ტანჯილეს რეგიონი (ფრანგ. Tandjilé, არაბ. منطقة تانجلي) — ჩადის რეგიონი. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ლაი. ფართობი — 17 000 კმ², მოსახლეობის რაოდენობა 2009 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს 682 817 ადამიანს.[1][2][3][4]

რეგიონი
ტანჯილეს რეგიონი
ფრანგ. Tandjilé
არაბ. منطقة تانجلي
ქვეყანა ჩადის დროშა ჩადი
ადმ. ცენტრი Laï
შიდა დაყოფა Tandjilé Ouest და Tandjilé Est
კოორდინატები 9°24′00″ ჩ. გ. 16°18′00″ ა. გ. / 9.40000° ჩ. გ. 16.30000° ა. გ. / 9.40000; 16.30000
ფართობი 17 000 კმ²
მოსახლეობა 682 817 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 40,17 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+1]]

გეოგრაფია

რედაქტირება

ტანჯილეს რეგიონი მდებარეობს ჩადის სამხრეთ ნაწილში. ჩრდილოეთით რეგიონს ესაზღვრება შარი-ბაგირმის რეგიონი, დასავლეთით აღმოსავლეთი მაიო-კების და დასავლეთი მაიო-კების რეგიონები, სამხრეთით აღმოსავლეთი ლოგონის და დასავლეთი ლოგონის რეგიონები, აღმოსავლეთით მანდულის და შუა შარის რეგიონები.

მოსახლეობა

რედაქტირება

ტანჯილეს რეგიონში ცხოვრობენ შემდეგი ეთნიკური ჯგუფები: — მარბა (რეგიონის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 20 %), ლელე (13,7 %), ნანჯერე (13,7 %), ნგამბი (12,7 %), გაბრი (11 %). მათ გარდა რეგიონში ასევე ცხოვრობს რამდენიმე ათეული ათასი მომთაბარე მოსახლეობა.

ტანჯილეს რეგიონის დიდი ქალაქებია — რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი ლაი, ასევე კელო, ბენოუ, ბერე.

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

ადმინისტრაციული თვალსაზრისით ტანჯილეს რეგიონი იყოფა 2 დეპარტამენტად: დასავლეთი ტანჯილე (შედგება 8 ქვეპრეფექტურისაგან) და აღმოსავლეთი ტანჯილე (5 ქვეპრეფექტურისაგან).