გერის რეგიონი (ფრანგ. Guéra, არაბ. منطقة قيرا) — ჩადის რეგიონი. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი მონგო. ფართობი — 62 000 კმ², მოსახლეობის რაოდენობა 2009 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს 553 795 ადამიანს.[1][2][3][4]

რეგიონი
გერის რეგიონი
ფრანგ. Guéra
არაბ. منطقة قيرا
ქვეყანა ჩადის დროშა ჩადი
ადმ. ცენტრი Mongo
შიდა დაყოფა Abtouyour, Barh Signaka, Guéra Department და Mangalmé
კოორდინატები 12°10′58″ ჩ. გ. 18°41′05″ ა. გ. / 12.18278° ჩ. გ. 18.68472° ა. გ. / 12.18278; 18.68472
ფართობი 62 000 კმ²
მოსახლეობა 553 795 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 8,93 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+1]]

გეოგრაფია

რედაქტირება

გერის რეგიონი მდებარეობს ქვეყნის ცენტრალური ნაწილის სამხრეთში. ჩრდილოეთით მას ესაზღვრება ბათის რეგიონი, აღმოსავლეთით სილის და სალამატის რეგიონები, სამხრეთით შუა შარის რეგიონი, დასავლეთით შარი-ბაგირმის და ჰაჯერ-ლამისის რეგიონები.

ბუნებრივ-კლიმატური თვალსაზრისით გერის რეგიონი მდებარეობს საჰელის ზონაში.

მოსახლეობა

რედაქტირება

გერის რეგიონში ძირითადად ცხოვრობენ ჰაჯერას ტომის წარმომადგენლები (მოსახლეობის მთლიანი რაოდენობის 67 %) და ჩადის არაბები (22 %).

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

ადმინისტრაციული თვალსაზრისით გერის რეგიონი იყოფა 4 დეპარტამენტად — გერა (შედგება 3 ქვეპრეფექტურისაგან), ბარ-სიგნაკა (3 ქვეპრეფექტურისაგან), აბტუიური (2 ქვეპრეფექტურისაგან) და მანგალმე (4 ქვეპრეფექტურისაგან). გერის რეგიონის ტერიტორია შეესაბამება აქ ადრე არსებულ გერის პრეფექტურას.