ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში

ზევსის ქანდაკება ოლიმპიაშიმსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი, ღმერთ ზევსის გიგანტური ქანდაკება მისი სახელობის ტაძარში, ქალაქ ოლიმპიაში. შექმნა არქიტექტორმა ფიდიასმა ქრისოელეფანტური ტექნიკით, ძვ. წ. 430-იან წლებში. მდებარეობდა ტაძრის ცელაში. სიმაღლეში 12,4 მეტრი იყო. ქანდაკების შესახებ 60-ზე მეტი ანტიკური ცნობაა მოღწეული, მისი გარეგნული სახე რეკონსტრუირებულია პავსანიას აღწერის, სტრაბონის ცნობების, ასევე მონეტებზე არსებული გამოსახულებების საფუძველზე: ზევსი, თავზე ზეთისხილის გვირგვინითა და მოსასხამით, რომელზეც ცხოველებისა და შროშანების გამოსახულებები იყო დატანილი, იჯდა ძვირფასი მასალებით აგებულ ტახტზე, მარჯვენა ხელში ეჭირა სფერო, რომელზეც იდგა ნიკეს ფიგურა, მარჯვენაში კი — სკიპტრა არწივის ფიგურით. ტახტი მორთული იყო მრავალი ფიგურით, რელიეფითა და პინაქსით.[1]

თანამედროვე რეკონსტრუქცია

ლუკიანე სამოსატელის გადმოცემით, ძვ. წ. II საუკუნეში მიწისძვრების შედეგად დაზიანებულ ქანდაკებას რესტავრაცია ჩაუტარა მოქანდაკე დიმოფონტემ. ვარაუდობენ, რომ ზევსის ქანდაკება განადგურდა 425 წელს ტაძარში გაჩენილი ხანძრის დროს. გიორგი კედრენეს ცნობით, V საუკუნის დასაწყისში იგი კონსტანტინოპოლში გადაიტანეს, სადაც განადგურდა 475 წლის ხანძრის შედეგად. ამ ქანდაკების იკონოგრაფია აისახა ძველრომაულ ქანდაკებებში (მაგ., I საუკუნის ქანდაკება „იუპიტერი“, ერმიტაჟი, სანქტ-პეტერბურგი და სხვ.).[1]

  1. 1.0 1.1 Статуя Зевса в Олимпии // Большая российская энциклопедия. т. 31. — М., 2016. — стр. 203.