]

გდრ-მ ბალტიისპირეთის სანაპირო ზოლის გასწვრივ დანერგა უსაფრთხოების სხვადასხვა ზომები, რათა ხელი შეეშალა გაქცევის მცდელობებისათვის. კემპინგი და ნავებზე წვდომა მკაცრად შეზღუდული იყო [30]. ბალტიის სანაპირო ზოლის გასწვრივ აშენდა 27 საგუშაგო კოშკი.[70] თუ საეჭვო გაქცევის მცდელობა დაფიქსირდებოდა, ჩქაროსნული საპატრულო ნავები გაიგზავნებოდნენ მათ დასაკავებლად. მძლავრი მობილური პროჟექტორებით აღჭურვილი შეიარაღებული პატრული აკონტროლებდა პლაჟებს.[71]

გაქცეულებმა მიდიოდნენ მაკლენბურგის დასავლეთ (დასავლეთ გერმანიის) სანაპიროს, დანიის პორტ გედსერის, სამხრეთ დანიის კუნძულების - ლოლანდისა და ფალსტერის, ან უბრალოდ საერთაშორისო გადაზიდვის ხაზების მიმართულებით, იმ იმედით, რომ გამვლელი სატვირთო გემი მათ მიიღებდა. თუმცა, ბალტიის ზღვა უკიდურესად საშიში გაქცევის გზა იყო. საერთო ჯამში, სავარაუდოდ, თვრამეტი ადამიანი დაიღუპა ბალტიის გავლით გაქცევის მცდელობისას.[72]

ზოგიერთმა აღმოსავლეთ გერმანელმა გაქცევა სცადა ბალტიის ნავსადგურებში აღმოსავლეთ გერმანიის გემებიდან გადახტომით. იმდენმა აღმოსავლეთ გერმანელმა სცადა გაქცევა დანიის პორტებში, რომ ნავსადგურში დამონტაჟდა დამატებითი სამაშველო აღჭურვილობა, იქ, სადაც აღმოსავლეთ გერმანიის გემები ჩერდებოდნენ. გდრ-ის მთავრობამ ამ ქმედებას უპასუხა სამგზავრო გემებზე შეიარაღებული Transportpolizei (Trapos) განლაგებით, რათა გაქცევის მცდელობებს ძალისმიერად გამკლავებოდნენ. 1961 წლის აგვისტოში, Trapos-მა გამოიწვია საერთაშორისო ინციდენტი დანიის პორტ გედსერში, როდესაც მათ სცემეს გაქცევის მცდელობისას პირი და ცეცხლი გაუხსნეს ნავსადგურში დანიურ ნავს. მეორე დღეს ათასობით დანიელი გამოვიდა პროტესტის ნიშნად „Vopo-ს (Volkpolizei) მეთოდების" წინააღმდეგ. საბოლოოდ, GDR-ის მოსახლეობას შეუზღუდეს ისედაც შეზღუდული მოგზაურობის უფლებები.[73]

სამდინარო საზღვრები

რედაქტირება
Sparnberg on the Saale in the mid-1980s, enclosed behind a concrete wall
High-speed GDR river patrol boat, equipped with searchlights to detect escapees

საზღვარი ასევე გადიოდა ცენტრალური გერმანიის სამი ძირითადი მდინარის ნაწილზე; მდინარის საზღვრები განსაკუთრებით პრობლემური იყო; მიუხედავად იმისა, რომ დასავლელი მოკავშირეები და დასავლეთ გერმანია თვლიდნენ, რომ სადემარკაციო ხაზი გადიოდა აღმოსავლეთ სანაპიროზე, აღმოსავლეთ გერმანელები და საბჭოელები ამტკიცებდნენ, რომ იგი მდებარეობდა მდინარის შუაგულში (ტალვეგის პრინციპი). პრაქტიკაში, სანაოსნო გზები თანაბრად იყო განაწილებული, მაგრამ სანავიგაციო არხები ხშირად ჩამორჩებოდა საზღვარს. ამან გამოიწვია დაძაბული დაპირისპირება, რადგან აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიის გემები ცდილობდნენ დაემტკიცებინათ წყლის გზებზე თავისუფალი გავლის უფლება.[74]

მდინარეებს ისეთივე მკაცრად იცავდნენ, როგორც საზღვრის სხვა ნაწილებს. ელბაზე, აღმოსავლეთ გერმანიას ჰქონდა ფლოტი, რომელიც შემდგარი იყო დაახლოებით 30 სწრაფი საპატრულო გემისგან, ხოლო დასავლეთ გერმანიას ჰყავდა დაახლოებით 16 საბაჟო გემი. მდინარის სასაზღვრო სისტემა განსაკუთრებულ თვალყურს ადევნებდა გაქცეულებს, რომელთაგან ბევრი დაიხრჩო გადაკვეთის მცდელობისას.[75] ომის ბოლო დღეებში აფეთქებული მრავალი ხიდი ნანგრევებად იყო ქცეული, ხოლო სხვა გადარჩენილი ხიდები აღმოსავლეთ გერმანიის მხარეს გადაკეტილი ან დანგრეული იყო.[76] არ იყო საბორნე გადასასვლელები და მდინარის ბარჟები მკაცრად მოწმდებოდა გდრ-ის მესაზღვრეების მიერ.[77] გაქცევის მცდელობების თავიდან ასაცილებლად, აღმოსავლეთ გერმანიის მდინარის ნაპირები გადაიკეტა ლითონის ღობეებისა და ბეტონის კედლების უწყვეტი ხაზით. ელბაზე, Rüterberg-ში, სასაზღვრო სიმაგრეებმა ალყა შემოარტყეს სოფელს და მოწყვიტეს მოსახლეობა როგორც აღმოსავლეთ გერმანიას, ასევე დასავლეთს.[78]

გერმანიის შიდა საზღვრის მესაზღვრეები

რედაქტირება
 
აღმოსავლეთი გერმანიის საზღვრის მცველი კონრად შუმანი გარბის აღმოსავლეთ გერმანიიდან,1961.

გერმანიის შიდა საზღვრის მესაზღვრეები შედგებოდნენ ათიათასობით სამხედრო, ნახევრადსამხედრო შენაერთებისა და სამოქალაქო პერსონალისგან, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ გერმანიიდან, ასევე დიდი ბრიტანეთიდან, შეერთებული შტატებიდან და თავდაპირველად საბჭოთა კავშირიდანაც.

აღმოსავლეთ გერმანია

რედაქტირება
Border Troops of the GDR (Grenztruppen), 1979.
Border Reconnaissance (Grenzaufklärungszug) soldier, 1979

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, საზღვრის აღმოსავლეთ გერმანიის მხარეს თავდაპირველად საბჭოთა NKVD-ის (მოგვიანებით KGB) სასაზღვრო ჯარები (Pogranichnyie Voiska) იცავდნენ. მათ 1946 წლიდან დაემატა ადგილობრივი გასამხედროებული ძალები, გერმანიის სასაზღვრო პოლიცია (Deutsche Grenzpolizei ან DGP), სანამ საბჭოთა კავშირი 1955/56 წლებში აღმოსავლეთ გერმანიის საზღვარზე სრულ კონტროლს დაამყარებდა. 1961 წელს DGP გადაკეთდა ეროვნულ სახალხო არმიაში (Nationale Volksarmee, NVA) არსებულ სამხედრო ძალად. GDR-ის სასაზღვრო ჯარები (Grenztruppen der DDR ან Grenzer) მოექცნენ NVA-ს სასაზღვრო სარდლობის ან Grenzkommando-ს ქვეშ. მათ ევალებოდათ დასავლეთ გერმანიასთან, ჩეხოსლოვაკიასთან, პოლონეთთან, ბალტიის ზღვასთან და დასავლეთ ბერლინთან არსებული საზღვრების უსაფრთხოებისა და დაცვის უზრუნველყოფა. Grenzetruppen-ი შედგებოდა მაქსიმუმ 50,000 პერსონალისაგან.[79]

Grenztruppen-ის დაახლოებით ნახევარი იყო წვევამდელი, რაც უფრო დაბალი მაჩვენებელია, ვიდრე აღმოსავლეთ გერმანიის შეიარაღებული ძალების სხვა ნაწილებში. ბევრი პოტენციური რეკრუტი შეფასდა, როგორც პოტენციურად არასანდო; მაგალითად, აქტიურად რელიგიური პირები ან ვისაც ჰყავდა ახლო ნათესავები დასავლეთ გერმანიაში. ყველა მათგანი ექვემდებარებოდა მკაცრ შემოწმებას მათი პოლიტიკური სანდოობის უზრუნველსაყოფად და უტარდებოდათ ინტენსიური იდეოლოგიური სწავლებები.[80]

გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საიდუმლო პოლიციის სპეციალური განყოფილების თანამშრომლები ფარულად მუშაობდნენ Grenztruppen-ში, როგორც ჩვეულებრივი მესაზღვრეები, 1968-1985 წლებში პოტენციური დეზერტირების მოსაშორებლად.[81] ისინი რეგულარულად იღებდნენ ინტერვიუს და ინახავდნენ ჩანაწერებს თითოეულ მცველზე. ისინი უშუალოდ იყვნენ პასუხისმგებელნი უსაფრთხოების ზოგიერთ ასპექტზე; საზღვარზე საპასპორტო კონტროლის სადგურები დაკომპლექტებული იყო უშიშროების სამინისტროს ოფიცრებით, რომლებსაც Grenztruppen-ის ფორმა ეცვათ.[82]

Grenztruppen-ს ყურადღებით ადევნებდნენ თვალყურს, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ისინი არ გამოიყენებდნენ შიდა ინფორმაციას გაქცევისთვის. პატრული, საგუშაგო კოშკები და სადამკვირვებლო პუნქტები ყოველთვის ორი-სამი მცველით იყო დაკომპლექტებული. თუ მცველი გაქცევას შეეცდებოდა, კოლეგებს ეძლეოდათ ინსტრუქცია, ესროლათ მისთვის უყოყმანოდ და წინასწარი გაფრთხილების გარეშე; [82] 2,500 გაიქცა დასავლეთში, 5,500 დაიჭირეს და მიუსაჯეს ხუთ წლამდე პატიმრობა,[83], რამდენიმე დახვრიტეს და მოკლეს ან დაჭრეს გაქცევის მცდელობისას.

მესაზღვრეების სამუშაო მოიცავდა სარემონტო სამუშაოების ჩატარებასაც, ზონის დაკვირვებას საგუშაგო კოშკებიდან და ბუნკერებიდან და ხაზის პატრულირებას დღეში რამდენჯერმე. სასაზღვრო დაზვერვის (Grenzaufklärungszug ან GAK) ჯარისკაცები, ელიტური სადაზვერვო ძალები, პატრულირებდნენ და აგროვებდნენ სადაზვერვო ინფორმაციას ღობის დასავლეთ მხარეს. GAK-ების მიერ მუდმივად ხდებოდა საზღვრის დასავლელი სტუმრების ფოტოებზე აღბეჭდვა, ისინი ასევე აკონტროლებდნენ სამუშაო რაზმებს, რომლებიც იცავდნენ ღობეს. მუშებს, თუ ისინი გაქცევას შეეცდებოდნენ, ესროდნენ ტყვიამფრქვევებიდან.[84]

დასავლეთ გერმანია

რედაქტირება
 
დასავლეთ გერმანიის Bundesgrenzschutz-ის პერსონალი, მშვიდობიანი მოქალაქეები და აღმოსავლეთ გერმანიის საზღვრის მცველი სასაზღვრო ხაზის საპირისპირო მხარეებზე, ქალაქ ჰერნბურგში Lübeck-ის მახლობლად.

დასავლეთ გერმანიის რამდენიმე სახელმწიფო ორგანიზაცია პასუხისმგებელი იყო საზღვრის დასავლეთ მხარის პატრულირებაზე. მათ შორის იყო Bundesgrenzschutz (BGS, ფედერალური საზღვრის დაცვა), Bayerische Grenzpolizei (ბავარიის სასაზღვრო პოლიცია) და Bundeszollverwaltung (ფედერალური საბაჟო ადმინისტრაცია).[32] დასავლეთ გერმანიის არმიის დანაყოფები არ იყვნენ უფლებამოსილი მიახლოებოდნენ საზღვარს BGS-ს პერსონალის თანხლების გარეშე.[2]

BGS, დაარსებული 1951 წელს, პასუხისმგებელი იყო საზღვრის შიდა პერიმეტრის 30 კილომეტრის (19 მილი) დაცვაზე.[85] მისი 20,000 თანამშრომელი აღჭურვილი იყო ჯავშანმანქანებით, ტანკსაწინააღმდეგო იარაღით, ვერტმფრენებით, სატვირთო მანქანებით და ჯიპებით. BGS-ს ჰქონდა შეზღუდული საპოლიციო უფლებამოსილება საფრთხეების აღმოსაფხვრელად.[86] 1972 წლამდე, მოხალისეების გარდა, წვევამდელების გაწვევა შესაძლებელი იყო სასაზღვრო სავალდებულო სამსახურში.[87]

Bundeszollverwaltung (BZV) პასუხისმგებელი იყო გერმანიის შიდა საზღვრის დიდი ნაწილის პატრულირებაზე და დასავლეთ გერმანიის გადასასვლელების დაკომპლექტებაზე. პერსონალი ოჯახებთან ერთად ცხოვრობდა საზღვრის გასწვრივ მდებარე დასახლებებში და ისინი ასრულებდნენ რეგულარულ საპოლიციო დავალებებს საზღვრის დაახლოებით 10 კილომეტრის (6,2 მილი) სიღრმის ზონაში. მათ ჰქონდათ უფლება დაეკავებინათ და გაეჩხრიკათ ბრალდებულები თავიანთ საოპერაციო არეალში, გარდა ბავარიის საზღვრის მონაკვეთისა.[88] BZV-ის უფლებამოსილება მნიშვნელოვნად ფარავდა BGS-ის უფლებამოსილებას, რამაც გამოიწვია გარკვეული დაპირისპირება ამ ორ უწყებას შორის.[86]

Bayerische Grenzpolizei (BGP) იყო სასაზღვრო პოლიციის ძალა, რომელიც გაწვრთნა ბავარიის მთავრობამ საპოლიციო მოვალეობების შესასრულებლად გერმანიის შიდა საზღვრის 390 კილომეტრზე (240 მილი), ბავარიაში. 1960-იანი წლების ბოლოს, BGP-ს ჰყავდა ექვსასი ადამიანი, რომლებიც პატრულირებდნენ მისი საზღვრის ნაწილში, BZV-ს, BGS-სა და აშშ-ს არმიასთან ერთად. მისი მოვალეობები ძალიან ჰგავდა BZV-ის მოვალეობებს, რაც იწვევდა დაპირისპირება ორ უწყებას შორის.[89]

დასავლელი მოკავშირეები

რედაქტირება
United States Army personnel meet with Bundesgrenzschutz officers, 1979.
Joint British Army – British Frontier Service patrol near Helmstedt, early 1970s

ბრიტანეთის არმია ახორციელებდა შედარებით იშვიათ პატრულირებას გერმანიის შიდა საზღვარზე, ძირითადად სასწავლო მიზნებისთვის და სიმბოლური ღირებულებისთვის. 1970-იანი წლებისთვის ის თვეში მხოლოდ ერთ პატრულირებას ახორციელებდა, იშვიათად იყენებდა ვერტმფრენებს ან სახმელეთო რადარებს და არ აშენებდა მუდმივ სადამკვირვებლო პუნქტებს. ბრიტანეთის სასაზღვრო ზონა დაყოფილი იყო ორ სექტორად, რომელიც ფარავდა საზღვრის გასწვრივ დაახლოებით 650 კილომეტრის (400 მილი) მანძილს.[90] ამერიკელებისგან განსხვავებით, ბრიტანელებს არ დაუვალებიათ კონკრეტული ნაწილებისთვის სასაზღვრო მოვალეობის განხორციელება, მაგრამ როტაციას ახდენდნენ რაინის ბრიტანული არმიის დივიზიებს შორის.[91]

საზღვარზე ასევე პატრულირებდა ბრიტანეთის სასაზღვრო სამსახური, დასავლეთის საზღვრის ზედამხედველობის ყველაზე პატარა ორგანიზაცია. მისი პერსონალი მსახურობდა როგორც საკომუნიკაციო არხი ბრიტანეთის სამხედრო და პოლიტიკურ ინტერესებსა და საზღვარზე მყოფ გერმანულ სააგენტოებს შორის.[92] ის დაიშალა 1991 წელს გერმანიის გაერთიანების შემდეგ.[93]

შეერთებული შტატების არმია უწყვეტად იმყოფებოდა გერმანიის შიდა საზღვარზე მთელი პერიოდის განმავლობაში, 1945 წლიდან ცივი ომის დასრულებამდე. რეგულარული ამერიკელი ჯარისკაცები იცავდნენ საზღვარს ომის დასრულებიდან, სანამ ისინი 1946 წელს არ შეცვალეს შეერთებული შტატების საპოლიციო ძალებით,[94] რომელიც დაიშალა 1952 წელს, მას შემდეგ, რაც საპოლიციო მოვალეობები გადაეცა გერმანიის ხელისუფლებას. იგი ჩანაცვლდა სამი ჯავშან-საკავალერიო პოლკით, რომლებსაც ევალებოდათ მუდმივი თავდაცვის უზრუნველყოფა.[95] მე-3 ჯავშან-კავალერიის პოლკი ბამბერგში, მე-2 ჯავშან-კავალერიის პოლკი ნიურნბერგში და მე-14 ჯავშან-კავალერიის პოლკი, რომელიც დაფუძნებული იყო ფულდის რაიონში - მოგვიანებით შეიცვალა მე-11 ჯავშან-კავალერიის პოლკით - რომელიც აკონტროლებდა საზღვარს სადამკვირვებლო პუნქტების, სახმელეთო და საჰაერო პატრულირების გამოყენებით და აგროვებდა სადაზვერვო ინფორმაციას ვარშავის პაქტის საქმიანობის შესახებ.[96]

სასაზღვრო კონტაქტები

რედაქტირება
Roll of East German propaganda leaflets in a canister which was fired across the border during the "leaflet war" between East and West Germany
East German border guards near Mackenrode, Thuringia, walking past a propaganda caricature of West German Chancellor Konrad Adenauer. The caption reads: "He who aims high shall fall a long way."

მცირე არაფორმალური კონტაქტი არსებობდა ორ მხარეს შორის; აღმოსავლეთ გერმანიის მცველებს ეძლეოდათ ბრძანება არ დალაპარაკებოდნენ დასავლელებს.[97] 1970-იან წლებში აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიას შორის détente-ს ინიციატივის დაწყების შემდეგ, ორივე მხარემ წამოიწყო პროცედურები ფორმალური კონტაქტების შესანარჩუნებლად 14 პირდაპირი სატელეფონო კავშირის ან Grenzinformationspunkte-ის (GIP, „სასაზღვრო ინფორმაციის პუნქტები“) მეშვეობით. ისინი გამოიყენებოდა საზღვარზე არსებული ადგილობრივი პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა წყალდიდობა, ტყის ხანძარი ან მაწანწალა ცხოველები.[98]

მრავალი წლის განმავლობაში, ორივე მხარე აწარმოებდა პროპაგანდისტულ ბრძოლას საზღვრის მიღმა, პროპაგანდისტული ნიშნებისა და ერთმანეთის ტერიტორიაზე გასროლილი ან ჩამოგდებული ბროშურების კასრებით.[99] დასავლეთ გერმანული ბროშურების მიზანი იყო შეერყიათ აღმოსავლეთ გერმანიის მესაზღვრეების მზადყოფნა ესროლათ იმ ლტოლვილების მისამართით, რომლებიც ცდილობდნენ საზღვრის გადაკვეთას, ხოლო აღმოსავლეთ გერმანიის ბროშურები ავრცელებდნენ გდრ-ის შეხედულებას დასავლეთ გერმანიაზე, როგორც მილიტარისტულ რეჟიმზე, რომელიც აპირებდა გერმანიის 1937 წლის საზღვრების აღდგენას.[99][100]

1950-იან წლებში დასავლეთ გერმანია ყოველწლიურად მილიონობით პროპაგანდისტულ ბროშურას გზავნიდა აღმოსავლეთ გერმანიაში. მხოლოდ 1968 წელს აღმოსავლეთ გერმანიიდან დასავლეთში გასროლილი იქნა ოთხი ათასზე მეტი საარტილერიო ჭურვი, რომელშიც მოთავსებული იყო თითქმის ნახევარი მილიონი ბროშურა. კიდევ ექვსასი წყალგაუმტარი აღმოსავლეთ გერმანიის ბროშურების კონტეინერი ამოღებული იქნა საზღვრისპირა მდინარეებიდან.[100] „ბროშურების ომი“ საბოლოოდ დასრულდა ორმხრივი შეთანხმებით 1970-იანი წლების დასაწყისში, როგორც ორ გერმანულ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების ნორმალიზების ნაწილი.[99]

გერმანიის შიდა საზღვრის გადაკვეთა

რედაქტირება

თარგი:Details

 
სასაზღვრო პუნქტები გერმანიის შიდა საზღვარზე, 1982[101]
 
დასავლეთ გერმანიის მატარებლების გადასვლა აღმოსავლეთ გერმანიაში. 1977 წლის ეს გამოსახულება გვიჩვენებს, თუ როგორი იყო ლიანდაგებთან აგებული ბარიერები, რისი გამოც ხალხს მასთან მიახლოება არ შეეძლო.

გერმანიის შიდა საზღვარი არასოდეს ყოფილა მთლიანად ჩაკეტილი ორი კორეის საზღვრის მსგავსად და ცივი ომის განმავლობაში შესაძლებელი იყო ორივე მხრიდან საზღვრის გადაკვეთა.[57] ბერლინის მმართველობის შესახებ ომისშემდგომი შეთანხმებები აზუსტებდა, რომ დასავლეთის მოკავშირეებს უნდა ჰქონოდათ წვდომა ქალაქზე, განსაზღვრული საჰაერო, საგზაო, სარკინიგზო და მდინარის დერეფნებით. ამ შეთანხმებას იცავდნენ და პატივს სცემდნენ საბჭოთა და აღმოსავლეთ გერმანელები, თუმცა ადგილი ჰქონდა პერიოდულ შეფერხებებისა და მოგზაურთა შევიწროებას. 1948 წლის ბერლინის ბლოკადის დროსაც კი შესაძლებელი იყო მარაგის შემოტანა საჰაერო გზით - ცნობილი ბერლინის ავიახაზებით. ბლოკადამდე და მის შემდეგ, დასავლური სამოქალაქო და სამხედრო მატარებლები, საგზაო ტრანსპორტი და ბარჟები რეგულარულად გადიოდა აღმოსავლეთ გერმანიის en route-ს ბერლინისაკენ მიმავალ გზაზე.

საზღვრის ლეგალურად გადაკვეთა შეიძლებოდა მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის საჰაერო, საავტომობილო, სარკინიგზო და მდინარის მარშრუტებით. უცხოელებს შეეძლოთ დასავლეთ ბერლინისაკენ, დანიისკენ, შვედეთისკენ, პოლონეთისკენ და ჩეხოსლოვაკიისკენ გადაეკვეთათ ან გადმოეკვეთათ აღმოსავლეთ გერმანიის ტერიტორია. თუმცა, მათ ჰქონდათ მხოლოდ შეზღუდული და ძალიან მკაცრად კონტროლირებადი წვდომა დანარჩენ აღმოსავლეთ გერმანიაზე და ხვდებოდნენ მრავალ შეზღუდვას მოგზაურობასთან, საცხოვრებელთან და ხარჯებთან მიმართებით.[102] ხანგრძლივი შემოწმება და ინსპექტირება იწვევდა გადაკვეთის პუნქტებზე ტრანსპორტის ხანგრძლივ შეფერხებას.[103] დასავლელებისათვის გერმანიის შიდა საზღვრის გადაკვეთა გარკვეულწილად შემაშფოთებელ გამოცდილებად იქცა; იან მორისმა დაწერა:


მოგზაურობა დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ [გერმანიის შიდა საზღვრის გავლით] ჰგავდა „უღიმღამო და შემაშფოთებელ სიზმარში შესვლას, ნახევრად განათებულ გულისწყრომის სამყაროში, სადაც ნებისმიერი რამ შეიძლებოდა გაეკეთებინათ თქვენთვის, ისე, რომ ვერავის გაეგო ამის შესახებ, თქვენი ყოველი ნაბიჯი კონტროლდებოდა მკაცრად, სხვადასხვა მექანიზმებით“.[104]

გადაკვეთის პუნქტები

რედაქტირება
Vehicles queuing at the East German passport control at the Marienborn crossing point, December 1989
The West German crossing facility at Herleshausen in 1985, looking west along Bundesautobahn 4

1952 წლამდე გერმანიის შიდა საზღვრის გადაკვეთა შეიძლებოდა მის თითქმის ნებისმიერ წერტილში. საზღვრის გამაგრების შედეგად შეიქმნა 32 სარკინიგზო ხაზი, 3 ავტობანი, 31 მთავარი გზა, 8 პირველადი გზა, დაახლოებით 60 მაგისტრალისკენ მიმავალი გზა, ათასობით საავტომობილო ზოლი და ურმის სალიანდაგო გზა.[105]

გადაკვეთის პუნქტების რაოდენობა შემცირდა სამ საჰაერო და საგზაო დერეფნამდე, ორ სარკინიგზო ხაზამდე და მდინარის ორ დამაკავშირებელ პუნქტამდე, რომლებიც ბერლინისაკენ სატრანზიტო გზით შესვლის შესაძლებლობას იძლეოდნენ, ასევე შეიქმნა რამდენიმე დამატებითი გადასასვლელი სატვირთო მიმოსვლისთვის.[106]

სიტუაცია გარკვეულწილად გაუმჯობესდა 1970-იან წლებში detente-ის ინიციატივის დაწყების შემდეგ. დამატებითი გადაკვეთის პუნქტები ე.წ. kleine Grenzverkehr - „მცირე სასაზღვრო მოძრაობა“ - გაიხსნა საზღვრის გასწვრივ სხვადასხვა ადგილას. 1982 წლისთვის იყო 19 სასაზღვრო გადასასვლელი: ექვსი გზა, სამი ავტობანი, რვა სარკინიგზო ხაზი, ასევე მდინარე ელბა და შუა გერმანიის არხი.[101]

ყველაზე დიდი სასაზღვრო გადასასვლელი იყო Helmstedt-Marienborn-ში ჰანოვერ-ბერლინის ავტობანზე, რომლითაც 34,6 მილიონმა მოგზაურმა ისარგებლა 1985-1989 წლებში.[107] კოდური სახელწოდებით საკონტროლო-გამშვები პუნქტი Alpha იყო მოკავშირეთა სამი საგუშაგოდან პირველი - ბერლინისკენ მიმავალ გზაზე.[108] დანარჩენები იყო საკონტროლო-გამშვები პუნქტი Bravo, სადაც ავტობანი აღმოსავლეთ გერმანიიდან დასავლეთ ბერლინში გადადიოდა და ყველაზე ცნობილი საკონტროლო პუნქტი Charlie, ერთადერთი ადგილი, სადაც არაგერმანელებს შეეძლოთ დასავლეთიდან აღმოსავლეთ ბერლინში გადასვლა.[109].

შეუძლებელი იყო პუნქტის გადაკვეთა იმ დარჩენილი თავისუფალი ადგილიდან, რომელიც არსებობდა სასაზღვრო გადასასვლელებზე, რადგან აღმოსავლეთ გერმანელებს დამონტაჟებული ჰქონდათ მაღალი ზემოქმედების სატრანსპორტო ბარიერები და მობილური მოძრავი ბარიერები, რომლებსაც შეეძლოთ მოეკლათ (და ამას აკეთებდნენ კიდეც) მძღოლები.[110] გაქცეულთა გამოსავლენად მანქანებს მკაცრი შემოწმება უტარდებოდათ. სატრანსპორტო საშუალების ქვედა მხარე მოწმდებოდა ინსპექტირების ორმოებითა და სარკეებით. მოწმდებოდა ასევე მანქანის კორპუსი და საწვავის ავზი, სადაც შეიძლებოდა ლტოლვილების დამალვა, ასევე მანქანების ნაწილობრივ დემონტაჟი ხდებოდა ადგილზე ავტოფარეხებში. ქალაქ მარიენბორნში იყო სპეციალური ავტოფარეხები, სადაც კუბოების შემოწმება შეიძლებოდა იმის დასადასტურებლად, რომ ოკუპანტები მართლაც მკვდრები იყვნენ.[111] მგზავრებს ამოწმებდნენ და ხშირად ჰკითხავდნენ მათი მოგზაურობის გეგმებისა და მოგზაურობის მიზეზების შესახებ. სისტემა, რომელიც ძალიან ნელი იყო, იყენებდა მარტივ ტექნოლოგიას, თუმცა ის მაინც ეფექტიანი იყო; მარიენბორნის კომპლექსის 28-წლიანი მოქმედების დროს წარმატებული გაქცევა არ დაფიქსირებულა.[112]

საზღვრის კვეთის წესები

რედაქტირება

დასავლეთ გერმანელებს შედარებით თავისუფლად შეეძლოთ საზღვრის გადაკვეთა ნათესავების მოსანახულებლად, მაგრამ უამრავი ბიუროკრატიული ფორმალობების გავლა უწევდათ. აღმოსავლეთ გერმანელები ექვემდებარებოდნენ ბევრად უფრო მკაცრ შეზღუდვებს. 1964 წლის ნოემბრამდე მათ საერთოდ არ ჰქონდათ შესაძლებლობა მოენახულებინათ დასავლეთი, ხოლო შემდეგ მხოლოდ პენსიონერებს რთავდნენ საზღვრის გადაკვეთის ნებას. ამან შექმნა ხუმრობა, რომ მხოლოდ აღმოსავლეთ გერმანიაში ელოდნენ სიბერეს.[113]ახალგაზრდა აღმოსავლეთ გერმანელებს 1972 წლამდე არ მისცემიათ დასავლეთში გადასვლის საშუალება, თუმცა რამდენიმემ ეს მაინც მოახერხა 1980-იანი წლების შუა პერიოდამდე. მათ ოფიციალურად უნდა მიემართათ ვიზისა და პასპორტისთვის, გადაეხადათ სოლიდური საფასური, მიეღოთ ნებართვა დამსაქმებლისგან და დაკითხულიყვნენ პოლიციაში.[114]

განაცხადის დაკმაყოფილების შანსები მცირე იყო და წელიწადში დაახლოებით მხოლოდ ორმოცი ათასი მტკიცდებოდა. უარი ხშირად თვითნებური და ადგილობრივი მოხელეების კეთილგანწყობაზე იყო დამოკიდებული.[115] მმართველი პარტიის ელიტის წევრებსა და კულტურულ ელჩებს ხშირად აძლევდნენ მოგზაურობის ნებართვას, ისევე როგორც სატრანსპორტო მუშაკებს. თუმცა, მათ არ ჰქონდათ უფლება თან წაეყვანათ ოჯახები.[116]

1980-იანი წლების ბოლომდე, რიგით აღმოსავლეთ გერმანელებს უფლება ჰქონდათ დასავლეთში გამგზავრებულიყვნენ მხოლოდ ისეთი „გადაუდებელი საოჯახო საქმეების“ მიზეზით, როგორიცაა ქორწინება, სერიოზული ავადმყოფობა ან ახლო ნათესავის სიკვდილი. 1986 წლის თებერვალში რეჟიმმა შეარბილა „გადაუდებელი საოჯახო საქმის“ განმარტება, რამაც გამოიწვია აღმოსავლეთ გერმანიის მოქალაქეების მასიური შედინება დასავლეთში.[117] შეზღუდვების შემსუბუქება მოტივირებული იყო აღმოსავლეთ გერმანიის ხელმძღვანელობის სურვილით, შეემცირებინათ თავიანთი მოქალაქეების მოგზაურობისა და ემიგრაციაში წასვლის სურვილი. თუმცა პრაქტიკაში აღნიშნულს საპირისპირო ეფექტი ჰქონდა.[117]

ემიგრაცია აღმოსავლეთ გერმანიიდან

რედაქტირება
 
საზღვრის გადაკვეთა რკინიგზის საშუალებით Oebisfelde-ის სარკინიგზო სადგურზე, აპრილი 1990

არ არსებობდა ოფიციალური სამართლებრივი საფუძველი, რომლის მიხედვითაც მოქალაქეს შეეძლო ემიგრაცია აღმოსავლეთ გერმანიიდან. თუმცა, 1975 წელს აღმოსავლეთ გერმანიამ ხელი მოაწერა ჰელსინკის შეთანხმებას, პან-ევროპულ ხელშეკრულებას ევროპის ქვეყნებს შორის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.[118] აღმოსავლეთ გერმანიის მოქალაქეების მზარდი რაოდენობა ცდილობდა გამოეყენებინა გადაადგილების თავისუფლების შესახებ შეთანხმების დებულება გასასვლელი ვიზების უზრუნველსაყოფად. 1980-იანი წლების ბოლოსათვის ყოველწლიურად ასი ათასზე მეტი განაცხადი იგზავნებოდა ვიზაზე, დაახლოებით 15,000–25,000 ადამიანისთვის ხდებოდა ვიზის მინიჭება.[119][120]

მიუხედავად ამისა, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა კვლავ ეწინააღმდეგებოდა ემიგრაციას და ცდილობდა ემიგრაციის თავიდან აცილებას. გასვლის ნებართვაზე განაცხადის პროცესი შეგნებულად იყო ნელი, დამამცირებელი და ხშირად უშედეგო. ხდებოდა აპლიკანტების მარგინალიზება, მათ აქვეითებდნენ ან ათავისუფლებდნენ სამსახურიდან, რიცხავდნენ უნივერსიტეტებიდან და ექვემდებარებოდნენ ოსტრაკიზმს. [121] აპლიკანტების შვილები სახელმწიფო მეურვეობის ქვეშ გადადიოდნენ, იმ მოტივით, რომ მათი მშობლები არ იყვნენ ბავშვების აღზრდისათვის შესაფერისი. [122]კანონი გამოიყენებოდა იმ ადამიანების დასასჯელად, ვინც განაგრძობდა ემიგრაციის თაობაზე განცხადების გაკეთებას; ათი ათასზე მეტი განმცხადებელი დააპატიმრა შტაზმა 1970-1989 წლებში.[123]

ცენტრალური კომიტეტის უსაფრთხოების განყოფილების მოხსენებაში აღნიშნულია:„ემიგრაციის პრობლემა იწვევს გდრ-ის განვითარების ფუნდამენტურ პრობლემას. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ გადაწყვეტილებების ამჟამინდელმა ბრძანებათა სისტემამ (გაუმჯობესებული მოგზაურობის შესაძლებლობები, განმცხადებლების ექსპატრიაცია და ა.შ.) არ მოიტანა სასურველი შედეგი, არამედ პირიქით“. მოხსენების დასკვნაში ნათქვამია: ემიგრაციის აგიტაცია „ძირს უთხრის რწმენას პარტიის პოლიტიკის სისწორის მიმართ“.[124]

„ჰუმანიტარული გათავისუფლება“

რედაქტირება

აღმოსავლეთ გერმანიის მოქალაქეებს ასევე შეეძლოთ ემიგრაციაში წასულიყვნენ დასავლეთ გერმანიის მთავრობის დახმარებით ნახევრად საიდუმლო გზით, პროცესით, რომელსაც უწოდებენ Freikauf (სიტყვასიტყვით, თავისუფლების ყიდვა).[125] 1964-1989 წლებში გამოისყიდეს 33,755 პოლიტპატიმარი. 2,087 პატიმარი გაათავისუფლეს დასავლეთში 1972 წელს ამნისტიის საფუძველზე. 215,000 ადამიანს, მათ შორის 2,000 მშობლებთან მოწყვეტილ ბავშვს, მიეცათ უფლება დაეტოვებინათ აღმოსავლეთ გერმანია ოჯახებთან შეერთების მიზნით. სანაცვლოდ, დასავლეთ გერმანიამ გადაიხადა 3.4 მილიარდი მარკა (DM) - თითქმის $2.3 მილიარდი 1990 წლის ფასებში - საქონლით და მყარ ვალუტაში.[126]

