ალექსანდრიის შუქურა

ალექსანდრიის შუქურა (აგრეთვე ცნობილი როგორც ფაროსი, ბერძ. Φάρος - შუქურა) მდებარეობდა ალექსანდრიაში, ეგვიპტე, აშენდა ძვ.წ. 279 წელს მე-3 საუკუნეში და მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთად მიიჩნევა. მან ფუნქციონირება შეწყვიტა და თითქმის სრულიად დაინგრა მე-14 საუკუნეში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად. მისი ნარჩენები ნაპოვნი იქნა მყვინთავების მიერ 1994 წელს, შემდეგ კი სატელიტური ფოტოებით შუქურის დანარჩენი ნაწილები აღმოაჩინეს. შუქურის კოშკი სავარაუდოდ 134 მეტრის სიმაღლის იყო და იმ დროისთვის, დედამიწაზე არსებულ, ადამიანის მიერ აგებულ ყველაზე მაღალ ნაგებობათა სიაში, მეორე ადგილას უნდა ყოფილიყო ხეოფსის პირამიდის შემდგომ.

ალექსანდრიის შუქურა
არქეოლოგიური გათხრების შედეგად შექმნილი ნახატი

თეთრი ქვის ბლოკებით ნაგები კოშკი სამი ნაწილისგან შედგებოდა: ქვედა მართკუთხა პლატფორმა ცენტრალური ფუნდამენტით, შუა ოქტაგონური სექცია და მაღლა კი, მრგვალი სექცია. შუქურის თავში დიდი სარკე იყო დამონტაჟებული, რომელიც დღის განმავლობაში მზეს ირეკლავდა და მისი შუქი 100 კილომეტრზე აღწევდა, ღამე კი ცეცხლს ანთებდნენ. როგორც ალექსანდრიის ზარაფხანის რომაულ მონეტებზეა აღბეჭდილი, შუქურის პლატფორმის ოთხივე კუთხეში ტრიტონის ქანდაკებები იდგა. ასევე, რომაულ პერიოდში, კოშკის თავზეც უნდა მდგარიყო ერთი ქანდაკება. მოგვიანებით, მრავალი ადრეული ისლამური მეჩეთის მინარეთთა დიზაინი ფაროსის მსგავსი სამ-სექციანი პროექტით იქმნებოდა, რაც შუქურის დიდ არქიტექტურულ ზეგავლენაზე მეტყველებს.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Harris, William V., and Giovanni Ruffini. 2004. Ancient Alexandria Between Egypt and Greece. Leiden: Brill.
  • Jordan, Paul. 2002. The Seven Wonders of the Ancient World. Harlow: Longman.
  • Polyzōidēs, Apostolos. 2014. Alexandria: City of Gifts and Sorrows: From Hellenistic Civilization to Multiethnic Metropolis. Chicago: Sussex Academic Press, 2014.
  • Thompson, Alice. 2002. Pharos. London: Virago.
  • Tkaczow, Barbara, and Iwona Zych. 1993. The Topography of Ancient Alexandria: An Archaeological Map. Warszawa: Zaklad Archeologii Śródziemnomorskiej, Polskiej Akadmii Nauk.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: