დელტაპროექტი (ნიდერლ. Deltawerken) — მასშტაბური წყალდიდობის საწინააღმდეგო სისტემა განხორციელებული ნიდერლანდებში 1953 წელს ჩრდილოეთის ზღვის დატბორვით გამოწვეული ტრაგედიის განმეორების თავიდან ასაცილებლად.

ოოსტერშელდეკერინგი - ყველაზე გრძელი ჯებირი დელტაპროექტზე.

1953 წელს ჩრდილოეთის ზღვამ ნიდერლანდებში ჯებირები და წყლის სამაგრი კედლები გაარღვია და ქვეყნის თითქმის მთელი სანაპირო ზოლი დატბორა. შედეგად დაიღუპა 1835 ადამიანი, ხოლო ევაკუირებულ იქნა 70.000. დაიხრჩო 10.000-მდე პირუტყვი და 4500 შენობა განადგურდა. საპასუხოდ ნიდერლანდების მთავრობამ შეიმუშავა მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური წყალდიდობისგან დამცავი პროექტი, რომელიც მოიცავს 10.250 მილის სიგრძის ჯებირებს (1500 მილი პირველადი და 8750 მილი მეორეული ჯებირი) და 300 ნაგებობას. ეს ასევე მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული საინჟინრო პროექტი იყო. პროექტმა ოკეანისგან 13 ესტუარის იზოლაცია მოახდინა. ამასთან დაახლოებით 1650 კვ. კმ მიწა გამონთავისუფლდა ზღვისგან.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება