ტალვეგი (გერმ. Talweg < Tal — ხეობა და Weg — გზა) — სწორხაზოვანი ან დაკლაკნლი ეგრეთ წოდებული ხაზი, რომელიც გეგმაში, როგორც წესი, აერთებს მდინარის ყველაზე დადაბლებულ ნაწილებს — ხეობებს, ხევებს და სხვა.[1] წარმოადგენს ხეობის, ხევის, ხრამის ყველაზე ღრმა, ღერძულ ნაწილს. უფრო ფართო გაგებით ტალვეგი ეწოდება ხეობის ძირს.[2]

ტალვეგი

პოლიტიკურ მნიშვნელობაში ტალვეგის პრინციპია ორ სახელმწიფოს შორის საზღვრის დადგენა. ასევე საერთაშორისო საზღვრების დადგენა შესაძლებელია შუამავალი ხაზით, მარცხენა სანაპიროზე, ან მარჯვენა სანაპიროზე და სხვა.[3]

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 644.
  2. გეომორფოლოფიური ლექსიკონი, გამომცემლობა ნეკერი, თბილისი, 1996.
  3. Thalwegprincipen - Uppslagsverk - NE.se