აღმოსავლეთი მაიო-კების რეგიონი

აღმოსავლეთი მაიო-კების რეგიონი (ფრანგ. Mayo-Kebbi Est, არაბ. منطقة مايو كيبي الشرقي) — ჩადის რეგიონი. თავისი სახელწოდება რეგიონმა მიიღო აქ ჩამომდინარე მდინარე მაიო-კების გამო. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ბონგორი. ფართობი — 19 000 კმ², მოსახლეობის რაოდენობა 2009 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს 769 198 ადამიანს.[1][2][3][4]

რეგიონი
აღმოსავლეთი მაიო-კების რეგიონი
ფრანგ. Mayo-Kebbi Est
არაბ. منطقة مايو كيبي الشرقي
ქვეყანა ჩადის დროშა ჩადი
ადმ. ცენტრი Bongor
შიდა დაყოფა Kabbia, Mayo-Boneye, Mayo Lemie და Mont Illi
კოორდინატები 10°16′00″ ჩ. გ. 15°22′00″ ა. გ. / 10.26667° ჩ. გ. 15.36667° ა. გ. / 10.26667; 15.36667
ფართობი 19 000 კმ²
მოსახლეობა 769 198 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 40,48 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+1]]

გეოგრაფია

რედაქტირება

აღმოსავლეთი მაიო-კების რეგიონი მდებარეობს ჩადის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. რეგიონი ტერიტორიულად შეესაბამება ყოფილი მაიო-კების პრეფექტურის ჩრდილო-აღმოსავლეთ და ცენტრალურ ნაწილებს. რეგიონს ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება შარი-ბაგირმის რეგიონი, სამხრეთ-აღმოსავლეთით ტანჯილეს რეგიონი, სამხრეთ-დასავლეთით დასავლეთი მაიო-კების რეგიონი. დასავლეთით რეგიონზე გადის ჩადის სახელმწიფო საზღვარი კამერუნთან.

მოსახლეობა

რედაქტირება

აღმოსავლეთი მაიო-კების რეგიონში ცხოვრობენ მუსეის, მასას, ტუპურის, მარბას, კარას ეთნიკური ჯგუფები.

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

ადმინისტრაციული თვალსაზრისით აღმოსავლეთი მაიო-კების რეგიონი იყოფა 4 დეპარტამენტად: კაბია (შედგება 3 ქვეპრეფექტურისაგან), მაიო-ლემიე (3 ქვეპრეფექტურისაგან), მაიო-ბონეიე (7 ქვეპრეფექტურისაგან) და მონ-დ’ილი (5 ქვეპრეფექტურისაგან).

ეკონომიკა

რედაქტირება

რეგიონის ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად დაკავებულია სოფლის მეურნეობით და თევზჭერით.