გამოსყიდვის თანხა დგინდებოდა მკვეთრი მასშტაბით - დაახლოებით 1,875 მარკა ფიზიკური მუშაკისთვის და დაახლოებით 11,250 მარკა ექიმისთვის. აღმოსავლეთ გერმანიის დასაბუთებით, მიზეზი ამისა, სახელმწიფოს მიერ პატიმრების მომზადებაში ჩადებული თანხის კომპენსაცია იყო. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გადახდები ნატურით ხდებოდა აღმოსავლეთ გერმანიაში დეფიციტური საქონლის გამოყენებით, როგორიცაა ფორთოხალი, ბანანი, ყავა და სამედიცინო მედიკამენტები. საშუალო პატიმარი ღირდა დაახლოებით 4000 მარკის ღირებულების საქონელი.[127]

ეს სქემა ძალიან საკამათო იყო დასავლეთში. Freikauf ბევრმა დაგმო, როგორც ადამიანებით ვაჭრობა, მაგრამ სხვები იცავდნენ მას, როგორც „სუფთა ჰუმანიტარულობის აქტს“.[128]

გაქცევის მცდელობები და მსხვერპლი გერმანიის შიდა საზღვრებში

რედაქტირება

თარგი:Details

ლტოლვილთა ნაკადი და გაქცევის მცდელობები

რედაქტირება
 
დიაგრამა, რომელიც აჯამებს იმ ადამიანების რაოდენობას, რომლებმაც წარმატებით შეძლეს შიდა გერმანიის სასაზღვრო სისტემის თითოეული ელემენტის გავლა, 1974–79

1950-დან 1988 წლამდე, დაახლოებით ოთხი მილიონი აღმოსავლეთ გერმანელი მიგრირდა დასავლეთში, 3.454 მილიონი ბერლინის კედლის აშენებამდე 1961 წელს. ამის შემდეგ უკანონო გადაკვეთების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა და თავდაცვა გაუმჯობესდა. 1980-იანი წლების განმავლობაში, აღმოსავლეთ გერმანია საზღვრის მეორე მხარეს გაქცევით მხოლოდ 1%-მა დატოვა - გაცილებით მეტი ემიგრაციაში წავიდა ოფიციალური ნებართვების მინიჭებით, მესამე ქვეყნების საშუალებით ან დასავლეთ გერმანიის მთავრობის მიერ გამოსყიდვის შემდეგ.[38]

ლტოლვილთა აბსოლუტური უმრავლესობა მოტივირებული იყო ეკონომიკური პრობლემებით და ცდილობდა გაეუმჯობესებინა საცხოვრებელი პირობები და შესაძლებლობები დასავლეთში მიგრაციით. ისეთმა მოვლენებმა, როგორიცაა 1953 წლის აჯანყების ჩახშობა, კოლექტივიზაციის დაწესება და აღმოსავლეთ გერმანიის საბოლოო ეკონომიკური კრიზისი 1980-იანი წლების ბოლოს, გამოიწვია გაქცევის მცდელობების რიცხვის ზრდა.[129]

გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ გულდასმით შეისწავლა საზღვრის გადაღმა გაქცევის მცდელობები შესაძლო სუსტი წერტილების გამოსავლენად. ეს მოგვარდა დაუცველ ადგილებში სიმაგრეების გაძლიერებით. 1970-იანი წლების ბოლოს, აღმოსავლეთ გერმანიის არმიამ ჩაატარა კვლევა „საზღვრის დარღვევის“ მცდელობის განხილვის მიზნით (Grenzdurchbrüche). მან დაადგინა, რომ 4,956 ადამიანმა სცადა გაქცევა 1974 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. მათგან 3,984 (80.4%) დააკავა Volkspolizei-მ Sperrzone-ში გარე შეზღუდულ ზონაში. 205 (4.1%) დააკავეს სასიგნალო ღობესთან.[130]

უსაფრთხოების შიდა ზონაში (Schutzstreifen), კიდევ 743 ადამიანი (15%) მესაზღვრეებმა დააკავეს. 48 (1%) გააჩერეს - ანუ დაღუპულები ან დაშავებულები სახმელეთო ნაღმებით და 43 (0.9%) SM-70 მიმართულებითი ნაღმებით. კიდევ 67 ადამიანი (1,35%) ღობესთან დააკავეს (დახვრიტეს ან/და დააკავეს). სულ 229 ადამიანი - რაც წარმოადგენს გაქცევის მცდელობის 4,6%-ს - გადავიდა ღობეზე. მათგან ყველაზე მეტმა (129, ანუ წარმატებულ გაქცეულთა 55%) წარმატებას მიაღწია დაუნაღმელ სექტორებში. 89-მ (გაქცეულთა 39%-მა) მოახერხა როგორც დანაღმული ველების, ისე გალავნის გადალახვა, მაგრამ მხოლოდ 12-მა (სულ 6%-მა) მოახერხა SM-70-ების გადალახვა.[130]

გაქცევის მცდელობა გდრ-მ მკაცრად დასაჯა. 1953 წლიდან რეჟიმმა გაქცევის აქტი აღწერა, როგორც Republikflucht (სიტყვასიტყვით „გაქცევა რესპუბლიკიდან“), არსებული სამხედრო ტერმინის Fahnenflucht („დეზერტირობა“) ანალოგიით. წარმატებული გაქცეული იყო არა Flüchtling („ლტოლვილი“), არამედ Republikflüchtiger („რესპუბლიკის დეზერტირი“). მათ, ვინც გაქცევას ცდილობდა, უწოდებდნენ Sperrbrecher (სიტყვასიტყვით „ბლოკადაში მონაწილეები“, მაგრამ უფრო ფართოდ ითარგმნება როგორც „საზღვრის დამრღვევები“). [129] ისინი, ვინც გაქცეულებს ეხმარებოდნენ, იყვნენ არა Fluchthelfer („გაქცევის დამხმარეები“), არამედ Menschenhändler („ადამიანით მოვაჭრეები“).[131] ასეთმა იდეოლოგიურად შეფერილმა ენამ საშუალება მისცა რეჟიმს წარმოეჩინა საზღვრის გადამლახველები, როგორც მოღალატეები და კრიმინალები.[132]

Republikflucht დანაშაულად იქცა 1957 წელს, ისჯებოდა მძიმე ჯარიმებით და სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ნებისმიერი ქმედება, რომელიც დაკავშირებული იყო გაქცევის მცდელობასთან - მათ შორის გაქცეულის დახმარება - ექვემდებარებოდა ამ კანონმდებლობას. დანაშაულში გამოჭერილ პირებს ხშირად ასამართლებდნენ ჯაშუშობისთვისაც და პროპორციულად უფრო მკაცრ სასჯელებს უნიშნავდნენ.[133] 75,000-ზე მეტი ადამიანი - საშუალოდ დღეში შვიდზე მეტი ადამიანი - დააპატიმრეს გაქცევის მცდელობისთვის და საშუალოდ ერთიდან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას უსჯიდნენ. მესაზღვრეებს, რომლებიც გაქცევას ცდილობდნენ, ბევრად უფრო მკაცრად ექცეოდნენ და საშუალოდ ხუთი წლით პატიმრობაში ამყოფებდნენ.[134]

გაქცევის მეთოდები

რედაქტირება
Boot modified with a hooked overshoe to enable the wearer to climb the fences
BMW Isetta bubble car used to smuggle several East Germans across the border in the 1960s

გაქცეულები გაქცევის სხვადასხვა მეთოდს იყენებდნენ. უმეტესობამ ფეხით გადაკვეთა საზღვარი, თუმცა ზოგიერთმა უფრო უჩვეულო მარშრუტი გაიარა. ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი იყო 1979 წლის სექტემბერში რვა ადამიანის გაქცევა ორი ოჯახიდან სახლში დამზადებული ჰაერის ბუშტებით. მათი ფრენა მოიცავდა ასვლას 2500 მეტრზე (8200 ფუტი) და დასავლეთ გერმანიის ქალაქში დაშვებას.[135] ინციდენტი გახდა ფილმ Night Crossing-ის ინსპირაცია.

სხვა გაქცეულები უფრო მეტად ფიზიკურ ძალასა და გამძლეობას ეყრდნობოდნენ. 1987 წლის 26 აგვისტოს გაქცეულმა ხორცის კაუჭები გამოიყენა ღობეებზე ასასვლელად, [136] ხოლო 1971 წელს ექიმმა 45 კილომეტრი გაცურა ბალტიის ზღვაზე როსტოკიდან თითქმის დანიის კუნძულ ლოლანდამდე, სანამ ის აიყვანა დასავლეთ გერმანულმა იახტამ.[137] 1987 წლის სექტემბერში გაქცეულმა გამოიყენა საჰაერო ლეიბი ბალტიისპირეთში გასაქცევად.[138]

მასობრივი გაქცევა იშვიათი იყო. ერთ-ერთი ასეთი, რომელმაც წარმატებას მიაღწია, მოხდა 1961 წლის 2 ოქტომბერს, როდესაც 53 ადამიანი - სოფლის მოსახლეობის მეოთხედი - სასაზღვრო სოფლიდან, ბოზეკენდორფიდან მასობრივად გაიქცა, რასაც მოჰყვა კიდევ 13 ადამიანის გაქცევა 1963 წლის თებერვალში.[139] უჩვეულო მასობრივი გაქცევა მოხდა 1964 წლის სექტემბერში, როდესაც 14 აღმოსავლეთ გერმანელი, მათ შორის 11 ბავშვი, კონტრაბანდულად გადაიყვანეს საზღვარზე მაცივარი სატვირთო მანქანით. მათ შეძლეს გამოვლენისგან თავის დაღწევა დასავლეთში გადაყვანილი დაკლული ღორების გვამების ქვეშ დამალვით.[140]

მოძრაობა არ იყო ცალმხრივი; ათასობით ადამიანი ყოველწლიურად მიგრირებდა დასავლეთ გერმანიიდან აღმოსავლეთში, ისეთი მიზეზების გამო, როგორიცაა ოჯახური პრობლემები, ოჯახური გაუცხოება და მონატრება.[141] მოკავშირეთა რიგი სამხედრო პერსონალი, მათ შორის ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და ამერიკის ჯარისკაცები, ასევე გადადიოდნენ საზღვრის მეორე მხარეს.[142] ცივი ომის დასასრულს, დაახლოებით სამასამდე შეერთებული შტატების მოქალაქე გადავიდა რკინის ფარდის გადაღმა სხვადასხვა მიზეზის გამო [143] – სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად, პოლიტიკური მიზეზების გამო. ასეთი ჯარისკაცების ბედი საგრძნობლად იცვლებოდა. ზოგი პირდაპირ შრომით ბანაკებში გაგზავნეს ჯაშუშობის ბრალდებით. სხვებმა თავი მოიკლეს, ზოგიერთმა კი შეძლო ცოლების მოძებნა და მუშაობა საზღვრის აღმოსავლეთ მხარეს.[144]

ცეცხლის გახსნის ბრძანება

რედაქტირება

1945 წლიდან მოყოლებული, გერმანიის შიდა საზღვრის არასანქცირებული გადამკვეთები საბჭოთა ან აღმოსავლეთ გერმანიის მესაზღვრეების მიერ დახვრეტის რისკის ქვეშ იყვნენ. მომაკვდინებელი ძალის გამოყენებას უწოდეს Schießbefehl („სროლის ბრძანება“). ის ოფიციალურად ძალაში იყო ჯერ კიდევ 1948 წელს, როდესაც გამოქვეყნდა რეგულაციები საზღვარზე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით. 1952 წლის 27 მაისს აღმოსავლეთ გერმანიის პოლიციისთვის გამოცემული რეგულაცია ადგენდა, რომ „სასაზღვრო პატრულის ბრძანებების შეუსრულებლობა გამოიწვევდა მესაზღვრეების მიერ იარაღის გამოყენებას“. 1960-იანი წლებიდან 1980-იანი წლების ბოლომდე მესაზღვრეებს ეძლეოდათ ყოველდღიური სიტყვიერი ბრძანება (Vergatterung) „დაედევნეთ, დააკავეთ ან გაანადგურეთ დამრღვევები“. გდრ-მ ოფიციალურად დაამტკიცა თავისი რეგულაციები მომაკვდინებელი ძალის გამოყენების შესახებ 1982 წლის მარტში, როდესაც სახელმწიფო საზღვრის კანონი ავალდებულებდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი უნდა გამოეყენებინათ, როგორც „ძალის გამოყენების მაქსიმალური ზომა“ იმ პირების მიმართ, რომლებიც „საჯაროდ ცდილობენ სახელმწიფოს საზღვრის გარღვევას“.[145]

