შუა შარის რეგიონი (ფრანგ. Moyen-Chari, არაბ. منطقة شاري الأوسط) — ჩადის რეგიონი. თავისი სახელწოდება რეგიონმა მიიღო აქ ჩამომდინარე მდინარე შარის გამო. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი სარჰი. ფართობი — 41 000 კმ², მოსახლეობის რაოდენობა 2009 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს 598 284 ადამიანს.[1][2][3][4]

რეგიონი
შუა შარის რეგიონი
ფრანგ. Moyen-Chari
არაბ. منطقة شاري الأوسط
ქვეყანა ჩადის დროშა ჩადი
ადმ. ცენტრი სარჰი
შიდა დაყოფა Barh Köh, Grande Sido და Lac Iro Department
კოორდინატები 9°08′46″ ჩ. გ. 18°23′03″ ა. გ. / 9.14611° ჩ. გ. 18.38417° ა. გ. / 9.14611; 18.38417
ფართობი 41 000 კმ²
მოსახლეობა 598 284 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 14,59 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+1]]

გეოგრაფია

რედაქტირება

შუა შარის რეგიონი მდებარეობს ჩადის სამხრეთ ნაწილში და უკავია ყოფილი შუა შარის პრეფექტურის დიდი ნაწილი. ჩრდილოეთით მას ესაზღვრება სალამატის რეგიონი, ჩრდილოეთით გერის რეგიონი, დასავლეთით შარი-ბაგირმის, ლაკის და მანდულის რეგიონები, სამხრეთით რეგიონზე გადის სახელმწიფო საზღვარი ჩადსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას შორის. რეგიონის ტერიტორიაზე მდებარეობს დიდი ტბა ირო.

მოსახლეობა

რედაქტირება

შუა შარის რეგიონში ყველაზე უფრო ბევრნი ცხოვრობენ სარას ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები. 3 სოფლის — გორის, დამტარის და მაილაოს მაცხოვრებლები, რომლებიც განლაგებულია მდინარე შარის მოპირდაპირე ნაპირზე, ლაპარაკობენ ლაალის ენაზე, რომელიც არ მიეკუთვნება არც ერთ ენათა ოჯახს.

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

ადმინისტრაციული თვალსაზრისით შუა შარის რეგიონი იყოფა 3 დეპარტამენტად — ბარჰ-კოჰი (შედგება 5 ქვეპრეფექტურისაგან), გრანდ-სიდო (4 ქვეპრეფექტურისაგან) და ლაკ-ირო (9 ქვეპრეფექტურისაგან).

ეკონომიკა

რედაქტირება

რეგიონის ეკონომიკის საფუძველია სოფლის მეურნეობამეცხოველეობა, თევზჭერა, ბამბის და შაქრის ლერწმის მოყვანა.