მსოფლიოს შვიდი საოცრება

(გადამისამართდა გვერდიდან შვიდი საოცრება)

მსოფლიოს შვიდი საოცრება ზოგადად მიუთითებს მთავარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობათა რამდენიმე სიაზე. ყველაზე ძველი და განთქმული მათგან არის ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრება, მეგზური ძველი მსოფლიოს მოგზაურთათვის, რომელთაც სურდათ ეხილათ ყველაზე განთქმული, მასშტაბური და კარგად ცნობილი ხუროთმოძღვრული ქმნილებები.

მსოფლიოს შვიდი საოცრება (მარცხნიდან მარჯვნივ, ზემოდან ქვემოთ): ხეოფსის პირამიდა, ბაბილონის დაკიდული ბაღები, ეფესოს ტაძარი, ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში, ჰალიკარნასის მავზოლეუმი, როდოსის კოლოსი და ალექსანდრიის შუქურა.

ამ სიის უძველესი ვერსია ძვ. წ. II საუკუნეში შექმნა ანტიპატე სიდონელმა. როგორც ჩანს, ეს სია ემყარება ელინისტ მოგზაურთა შორის პოპულარულ მეგზურებს და მხოლოდ მიუთითებს ქმნილებებზე ხმელთაშუა ზღვის გარშემო მიწებზე, სადაც იმდროინდელ მოგზაურებს მეტ-ნაკლებად უსაფრთხოდ შეეძლოთ ემგზავრათ. ამ სიაში შესული ობიექტები საოცრებები იყო იმ კრიტერიუმით, რომ ისინი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობები იყო იმ პერიოდში. აღსანიშნავია, რომ ამ სიაში მხოლოდ ადამიანის მიერ აგებული ქმნილებები იყო შეტანილი, ვინაიდან ბუნებრივი საოცრებები იმ პერიოდში პოპულარული არ იყო.

ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრება

რედაქტირება

ქვემოთ მოყვანილია ანტიპატეს ვერსია:

საოცრება თარიღი მშენებელი დაინგრა მიზეზი ამჟამინდელი მდებარეობა
ხეოფსის პირამიდა ძვ. წ. 2550 ეგვიპტელები დღემდე დგას დღემდე დგას გიზის ნეკროპოლისი, ეგვიპტე
29°58′45″ ჩ. გ. 31°08′03″ ა. გ. / 29.9791750° ჩ. გ. 31.1343583° ა. გ. / 29.9791750; 31.1343583 (Great Pyramid of Giza)
ბაბილონის დაკიდული ბაღები ძვ. წ. 600 ბაბილონელები ძვ. წ. I საუკუნე მიწისძვრა ჰილა ან ნინევია, ერაყი
32°32′08″N 44°25′39″E / 32.5355° ჩ. გ. 44.4275° ა. გ. / 32.5355; 44.4275 (Hanging Gardens of Babylon)
ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში ძვ. წ. 435 ბერძნები V-VI საუკუნეები ხანძარი ოლიმპია, საბერძნეთი
37°38′16″ ჩ. გ. 21°37′48″ ა. გ. / 37.637861° ჩ. გ. 21.63000° ა. გ. / 37.637861; 21.63000 (Statue of Zeus at Olympia)
არტემიდეს ტაძარი ეფესოში ძვ. წ. 550 ლიდიელები, ბერძნები ძვ. წ. 356 ხანძარი სელჩუკი, თურქეთი
37°56′59″ ჩ. გ. 27°21′50″ ა. გ. / 37.94972° ჩ. გ. 27.36389° ა. გ. / 37.94972; 27.36389 (Temple of Artemis at Ephesus)
ჰალიკარნასის მავზოლეუმი ძვ. წ. 351 ქარიელები, ბერძნები 1494 მიწისძვრა ბოდრუმი, თურქეთი
37°02′16″N 27°25′27″E / 37.0379° ჩ. გ. 27.4241° ა. გ. / 37.0379; 27.4241 (Mausoleum at Halicarnassus)
როდოსის კოლოსი ძვ. წ. 292-280 ელენისტური საბერძნეთი ძვ. წ. 224 მიწისძვრა როდოსი, საბერძნეთი
36°27′04″ ჩ. გ. 28°13′40″ ა. გ. / 36.45111° ჩ. გ. 28.22778° ა. გ. / 36.45111; 28.22778 (Colossus of Rhodes)
ალექსანდრიის შუქურა ძვ. წ. III საუკუნე ელენისტური ეგვიპტე 1303-1480 მიწისძვრა ალექსანდრია, ეგვიპტე
31°12′50″ ჩ. გ. 29°53′08″ ა. გ. / 31.21389° ჩ. გ. 29.88556° ა. გ. / 31.21389; 29.88556 (Lighthouse of Alexandria)

