შარი-ბაგირმის რეგიონი
შარი-ბაგირმის რეგიონი (ფრანგ. Chari-Baguirmi, არაბ. منطقة شاري باقرمي) — ჩადის რეგიონი. თავისი სახელწოდება რეგიონმა მიიღო აქ ჩამდინარე მდინარე შარის სახელწოდების და ისტორიული ბაგირმის სასულთნოს მიხედვით. რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი მასენია. რეგიონის სხვა დიდი ქალაქებია — დურბალი, ბუსო. მისი ფართობია — 46 000 კმ², მოსახლეობის რაოდენობა 2009 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს 621 785 ადამიანს.[1][2][3][4]
რეგიონი | |
---|---|
შარი-ბაგირმის რეგიონი ფრანგ. Chari-Baguirmi არაბ. منطقة شاري باقرمي | |
ქვეყანა | ჩადი |
ადმ. ცენტრი | Massenya |
შიდა დაყოფა | Baguirmi Department, Chari Department და Loug Chari |
კოორდინატები | 11°24′00″ ჩ. გ. 16°10′00″ ა. გ. / 11.40000° ჩ. გ. 16.16667° ა. გ. |
ფართობი | 46 000 კმ² |
მოსახლეობა | 621 785 კაცი (2009) |
სიმჭიდროვე | 13,52 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+1]] |
გეოგრაფია
რედაქტირებაშარი-ბაგირმის რეგიონი მდებარეობს ჩადის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში და ტერიტორიულად შეესაბამება იმავე დასახელების ყოფილი პრეფექტურის დიდ ნაწილს. ჩრდილო-დასავლეთიდან მას ესაზღვრება ნჯამენა, ჩრდილოეთიდან ჰაჯერ-ლამისის რეგიონი, აღმოსავლეთიდან გერის და შუა შარის რეგიონები, სამხრეთით ტანჯილეს და აღმოსავლეთ მაიო-კების რეგიონებს. დასავლეთით გადის სახელმწიფო საზღვარი ჩადსა კამერუნს შორის.
დემოგრაფია
რედაქტირებარეგიონის ძირითადი ეთნიკური ჯგუფები: ჩადის არაბები (მოსახლეობის მთლიანი რაოდენობის 1/3-ზე მეტი), ფულბე, კანური, ბარმა. გაბატონებული რელიგია — ისლამი.
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაადმინისტრაციული თვალსაზრისით შარი-ბაგირმის რეგიონი იყოფა 3 დეპარტამენტად: ბაგირმი (შედგება 3 ქვეპრეფექტურისაგან), შარი (5 ქვეპრეფექტურისაგან) და ლუგ-შარი (5 ქვეპრეფექტურისაგან).
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოსახლეობის 2009 წლის აღწერა (Census-2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-01. ციტირების თარიღი: 2017-03-02.
- ↑ მოსახლეობის 2009 წლის აღწერა (geohive-2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-16. ციტირების თარიღი: 2017-03-02.
- ↑ მოსახლეობის 2009 წლის აღწერა (citypopulation-2009)
- ↑ მოსახლეობის 2009 წლის აღწერა (statoids-2009)