ლაკის რეგიონი
ლაკის რეგიონი (ფრანგ. Lac — ტბა, არაბ. منطقة البحيرة) — ჩადის რეგიონი. თავისი დასახელება რეგიონმა მიიღო ჩადის ტბის გამო, რომელსაც უკავია მისი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ბოლი. ფართობი — 23 000 კმ², მოსახლეობის რაოდენობა 2009 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს 451 369 ადამიანს.[1][2][3][4]
რეგიონი | |
---|---|
ლაკის რეგიონი ფრანგ. Lac არაბ. منطقة البحيرة | |
ქვეყანა | ჩადი |
ადმ. ცენტრი | Bol |
შიდა დაყოფა | Mamdi Department და Wayi |
კოორდინატები | 13°27′36″ ჩ. გ. 14°44′24″ ა. გ. / 13.46000° ჩ. გ. 14.74000° ა. გ. |
ფართობი | 23 000 კმ² |
მოსახლეობა | 451 369 კაცი (2009) |
სიმჭიდროვე | 19,62 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+1]] |
გეოგრაფია
რედაქტირებალაკის რეგიონი მდებარეობს ჩადის უკიდურეს დასავლეთში. ტერიტორიულად ლაკის რეგიონი შეესაბამება ადრინდელ ლაკის პრეფექტურას. ჩრდილოეთით მას ესაზღვრება კანემის რეგიონი, სამხრეთით ჰაჯერ-ლამისის რეგიონი. დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით გადაჭიმულია ჩადის ტბა; აქ მდებარეობს ჩადის სახელმწიფო საზღვარი ნიგერთან, ნიგერიასთან და კამერუნთან.
მოსახლეობა
რედაქტირებალაკის რეგიონში ძირითადად ცხოვრობენ — კანემბუს ხალხი (მოსახლეობის მთლიანი რაოდენობის 66 %) და ბუდუმას ხალხი (18 %).
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაადმინისტრაციული თვალსაზრისით ლაკის რეგიონი იყოფა 4 დეპარტამენტად: ფული (შედგება 3 ქვეპრეფექტურისაგან), კაია (2 ქვეპრეფექტურისაგან), მანდი (2 ქვეპრეფექტურისაგან) და უაიი (3 ქვეპრეფექტურისაგან).
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოსახლეობის 2009 წლის აღწერა (Census-2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-01. ციტირების თარიღი: 2017-03-03.
- ↑ მოსახლეობის 2009 წლის აღწერა (geohive-2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-16. ციტირების თარიღი: 2017-03-03.
- ↑ მოსახლეობის 2009 წლის აღწერა (citypopulation-2009)
- ↑ მოსახლეობის 2009 წლის აღწერა (statoids-2009)