ანტიპატეს თავდაპირველ სიაში ალექსანდრიის შუქურა შეცვლილი იყო ბაბილონის კედლით. ზემოთ მოყვანილი სია უკვე მე-6 საუკუნის დროინდელი ვარიანტია. ამ საოცრებათაგან დღემდეგ მხოლოდ ერთადერთი - ხეოფსის პირამიდა შემორჩა გიზაში, ეგვიპტე. დაკიდული ბაღების არსებობის დამკიცება ვერ მოხერხდა. უძველესი დოკუმენტური მასალის მიხედვით დანარჩენი ხუთი საოცრება ბუნებრივმა კატაკლიზმებმა იმსხვერპლა. ეფესოს ტაძარი და ზევსის ქანდაკება ხანძარმა გაანადგურა, დანარჩენები კი მიწისძვრამ.

ბოლოდროინდელი საოცრებები

რედაქტირება

ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრების ტრადიციით მრავალი სხვა სიაც შექმნილა, რომლებიც ადამიანთა მიერ საინჟინრო მიღწევათა გარდა ბუნებრივ საოცრებებსაც შეიცავს. თუმცა ეს სიები უფრო არაფორმალურია და მათზე რაიმე კონსენსუსი არ არსებობს.

იხ. ასევე შუა საუკუნეების სამყაროს შვიდი საოცრება

თანამედროვე საოცრებები

რედაქტირება

სამოქალაქო ინჟინერთა ამერიკის საზოგადოებამ ჩამოაყალიბა თანამედროვე მსოფლიოს შვიდ საოცრებათა სია [1]:

ტურისტული მსოფლიოს საოცრებები

რედაქტირება

შემდეგი სია შექმნილია ჰილმან უონდერსის მიერ როგორც ყველაზე პოპულარული შვიდი ტურისტული ღირსშესანიშნაობა-საოცრება:[2]

ბუნებრივი საოცრებები

რედაქტირება

სხვა სიათა მსგავსად, არ არსებობს კონსენსუსი მსოფლიოს შვიდ ბუნებრივ საოცრებაზე, ვინაიდან არ არის შეთანხმება იმაზე თუ რამხელა უნდა იყოს ეს სია. ამგვარ სიათაგან ერთ-ერთი შექმნილი CNN-ის მიერ [3]:

წყალქვეშა საოცრებები

რედაქტირება

ამ სიის წარმოშობის წყარო გაურკვეველია, თუმცა ის საკმაოდ ხშირად ფიგურირებს მასმედიაში და აღნიშვნის ღირსია:[4] [5]

ახალი შვიდი საოცრება

რედაქტირება

2006 წელს იუნესკომ გამოაქვეყნა მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრების სია.

  1. სამოქალაქო ინჟინერთა ამერიკის საზოგადოების შვიდი საოცრება. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-04-02. ციტირების თარიღი: 2009-05-09.
  2. Hillman Wonders
  3. CNN-ის ბუნებრივი საოცრებები
  4. Underwater Wonders of the World. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-21. ციტირების თარიღი: 2006-10-18.
  5. წყალქვეშა საოცრებების მეორე სია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-28. ციტირების თარიღი: 2006-10-18.