გდრ-ის ხელმძღვანელობამ აშკარად დაუჭირა მხარი მომაკვდინებელი ძალის გამოყენებას. გენერალმა ჰაინც ჰოფმანმა, გდრ-ის თავდაცვის მინისტრმა, 1966 წლის აგვისტოში განაცხადა, რომ „ვინც ჩვენს საზღვარს არ სცემს პატივს, იგრძნობს ტყვიას“. 1974 წელს, ერიხ ჰონეკერმა, როგორც გდრ-ის ეროვნული თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარემ, ბრძანა: „ცეცხლსასროლი იარაღი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული საზღვრის გარღვევის მცდელობის შემთხვევაში და ამხანაგები, რომლებმაც წარმატებით გამოიყენეს ცეცხლსასროლი იარაღი, უნდა შევაქოთ“.[146]

Schießbefehl ძალიან საკამათო იყო დასავლეთში და გამოირჩეოდა დასავლეთ გერმანელების მხრიდან კრიტიკით. გდრ-ის ხელისუფლება ხანდახან აჩერებდა Schießbefehl-ს იმ შემთხვევებში, როდესაც პოლიტიკურად მოუხერხებელი იქნებოდა ამ ქმედების ახსნა, მაგალითად, 1985 წელს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გდრ-ში ვიზიტის დროს.[145] ეს ასევე პრობლემა იყო მრავალი აღმოსავლეთ გერმანელი მცველისთვის, რომელთაც არ სურდათ გაქცეულთა დახვრეტა, რაც გაქცეულთათვის წარმოადგენდა ერთგვარ მოტივაციას.[147]

სიკვდილი საზღვართან

რედაქტირება
West German memorial to Helmut Kleinert, shot dead on the border on 1თარგი:NbsAugust 1963. His death was memorialised by the German Federation of Trade Unions.
East German memorial to border guard Waldemar Estel, who was shot on the border on 3თარგი:NbsSeptember 1956. The GDR blamed "imperialist agents" for his death.

ჯერ კიდევ არ არის გარკვეული, რამდენი ადამიანი დაიღუპა გერმანიის შიდა საზღვარზე ან ვინ იყვნენ ისინი, რადგან გდრ ამ ინფორმაციას მკაცრად ასაიდუმლოებდა. მაგრამ გაერთიანების შემდეგ ცნობები მკვეთრად გაიზარდა, რადგან მტკიცებულებები შეგროვდა აღმოსავლეთ გერმანიის ჩანაწერებიდან. 2009 წლის მონაცემებით, არაოფიციალური შეფასებით გარდაცვლილი იყო 1100-მდე ადამიანი, თუმცა ოფიციალურად გამოქვეყნებული მონაცემები 270-დან 421-მდე გარდაცვლილთა რიცხვს იძლევა.[148]

გერმანიის შიდა საზღვარზე სიკვდილის მრავალი გზა არსებობდა. ბევრი გაქცეული მესაზღვრეებმა დახვრიტეს, დანარჩენები კი ნაღმებითა და ბომბებით მოკლეს. მნიშვნელოვანი ნაწილი დაიხრჩო ბალტიის და მდინარე ელბას გადაკვეთის მცდელობისას. საზღვარზე მოკლული ყველა არ ცდილობდა გაქცევას. 1961 წლის 13 ოქტომბერს Westfälische Rundschau-ს ჟურნალისტი კურტ ლიხტენშტაინი დახვრიტეს საზღვარზე სოფელ ზიჩერის მახლობლად, მაშინ, როცა ის ცდილობდა გასაუბრებოდა აღმოსავლეთ გერმანიის ფერმის მუშაკებს. მისმა სიკვდილმა დასავლეთ გერმანიაში პოლიტიკური სპექტრის გმობა გამოიწვია.[149] ამ ინციდენტმა გამოიწვია ბრაუნშვაიგელი სტუდენტების მიერ საზღვარზე აბრის დადგმა, რომელიც მკვლელობის მიმართ პროტესტს გამოხატავდა.[150]

1976 წლის აგვისტოს გადაკვეთის პუნქტზე დახვრიტეს ბენიტო კორგი, იტალიელი სატვირთოს მძღოლი, რომელიც იტალიის კომუნისტური პარტიის წევრი იყო. გდრ-ის მთავრობამ ამ ფაქტის გამო ბოდიშიც მოიხადა, რაც მათი მხრიდან საკმაოდ უჩვეულო იყო.[151] 1976 წლის მაისის ერთ-ერთ ცნობილ სროლაში, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს (შტაზი) კომანდოსთა რაზმის მიერ მოკლულ იქნა აღმოსავლეთ გერმანიის პოლიტპატიმარი, მაიკლ გარტენშლეგერუ, რომელიც რამდენიმე წლით ადრე გაიქცა დასავლეთში. შტაზმა განაცხადა, რომ მისი „ლიკვიდაცია მოხდა გდრ-ის უსაფრთხოების ძალების მიერ.“[152]

ოცდახუთი აღმოსავლეთ გერმანელი მესაზღვრე დაიღუპა დასავლეთის მხრიდან სროლის შედეგად ან გაქცეულებისთვის წინააღმდეგობის გაწევისას ან (უმეტესად შემთხვევით) საკუთარი კოლეგების მიერ.[153] აღმოსავლეთ გერმანიის მთავრობამ მათ უწოდა „შეიარაღებული თავდასხმებისა და იმპერიალისტური პროვოკაციების მსხვერპლნი გდრ-ის სახელმწიფო საზღვრებზე“[154]და ამტკიცებდა, რომ „ბანდიტები“ დასავლეთში ცეცხლსასროლი იარაღით ესროდნენ მესაზღვრეებს, რომლებიც თავიანთ მოვალეობას ასრულებდნენ.

ორივე მხარემ განსხვავებული გზებით მიაგო პატივი გარდაცვლილებს. დასავლეთის მხარეს აშენდა არაოფიციალური მემორიალები საზღვრის მსხვერპლთათვის. დასავლეთ გერმანელი მსხვერპლებისთვის პატივის მისაგებად, როგორებიცაა მაიკლ გარტენშლაგერი და კურტ ლიხტენშტაინი, გამოიყენეს სხვადასხვა ნიშნები და მემორიალები, რომლის ნაწილიც მთავრობამ დააფინანსა. აღმოსავლეთ გერმანელი ჰაინც-ჟოზე გროსეს გარდაცვალება 1982 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება დემონსტრაციებით საზღვრის დასავლეთ მხარეს.[155] მას შემდეგ, რაც 1970-იან წლებში დაიწყო détente პოლიტიკა, ეს პოლიტიკურად მოუხერხებელი გახდა და სახელმწიფოს მხარდაჭერა სასაზღვრო მემორიალებისთვის ძირითადად შეწყდა.

აღმოსავლეთ გერმანიაში გაქცეულების გარშემო არსებული ტაბუ ნიშნავდა იმას, რომ გარდაცვლილთა უმრავლესობა გამოუქვეყნებელი და დაუსახელებელი დარჩა. თუმცა, მესაზღვრეების დაღუპვა გამოიყენებოდა გდრ-ის პროპაგანდისთვის, რომელიც მათ „წამებულებად“ ასახავდა. აღმოსავლეთ ბერლინში ოთხი ქვის მემორიალი აღმართეს მათი გარდაცვალების აღსანიშნავად.[156] რეჟიმმა სკოლებს, ყაზარმებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებს დაარქვა დაღუპული მესაზღვრეების სახელი და გამოიყენა მათი მემორიალი, როგორც მომლოცველების ადგილები, რათა აღენიშნათ, რომ (როგორც სლოგანში ნათქვამია) „მათი სიკვდილი ნიშნავს ჩვენს ვალდებულებას“ საზღვრის შენარჩუნებისათვის. 1989 წლის შემდეგ მემორიალი დაარბიეს და საბოლოოდ გააქრეს. [157]

გერმანიის შიდა საზღვრის გაქრობა

რედაქტირება
 
1989 წლის 30 ოქტომბრის დემონსტრაცია Plauen-ში, დემოკრატიის, პრესის თავისუფლებისა და გადაადგილების თავისუფლების მოწოდებით

გერმანიის შიდა საზღვრის დაცემა სწრაფად და მოულოდნელად მოხდა 1989 წლის ნოემბერში, ბერლინის კედლის დაცემასთან ერთად. მისი მთლიანობა ფატალურად დაირღვა 1989 წლის მაისში, როდესაც უნგრეთის მთავრობამ ავსტრიასთან საზღვრის ღობის დემონტაჟი დაიწყო. მთავრობა ჯერ კიდევ წარმოსახვით კომუნისტური იყო, მაგრამ გეგმავდა თავისუფალ არჩევნებს და ეკონომიკურ რეფორმას, როგორც „ევროპასთან შეერთების“ სტრატეგიისა და მისი ეკონომიკის რეფორმის ნაწილს.[158]

ამ მცდელობისთვის არსებითი იყო უნგრეთის საზღვრის გახსნა ავსტრიასთან. იმ დროს უნგრეთი იყო პოპულარული ტურისტული ადგილი აღმოსავლეთ გერმანელებისთვის;[159] დასავლეთ გერმანიამ ფარულად შესთავაზა საჭირო სესხი ნახევარი მილიარდის ოდენობით, სანაცვლოდ კი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის თავისუფალი ემიგრაცია მოითხოვა.[160] მავთულხლართების დანგრევის სურათები დასავლეთ გერმანიის ტელევიზიებმა გადასცეს აღმოსავლეთ გერმანიაში.[161] ამან გამოიწვია ასიათასობით აღმოსავლეთ გერმანელის მასობრივი გასახლება, რომელმაც სერიოზული ხასიათი მიიღო 1989 წლის სექტემბერში. გარდა უნგრეთის საზღვრის გადაკვეთისა, ათიათასობით აღმოსავლეთ გერმანელი ავიდა დასავლეთ გერმანიის საელჩოების კედლებზე პრაღაში, ვარშავასა და ბუდაპეშტში, სადაც ისინი განიხილებოდნენ როგორც „გერმანიის მოქალაქეები“ ფედერალური მთავრობის მიერ, რომლებიც ითხოვდნენ „თავშესაფარს“.[162]

ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური მთავრობა დათანხმდა საზღვრის დახურვას აღმოსავლეთ გერმანიასთან, რათა ჩაეხშო გადასახლება. დახურვამ გამოიწვია აჟიოტაჟი მთელს აღმოსავლეთ გერმანიაში[163] და გდრ-ის მთავრობის მცდელობამ დაემცირებინა ლტოლვილები დალუქული მატარებლებით ქვეყნიდან მათი გაძევებით, კატასტროფული შედეგი გამოიღო. ლტოლვილებმა ფანჯრიდან გადაყარეს დახეული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და აღმოსავლეთ გერმანიის პასპორტები. როცა მატარებელს დრეზდენის გავლა მოუწია, 1500 აღმოსავლეთ გერმანელი შეიჭრა რკინიგზის სადგურზე საზღვრის გადაკვეთის მცდელობით. ათობით მათგანი დაშავდა, რკინიგზის სადგური კი პრაქტიკულად განადგურდა.[164]

ორშაბათის მცირე პროდემოკრატიული დემონსტრაციები მალე აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქებში ასობით ადამიანის ბრბოში გადაიზარდა. აღმოსავლეთ გერმანიის ხელმძღვანელობამ განიხილა ძალის გამოყენება, თუმცა საბოლოოდ უკან დაიხია, რადგან საბჭოთა კავშირის მხარდაჭერა არ მოჰყოლია ტიანანმენის მოედნის ტიპის სამხედრო ინტერვენციას.[165] აღმოსავლეთ გერმანიის პოლიტბიუროს რეფორმისტი წევრები ცდილობდნენ სიტუაციის გადარჩენას მკაცრი პარტიის თავმჯდომარის ერიხ ჰონეკერის გადადგომის იძულებით. ის 1989 წლის ოქტომბერში შეცვალა ნაკლებად მკაცრმა ეგონ კრენცმა.[166]

ახალმა მთავრობამ სცადა მომიტინგეების დამშვიდება ჩეხოსლოვაკიასთან საზღვრის ხელახალი გახსნით, მაგრამ ამან მხოლოდ გამოიწვია მასობრივი გადასახლების განახლება უნგრეთში ჩეხოსლოვაკიის გავლით. 1989 წლის 8 ნოემბერს, როდესაც უზარმაზარი დემონსტრაციები გაგრძელდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, მთელი პოლიტბიურო გადადგა და ახალი, უფრო ზომიერი პოლიტბიურო დაინიშნა ეგონ კრენცის უწყვეტი ხელმძღვანელობით. [167]

საზღვრის გახსნა და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დაცემა

რედაქტირება
Crowds of West Germans welcome East German Trabant drivers at the Helmstedt crossing, 11 November 1989
East and West Germans mingling in front of the newly opened border wall in Heinersdorf, Thuringia, 4თარგი:NbsDecember 1989

1989 წლის 10 ნოემბრიდან აღმოსავლეთ გერმანიის მთავრობა ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას ქვეყნის სასაზღვრო კონტროლის შემსუბუქებით;[168] განცხადება გაკეთდა 1989 წლის 9 ნოემბერს პოლიტბიუროს წევრის გუნტერ შაბოვსკის მიერ აღმოსავლეთ ბერლინის ქაოტურ პრესკონფერენციაზზე. ბერლინმა გამოაცხადა ახალი რეჟიმი, როგორც ხალხის განთავისუფლება ფსიქოლოგიური ზეწოლისგან მიგრაციის გამარტივებითა და ლეგალიზაციით. შაბოვსკის განცხადებით საზღვარი გაიხსნებოდა „დაუყოვნებლივ, შეფერხების გარეშე“, მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან მეორე დღესვე. ეს არ გულისხმობდა საზღვრის უკონტროლო გახსნას აღმოსავლეთ გერმანელებისთვის, რომელთაც სურვილი ექნებოდათ დასავლეთს ტურისტულად სწვეოდნენ. [168] პრესკონფერენციის შემდეგ ინგლისურ ენაზე მიცემულ ინტერვიუში, შაბოვსკიმ უთხრა NBC-ის რეპორტიორს ტომ ბროკავს, რომ „საუბარი არ არის ტურიზმის შესახებ. ეს არის გდრ-ის [სამუდამოდ] დატოვების ნებართვა“.[169]

მას შემდეგ, რაც პრესკონფერენცია პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, რამდენიმე საათში ათასობით ადამიანი შეიკრიბა ბერლინის კედელთან და მოითხოვდა დაცვისგან კარიბჭის გაღებას. მესაზღვრეებმა მითითებების მისაღებად უფროსებთან დაკავშირება ვერ შეძლეს და ჭყლეტის შიშით გააღეს კარიბჭე. საკულტო სცენები, რომლებიც მოჰყვა ხალხის დასავლეთ ბერლინში შედინებას, მთელს მსოფლიოში გავრცელდა.[170]

სანამ მსოფლიო მზერა ბერლინში Mauerfall-ზე (კედლის ნგრევაზე) იყო მიმართული, გერმანიის შიდა საზღვრის მთელ სიგრძეზე Grenzöffnung-ის (საზღვრის გახსნის) ერთდროული პროცესი მიმდინარეობდა. არსებული გადასასვლელები მაშინვე გაიხსნა. პირველი ოთხი დღის განმავლობაში დასავლეთ გერმანიაში 4.3 მილიონი აღმოსავლეთ გერმანელი - ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის მეოთხედი შევიდა.[171] ბერლინ-ჰანოვერის ავტობანზე ჰელმშტედტის გადაკვეთის პუნქტზე მანქანები 65 კმ-ის (40 მილი) მანძილზე იყო განლაგებული; ზოგიერთი მძღოლი 11 საათი ელოდა, რომ საზღვარი გადაეკვეთა.[172] საზღვარი ეტაპობრივად გაიხსნა მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში. შეიქმნა მრავალი ახალი გადაკვეთის პუნქტი, რომლებმაც ერთმანეთისგან 40 წლის მანძილზე გამოყოფილი თემები დააკავშირეს. BBC-ის კორესპონდენტმა ბენ ბრედშოუმ აღწერა მხიარული სცენები ბავარიაში, ჰოფის რკინიგზის სადგურზე.

ეს არ იყო უბრალოდ Hof-ში დაბრუნება. ადგილობრივი მოსახლეობა ჩამოსულებს სიხარულით დახვდა, რკინიგზის სადგურზე ასეულობით მათგანი გამოვიდა, ისინი ტიროდნენ, ტაშს უკრავდნენ და ძალიან დიდი ემოციებით ხვდებოდნენ საზღვარზე გადმოსულებს. „ეს ჩვენი ხალხია, ბოლოს და ბოლოს თავისუფალი“ - ამბობდნენ ისინი. Hof-ში ჩამოსულები აცხადებდნენ, რომ ისინი აღმოსავლეთ გერმანიიდან რკინიგზის სადგურზე მოსულმა ხალხმა გამოაცილეს შეძახილებითა და პლაკატებით, რომლებზეც ეწერა: ,,ჩვენ მალე მოვალთ.[173]

აღმოსავლეთ გერმანიის მესაზღვრეებიც კი ემოციებით ხვდებოდნენ სიახლეებს. ერთ-ერთმა მათგანმა, პიტერ ცანმა აღწერა, როგორი რეაქცია ჰქონდათ მას და მის კოლეგებს საზღვრის გახსნისას:

კედლის დაცემის შემდეგ ჩვენ დელირიუმის მდგომარეობაში ვიყავით. ჩვენ შევიტანეთ მოთხოვნა ჩვენი რეზერვის საქმიანობის დასრულების შესახებ, რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ დამტკიცდა. ჩვენ ვესტუმრეთ ჰელმშტედს და ბრაუნშვაიგს დასავლეთ გერმანიაში, რაც აქამდე შეუძლებელი იქნებოდა. NVA-ში დასავლური რადიოსადგურების მოსმენაც კი დასჯადი იყო, ჩვენ კი დასავლეთს ვესტუმრეთ.[174]

"Titanic" magazine cover showing a smiling young woman with a denim jacket and home-made perm holding a large cucumber peeled in the style of a banana
Zonen-Gaby-ის პირველი ბანანი: დასავლეთ გერმანიის ჟურნალის გარეკანი, რომელიც სატირულად ასახავს აღმოსავლეთ გერმანელების მიერ ბანანის ყიდვას.


ბევრი დასავლეთ გერმანელის გასაკვირად, აღმოსავლეთ გერმანიის ბევრმა ვიზიტორმა დახარჯა თავისი „მისასალმებელი ფული“ დიდი რაოდენობით ბანანის შესაძენად, რაც აღმოსავლეთში ძალიან ძვირფასი და იშვიათი იყო. საზღვრის გახსნიდან რამდენიმე თვეში ბანანი სუპერმარკეტებში მთლიანად ამოიყიდა დასავლეთში, რადგან აღმოსავლეთ გერმანელები ძალიან დიდი რაოდენობით ყიდულობდნენ, ისინი ფიქრობდნენ, რომ ბანანის მარაგი მალე ამოიწურებოდა. [175] ამ ფაქტმა ბანანი მიმდინარე ცვლილებების არაოფიციალურ სიმბოლოდ აქცია და უფრო მეტიც, ზოგიერთები ამ მოვლენას „ბანანის რევოლუციასაც“ უწოდებდნენ.[176]

ზოგიერთი დასავლეთ გერმანელი აპროტესტებდა აღმოსავლეთ გერმანელების მიერ ბანანის შეძენის მიზეზით დასავლეთში სტუმრობას.[177] აღმოსავლეთ გერმანელების ბანანის მიმართ დამოკიდებულების შესახებ დამცინავი სტატია დაიწერა დასავლურ გერმანულ ჟურნალ ტიტანიკში 1989 წლის ნოემბრის გამოცემის გარეკანზე, სადაც გამოსახული იყო „აღმოსავლელი გაბი (17), რომელიც ბედნიერია დასავლეთ გერმანიაში ყოფნით: ჩემი პირველი ბანანი". გაბი ნაჩვენები იყო კიტრით ხელში. [178]

საზღვრის გახსნამ ღრმა პოლიტიკური და ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინა აღმოსავლეთ გერმანიის საზოგადოებაზე. ბევრი ადამიანისთვის გდრ-ის არსებობა, რომელიც SED-მა გაამართლა, როგორც პირველი „სოციალისტური სახელმწიფო გერმანიის მიწაზე“, უაზრო იყო. სახელმწიფო გაკოტრებული იყო, ეკონომიკა იშლებოდა, პოლიტიკური კლასი დისკრედიტირებული იყო, მმართველი ინსტიტუტები ქაოსში და ხალხი დემორალიზებული, იმ კოლექტიური ვარაუდების აორთქლებით, რომლებსაც მათი საზოგადოება ორმოცი წლის განმავლობაში ეფუძნებოდა. პარტია დაიშალა და თავად კრენცი გადადგა თანამდებობიდან, 1989 წლის 6 დეკემბერს, მხოლოდ ორმოცდაათი დღის შემდეგ, რომელმაც თანამდებობა გადასცა ზომიერ ჰანს მოდროუს.[179] მოგზაურობის შეზღუდვების მოხსნამ წააქეზა ასიათასობით აღმოსავლეთ გერმანელი მიგრირებულიყო დასავლეთში - 116,000-ზე მეტმა ეს გააკეთა 1989 წლის 9 ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე, მაშინ როდესაც მთელი წინა წლის მანძილზე აღნიშნული რიცხვი 40,000 იყო.[180]

აღმოსავლეთ გერმანიის ახალმა ხელმძღვანელობამ წამოიწყო „მრგვალი მაგიდის“ მოლაპარაკებები ოპოზიციურ ჯგუფებთან, მსგავსი პროცესები, რომლებმაც გამოიწვია მრავალპარტიული არჩევნები უნგრეთსა და პოლონეთში.[181] როდესაც პირველი თავისუფალი არჩევნები ჩატარდა აღმოსავლეთ გერმანიაში 1990 წლის მარტში, ყოფილი SED, რომელმაც სახელი გადაირქვა, როგორც დემოკრატიული სოციალიზმის პარტია, ჩაანაცვლა გაერთიანების მხარდამჭერმა ალიანსმა გერმანიისთვის, რომელსაც ხელმძღვანელობდა ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი (CDU), კანცლერ კოლის პარტია. ორივე ქვეყანა სწრაფად მიიწევდა გაერთიანებისკენ, ხოლო საერთაშორისო დიპლომატია მათ გზას უხსნიდა საზღვარგარეთ. 1990 წლის ივლისში მიღწეული იქნა სავალუტო კავშირი.[182] 1990 წლის აგვისტოში დაიდო ხელშეკრულება „ერთიანი გერმანიის შექმნის შესახებ“, ხოლო პოლიტიკური გაერთიანება მოხდა 1990 წლის 3 ოქტომბერს.[183]

საზღვრის გაუქმება

რედაქტირება
 
მიტოვებული საზღვარი Thuringia-ში, დეკემბერი, 1990

სასაზღვრო სიმაგრეები თანდათანობით იშლებოდა და საბოლოოდ მიტოვებულ იქნა მისი გახსნიდან რამდენიმე თვეში. 1990 წლის თებერვლისთვის ათობით ახალი გადასასვლელი გაიხსნა და მესაზღვრეებს აღარ ჰქონდათ იარაღი და არც დიდ ძალისხმევას იყენებდნენ მოგზაურთა პასპორტების შესამოწმებლად.[184] მცველთა რაოდენობა სწრაფად შემცირდა; ნახევარი გაათავისუფლეს გახსნიდან ხუთი თვის განმავლობაში.[185] 1990 წლის 1 ივლისს საზღვარი მიატოვეს და Grenztruppen ოფიციალურად გააუქმეს;;[183] ორი ათასამდე მათგანი დაითხოვეს ან სხვა სამუშაოებზე გადაიყვანეს.

ბუნდესვერმა დარჩენილ მესაზღვრეებს და NVA-ს ყოფილ ჯარისკაცებს დაავალა სიმაგრეების გასუფთავება, ასობით გზისა და სარკინიგზო ხაზების აღდგენა, რაც საკმაოდ დიდი დავალება იყო და მხოლოდ 1994 წელს დასრულდა.[186] სერიოზულ გართულებას წარმოადგენდა საზღვრის გასწვრივ ნაღმების არსებობა. მიუხედავად იმისა, რომ გდრ-ის მიერ განთავსებული 1,4 მილიონი ნაღმი 1980-იან წლებში გაინაღმა, აღმოჩნდა, რომ 34,000 უკვალოდ დაკარგულად ითვლებოდა. [187] კიდევ 1100 ნაღმი იქნა ნაპოვნი და ამოღებული გაერთიანების შემდეგ, რაც 250 მილიონი მარკის ღირებულების იყო,[188] იმ პროგრამის ფარგლებში, რომელიც 1995 წლამდე არ დასრულებულა.[189]

საზღვრის გაწმენდის დავალებას არაოფიციალურად ეხმარებოდნენ გერმანელი მშვიდობიანი მოქალაქეები ყოფილი საზღვრის ორივე მხრიდან, რომლებმაც გაანადგურეს ღობეები, მავთული და ბეტონის ბლოკები საკუთარი სახლის კეთილმოწყობაში გამოსაყენებლად. ღობის დიდი ნაწილი დასავლეთ გერმანიის ჯართის მწარმოებელმა კომპანიამ იყიდა. გარემოსდაცვითმა ჯგუფებმა განახორციელეს საზღვრის ხელახალი გამწვანების, ახალი ხეების დარგვისა და ბალახის თესლის დათესვის პროგრამა საზღვრის ხაზის გასწვრივ გაწმენდილი ტერიტორიის შესავსებად.[185]

სასაზღვრო ტერიტორია დღეს

რედაქტირება

თარგი:Details

Memorial to "the victims of inhumanity" at Rüterberg, Mecklenburg-Vorpommern
View of border-related exhibits at the Grenzmuseum Schifflersgrund in Thuringia

გერმანიის ყოფილი შიდა საზღვრის ძალიან ცოტა ნაწილია შემორჩენილი. სულ მცირე ოცდაათი საჯარო, კერძო და მუნიციპალური მუზეუმი ძველი ხაზის გასწვრივ ინახავს საზღვრებთან დაკავშირებული აღჭურვილობისა და სხვა არტეფაქტების ნაწილებს. შემონახულ ობიექტებს შორის არის რამდენიმე ათეული საგუშაგო კოშკი, გალავნის მოკლე მონაკვეთები და მასთან დაკავშირებული დანადგარები (რომელთაგან ზოგიერთი რეკონსტრუირებულია), კედლის მონაკვეთები, რომლებიც ჯერ კიდევ ადგილზეა Hötensleben-სა და Mödlareuth-ში, და საზღვართან დაკავშირებული რამდენიმე შენობა, როგორიცაა გდრ-ის გადაკვეთის პუნქტი მარიენბორნში.[186][190]

Kolonnenweg-ის მნიშვნელოვანი მონაკვეთები რჩება ფერმისა და სატყეო მეურნეობის მისასვლელი გზების სახით, თუმცა თანმხლები სატრანსპორტო საშუალების საწინააღმდეგო თხრილები, ღობეები და სხვა დაბრკოლებები თითქმის მთლიანად მოიხსნა. ნამუშევრები, სამახსოვრო ქვები, მემორიალი და ნიშნები აღმართულია ყოფილი საზღვრის გასწვრივ ბევრ წერტილში მისი გახსნის ხაზგასასმელად, მსხვერპლთა ხსოვნისა და გერმანიის გაყოფისა და გაერთიანების აღსანიშნავად.

სასაზღვრო რეგიონის თითქმის ორმოცი წლის განმავლობაში ჩაკეტვამ, ზოგან ველური ბუნების გაჩენა გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ საზღვრის აღმოსავლეთ გერმანიის ნაწილი ფერმერული იყო, გერმანიის სხვა რეგიონებში ინტენსიური მეურნეობა არ იყო და დიდი ტერიტორიები ხელუხლებელი იყო. კონსერვატორებმა ჯერ კიდევ 1970-იან წლებში გაიგეს, რომ საზღვარი იშვიათი სახეობის ცხოველებისა და მცენარეების თავშესაფრად იქცა. მათმა აღმოჩენებმა აიძულა ბავარიის მთავრობა დაეწყო საზღვრის გასწვრივ მიწის შესყიდვის პროგრამა, რათა უზრუნველყოფილიყო მისი დაცვა.

 
საფეხმავლო ბილიკი Borderland Museum Eichsfeld-ში მიუყვება მწვანე სარტყელს. მუზეუმში ასევე არსებობს ინფორმაცია მწვანე სარტყლისა და რკინის ფარდის ეკოლოგიური ზემოქმედების შესახებ.

1989 წლის დეკემბერში, საზღვრის გახსნიდან მხოლოდ ერთი თვის შემდეგ, ბუნების დამცველები აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიიდან შეიკრიბნენ, რათა შეემუშავებინათ გეგმა „გერმანიის მწვანე სარტყლის“ (Grünes Band Deutschland) დასაარსებლად, რომელიც გადაჭიმულია ბალტიის ზღვიდან ჩეხეთის საზღვრამდე.[191] ბუნდესტაგმა 2004 წლის დეკემბერში ერთხმად დაუჭირა მხარი ფედერალური დაცვის გავრცელებას მწვანე სარტყელზე და მის ჩართვას „ევროპის მწვანე სარტყელში“, რომელიც ვრცელდებოდა ყოფილი რკინის ფარდის 6800 კილომეტრზე (4200 მილი). გერმანიის მწვანე სარტყელი ახლა აკავშირებს 160 ბუნებრივ პარკს, 150 ფლორისა და ფაუნის ზონას, იუნესკოს სამ ბიოსფერულ რეზერვაციას და ჰარცის მთების ეროვნულ პარკს.[192] ეს არის თავშესაფარი მრავალი სახეობისთვის, რომლებიც იშვიათია გერმანიაში, მაგალითად გარეული კატა, შავი ღორი, წავი და იშვიათი ხავსები თუ ორქიდეები. გერმანიის წითელი ფუტკრების ნახევარზე მეტი, დაახლოებით 25,000 ცხოვრობს ყოფილ საზღვართან. [191] Bund Naturschutz, გერმანიის ერთ-ერთი უმსხვილესი კონსერვაციის ჯგუფი, ახორციელებს კამპანიას მწვანე სარტყლის ფარგლებში, ბუნების დაცვის ზონად განსაზღვრული ტერიტორიის გაფართოების მიზნით.[193]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  • Berlin border crossings
  • Billmuthausen – აღმოსავლეთ გერმანელების მიერ განადგურებული ისტორიული სოფელი საზღვართან ძალიან ახლოს, რომელიც დღეს მემორიალია.
  • Czechoslovak border fortifications during the Cold War
  • Erlebach – საზღვართან ძალიან ახლოს მდებარე ისტორიული სოფელი, რომელიც აღმოსავლეთ გერმანიის მიერ განადგურდა.
  1. Faringdon (1986), pp. 282–84.
  2. 2.0 2.1 Faringdon (1986), p. 284.
  3. McDougall (2004), p. 40.
  4. Czuczka (2000-01-13).
  5. The Record (1990-07-02).
  6. Cramer (2008), pp. 8–9.
  7. 7.0 7.1 Buchholz (1994), p. 56.
  8. Faringdon (1986), p. 282.
  9. Weinberg (1995), p. 804.
  10. Shears (1970), p. 29.
  11. Osmańczyk; Mango (2004), p. 77.
  12. Shears (1970), p. 36.
  13. მოკავშირეების საერთო განცხადებაში, 1954 წლის 3 ოქტომბერს, კვოტირება Kindermann (1994), pp. 220–21.
  14. Gress (1985), pp. 15–16.
  15. Loth (2004), p. 274.
  16. Schweitzer (1995), p. 50.
  17. Stacy (1984), p. 6.
  18. Stacy (1984), p. 9.
  19. Stacy (1984), p. 8.
  20. Stacy (1984), pp. 31–32.
  21. Stacy (1984), p. 40.
  22. Stacy (1984), pp. 67, 69.
  23. Berdahl (1999), p. 144.
  24. 24.0 24.1 Cramer (2008), p. 15.
  25. 25.0 25.1 Stacy (1984), p. 50.
  26. Shears (1970), p. 37.
  27. Manchester Guardian (1952-06-09)
  28. Cramer (2008), p. 143.
  29. Berdahl (1999), p. 67.
  30. 30.0 30.1 30.2 The Times (1962-07-21).
  31. 31.0 31.1 Maddrell (2006), pp. 54, 56.
  32. 32.0 32.1 32.2 32.3 32.4 Rottman (2008), p. 20.
  33. Stacy (1984), p. 185.
  34. Stacy (1984), p. 189.
  35. 35.0 35.1 Mulligan (1976-10-28).
  36. 36.0 36.1 Stacy (1984), p. 176.
  37. 37.0 37.1 Fulbrook (2002), p. 170.
  38. 38.0 38.1 Jarausch (1994), p. 17.
  39. Müller-Enbergs (1988), p. 437.
  40. Koop (1996), p.
  41. 41.0 41.1 Buchholz (1994), p. 59.
  42. August (1999), p. 28.
  43. 43.0 43.1 Rottman (2008), pp. 20–21.
  44. Hertle (2007), p. 97.
  45. Britannica Academic en-US. ციტირების თარიღი: 2017-04-18
  46. Eckert, Astrid M. "'Greetings from the Zonal Border' Tourism to the Iron Curtain in West Germany." Zeithistorische Forschungen 8 (2011): 9–36.
  47. Lapp (1986) p. x.
  48. Synopsis of Grenzer (2009)
  49. Ministry of Federal Affairs, Displaced Persons and Refugees, Bonn. "Attention Demarcation Line!". Leaflet published c. mid-1960s.
  50. Bailey (1983) p. 143.
  51. Cramer (2008), p. 162.
  52. Berdahl (1999), p. 149.
  53. The Age (1975-08-18).
  54. Los Angeles Times (1977-07-07).
  55. Ritter; Lapp (2007), pp. 11, 92.
  56. Allinson (2000), p. 125.
  57. 57.0 57.1 Buchholz (1994), p. 57.
  58. 58.0 58.1 Rottman (2008), p. 23.
  59. 59.0 59.1 Rottman (2008), p. 29.
  60. 60.0 60.1 Rottman (2008), p. 28.
  61. 61.0 61.1 61.2 61.3 Rottman (2008), p. 25.
  62. Ritter; Lapp (2007), p. 69.
  63. 63.0 63.1 63.2 Rottman (2008), p. 17.
  64. Rottman (2008), pp. 23–24.
  65. Rottman (2008), p. 16.
  66. Rottman (2008), p. 18.
  67. Rottman (2008), pp. 18–19.
  68. Rottman (2008), p. 21.
  69. Rottman (2008), pp. 25–26.
  70. Der Turm. Grenzturm e.V, Kühlungsborn (Baltic Border Tower in Kühlungsborn [monument's website]). დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 2 თებერვალი 2022.
  71. Geschichte. Grenzturm e.V, Kühlungsborn (Baltic Border Tower in Kühlungsborn [monument's website]). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 მარტი 2014. ციტირების თარიღი: 2 თებერვალი 2022.
  72. Dennis (2000), p. 100.
  73. Shears (1970), pp. 49–50.
  74. Cramer (2008), p. 52.
  75. Shears (1970), pp. 90–91
  76. Shears (1970), p. 173
  77. Shears (1970), p. 138
  78. Cramer (2008), p. 51.
  79. Rottman (2008), p. 42.
  80. Rottman (2008), p. 43.
  81. Kellerhoff; Banse (2007-08-11).
  82. 82.0 82.1 Rottman (2008), p. 48.
  83. BBC (2001-08-07).
  84. Rottman (2008), pp. 52–53.
  85. Moncourt; Smith (2009), p. 22.
  86. 86.0 86.1 Shears (1970), pp. 96–97.
  87. Bundesgesetzblatt.
  88. Shears (1970), pp. 90–92.
  89. Shears (1970), pp. 94–95.
  90. Stacy (1984), pp. 263–64.
  91. Shears (1970), p. 100.
  92. Stacy (1984), pp. 261–63.
  93. "Grenzbewacher West". Zonengrenze-Museum, Helmstedt
  94. Stacy (1984), p. 22.
  95. Stacy (1984), pp. 62–63.
  96. Shears (1970), pp. 88, 98–99.
  97. Bailey (1983), p. 61.
  98. Bailey (1983), p. 48.
  99. 99.0 99.1 99.2 Gordon (1988), p. passim.
  100. 100.0 100.1 Shears (1970), pp. 164–65.
  101. 101.0 101.1 Based on: Appendix to § 18 of the Gesetz über die Staatsgrenze der Deutschen Demokratischen Republik (Law on the State Border of the GDR) (25 March 1982)
  102. Fowle (1981-02-08).
  103. Shears (1970), pp. 131–39, 141.
  104. Morris (1997), p. 71.
  105. Shears (1970), p. 18.
  106. Rottman (2008), p. 40.
  107. Cramer (2008), p. 94.
  108. Maguire (2009-10-20).
  109. The Sunday Telegraph (2004-05-30).
  110. "Flucht und Ausreise". Gedenkstätte Deutsche Teilung Marienborn (Memorial to the division of Germany in Marienborn).
  111. Outline map. Gedenkstätte Deutsche Teilung Marienborn (Memorial to the division of Germany in Marienborn).
  112. Cowell (1996-09-12).
  113. Shears (1970), p. 15.
  114. ""ფორმალური პროცედურები, რომლებიც უნდა განხორციელდეს გდრ-ის მოქალაქეების მიერ, რომელთაც სურთ ფედერალურ რესპუბლიკაში შესვლა" Grenzmuseum Eichsfeld (Border Museum Eichsfeld).
  115. Childs (2001), p. 29.
  116. Bailey (1983), p. 32.
  117. 117.0 117.1 McCartney (1988-04-16).
  118. McAdams (1985), p. 148.
  119. Dale (2005), p. 87.
  120. Hertle (2007), p. 124.
  121. Dale (2005), pp. 87–88.
  122. Childs (2001), p. 44.
  123. Hertle (2007), pp. 123–24.
  124. Dale (2005), p. 89.
  125. Buckley (2004), p. 104
  126. Hertle (2007), p. 117.
  127. Buschschluter (1981-10-11).
  128. Shackley; Finney (2005), pp. 100–01.
  129. 129.0 129.1 "The number of escapees". Grenzmuseum Eichsfeld (Border Museum Eichsfeld).
  130. 130.0 130.1 Ritter; Lapp (2007), p. 72.
  131. Detjen (2006), p. 113.
  132. Nothnagle (1990), p. 31.
  133. Stokes (2000), p. 45.
  134. Hooper (2001-08-07).
  135. The Prescott Courier (1979-09-17).
  136. Sunday Star-News (1987-08-28).
  137. United Press International (UPI) (1971-08-04).
  138. The Associated Press (1987-09-03).
  139. Cramer (2008), pp. 122–23.
  140. The Times (1964-09-11).
  141. The Associated Press (1963-07-07).
  142. The Times (1959-07-11).
  143. Walmer (1990-02-14).
  144. Anderson (1964-06-14).
  145. 145.0 145.1 "The Use of Firearms at the Border". Grenzmuseum Eichsfeld (Border Museum Eichsfeld).
  146. Hertle (2007), pp. 100–01.
  147. Shears (1970), p. 84.
  148. Deutsche Welle (2005-08-09).
  149. Cramer (2008), p. 82.
  150. Bild 175-P05-00002-0001 [Picture 175-P05-00002-0001] Bundesarchiv (Germany) დაარქივებული 2018-01-18 საიტზე Wayback Machine. . Last accessed: 26 October 2009.
  151. The New York Times (1976-08-07).
  152. Mielke (2002-05-06).
  153. Baker (2004), p. 29.
  154. Neues Deutschland (1989-08-13/14), p. 9.
  155. Thüringen Journal (2009-09-18)
  156. Ladd (1998), p. 25.
  157. Ladd (2004), p. 107.
  158. Meyer (2009), p. 114.
  159. Meyer (2009), p. 68.
  160. Meyer (2009), p. 105.
  161. Meyer (2009), p. 90.
  162. Childs (2001), p. 67.
  163. Childs (2001), p. 68.
  164. Sebasteyen (2009), pp. 329–31.
  165. Childs (2001), p. 75.
  166. Childs (2001), pp. 82–83.
  167. Childs (2001), p. 85.
  168. 168.0 168.1 Hertle (2007), p. 147.
  169. Childs (2001), p. 87.
  170. Childs (2001), p. 88.
  171. Childs (2001), p. 89.
  172. Jacoby (1989-11-08).
  173. Bradshaw, Ben (orally). BBC News, 12 November 1989. Quoted in August (1999), p. 198.
  174. Deutsche Welle (2006-11-02).
  175. Adam (2005), p. 114.
  176. Rodden (2002), p. 5
  177. James (1992), p. 10
  178. Fröhling (2007), p. 183.
  179. Childs (2001), p. 90.
  180. Childs (2001), p. 100.
  181. Childs (2001), p. 105.
  182. Childs (2001), p. 140.
  183. 183.0 183.1 Rottman (2008), p. 58.
  184. Jackson (1990-02-12).
  185. 185.0 185.1 Koenig (1990-04-22).
  186. 186.0 186.1 Rottman (2008), p. 61.
  187. Freytag (1996), p. 230.
  188. The Week in Germany (1996-05-13), p. 13.
  189. Thorson (1995-11-11).
  190. Ritter; Lapp (2007), p. 179.
  191. 191.0 191.1 Paterson (2009-05-17).
  192. Cramer (2008), p. 9.
  193. Hall (2008-05-19).

ლიტერატურა

რედაქტირება

მედია რესურსები

რედაქტირება
  • Anderson, Jack (14 June 1964). „Why Have U.S. Army Men In Europe Defected Behind The Iron Curtain?“. St. Petersburg Times.
  • Buschschluter, Siegfried (11 October 1981). „Trade in human beings costs Bonn dear“. Guardian Weekly.
  • Cowell, Alan (12 September 1996). „Beside the Autobahn, a Cold-War Memory Lane“. The New York Times.
  • Czuczka, Tony (13 January 2000). „Last East German communist boss going to jail unrepentant“. Associated Press.
  • Evans, Michael (15 February 1990). „Border watchdog, Thomas Jones, completes 30-year patrol“. The Times.
  • Fowle, Farnsworth (8 February 1981). „Dresden's Salvaged Treasures“. The New York Times.
  • Hall, Allan (19 May 2008). „Cold War legacy a haven for nature“. The Age.
  • Hooper, John (7 August 2001). „East Germany jailed 75,000 escapers“. The Guardian. ციტირების თარიღი: 25 October 2009.
  • Jackson, James O. (12 February 1990). „The Revolution Came From the People“. Time. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 1, 2007. ციტირების თარიღი: 25 October 2009. მითითებულია ერთზე მეტი |archiveurl= და |archive-url= (დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი |archivedate= და |archive-date= (დახმარება)
  • Jacoby, Jeff (8 November 1989). „The Wall came tumbling down“. Boston Globe.
  • Kellerhoff, Sven Felix; Banse, Dirk (11 August 2007). „Zögern Sie nicht mit der Schusswaffe!“. Berliner Morgenpost. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 25 October 2009.
  • Koenig, Robert L. (22 April 1990). „Unity replaces fence – German social, economic barriers next to fall“. St. Louis Post-Dispatch.
  • Maguire, Helen (20 October 2009). „Leaving East Germany – as easy as Alpha, Bravo, Charlie?“. Deutsche Presse-Agentur. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 October 2009. ციტირების თარიღი: 25 October 2009. მითითებულია ერთზე მეტი |archiveurl= და |archive-url= (დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი |archivedate= და |archive-date= (დახმარება)
  • McCartney, Robert J. (16 April 1988). „E. Germany Relaxes Curbs on Working Citizens' Visits to West“. The Washington Post.
  • Mielke, Michael (6 May 2002). „Der Fall Gartenschläger“. Berliner Morgenpost. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 9 August 2009.
  • Mulligan, Hugh A. (28 October 1976). „East German border appearance has changed“. The Bulletin. The Associated Press. ციტირების თარიღი: 3 August 2009.[მკვდარი ბმული]
  • Paterson, Tony (17 May 2009). „From Iron Curtain to Green Belt“. Independent On Sunday.
  • Staff (7 August 2001). „Scale of East German exodus revealed“. BBC. ციტირების თარიღი: 4 August 2009.
  • Staff (9 August 2005). „More Than 1,100 Berlin Wall Victims“. Deutsche Welle. ციტირების თარიღი: 8 August 2009.
  • Staff (2 November 2006). „We Were Told to Stop Trespassing at All Costs“. Deutsche Welle. ციტირების თარიღი: 25 October 2009.
  • Staff (3 September 1987). „East German defector seventh since Saturday“. Gainesville Sun. The Associated Press. ციტირების თარიღი: 25 October 2009.
  • Staff (7 July 1977). „Buff Boom“. Los Angeles Times.
  • Staff (13–14 August 1989). „Sie gaben ihr Leben für ihr Vaterland“. Neues Deutschland.
  • Staff (4 August 1971). „East German Doctor Swims To Freedom“. St. Petersburg Times. United Press International (UPI).
  • Staff (28 August 1987). „Climber flees East Germany“. Sunday Star-News. ციტირების თარიღი: 25 October 2009.[მკვდარი ბმული]
  • Staff (18 August 1975). „Nudes warm up the Cold War“. The Age.
  • Staff (9 June 1952). „'Forbidden Zone' Runs Across Opencast Site“. The Manchester Guardian.
  • Staff (7 August 1976). „East Germany Apologizes For Fatal Shooting of Italian“. The New York Times.
  • Staff (17 September 1979). „Homemade balloon carries 8 to freedom“. The Prescott Courier. ციტირების თარიღი: 25 October 2009.
  • Staff (2 July 1990). „Berlin reunites, borders fade“. The Record. Bergen County, NJ.
  • Staff (7 July 1963). „Escape Into East Germany Not Blocked by Wire, Mines“. The Spokesman-Review. The Associated Press. ციტირების თარიღი: 25 October 2009.[მკვდარი ბმული]
  • Staff (30 May 2004). „History hits the wall – Tourists warm to Berlin's Cold War“. The Sunday Telegraph. London.
  • Staff (18 September 2009). „Sonntagsreden am Todesstreifen?“. Thüringen Journal. Mitteldeutscher Rundfunk.[მუდმივი მკვდარი ბმული]
  • Staff (11 July 1959). „Two Soldiers Go To E. Germany“. The Times.
  • Staff (21 July 1962). „Baltic Coast Made Border Zone“. The Times.
  • Staff (11 September 1964). „Two Families Flee From East Germany“. The Times.
  • Staff (13 May 1996). „Border "No Man's Land" Officially Declared Mine-Free“. The Week in Germany. New York: German Information Center.
  • Thorson, Larry (11 November 1995). „Former German border almost free of mines“. Austin American-Statesman.
  • Walmer, Tracy (14 February 1990). „Wall's fall coaxes 2nd deserter back“. USA Today.

სხვა წყაროები

რედაქტირება
  • Ephemera: Ministry of Federal Affairs, Displaced Persons and Refugees, Bonn. "Attention Demarcation Line!". Leaflet published c. mid-1960s.
  • Film Synopsis: Synopsis of Grenzer (Filmstudio der Nationalen Volksarmee, 1981, dir. Reiner Bachmann, Jochen Hoffmann). Progress Film-Verleih, Berlin. Retrieved 6 August 2009.
  • Government archives: Bild 175-P05-00002-0001 (Picture 175-P05-00002-0001) in the collection of the Gesamtdeutsches Institut – Bundesanstalt für gesamtdeutsche Aufgaben (All-German Institut – Federal Institute for All-German Affairs). Photographer:თარგი:Nbsn.a. Dated:თარგი:Nbsc.თარგი:Nbs1961/7. Held in: Bundesarchiv Deutschland (Federal Archive of Germany) Last accessed: 26 October 2009.
  • Law: Gesetz über die Staatsgrenze der Deutschen Demokratischen Republik (Law on the State Border of the German Democratic Republic) (25 March 1982)
  • Museum Displays: Gedenkstätte Deutsche Teilung Marienborn (Memorial to the division of Germany in Marienborn).
  • Museum Displays: Grenzmuseum Eichsfeld (Border Museum Eichsfeld).
  • Museum Displays: Zonengrenze-Museum Helmstedt (Zonal Border Museum Helmstedt)
  • Museum Website: Grenzturm e.V, Kühlungsborn (Baltic Border Tower in Kühlungsborn). English; German.

გარე ბმულები

რედაქტირება

ვიდეოები

რედაქტირება

დამატებითი ინფორმაცია საზღვრის შესახებ

რედაქტირება